x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მარტო სახლში» – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ფილმის გადასაღები მოედნიდან

ფილმი «მარტო სახლში» ეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა და მას შემდეგ, არ არსებობს ფილმების რეიტინგი, საუკეთესო ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც რომ არ მოხვდეს. 2016 წლის Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ, «ყველა დროის, ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმების» რეიტინგში, 25 ფილმს შორის, «მარტო სახლში» ლიდერი იყო. ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან, მის გარეშე ახალ წელს არ ჩაუვლია და არა მარტო ამერიკაში – კინოეკრანებიდან ფილმმა ტელეეკრანებზე გადაინაცვლა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, ისევ სიამოვნებით ვუყურებთ.


ამიტომ, ალბათ ბევრს აინტერესებს, თუ როგორ იღებდნენ ფილმს და ეს სტატიაც სწორედ იმ ფაქტებზეა, რაც კადრს მიღმა ხდებოდა:


1. ფილმი რომ რეალისტური ყოფილიყო, ჯო პეშმა (გარი) გადაწყვიტა, რომ პატარა მაკოლეი კალკინს მისი მართლაც უნდა შეშინებოდა და ყველანაირად ცდილობდა, გადასაღებ მოედანზე ბავშვს ზედმეტად არ შეხვედროდა.

ერთხელ პეშმა პატარა მსახიობს თითი დაუზიანა (შემთხვევით, რა თქმა უნდა). ეს მაშინ მოხდა, როდესაც სცენის რეპეტიციას გადიოდნენ, როდესაც მძარცველები კევინს კაუჭზე ჰკიდებენ, ხოლო პეში ამბობს: «გადაწყვეტილი მაქვს, ყველა თითი მოვაჭამო – ერთი მეორეს მიყოლებით»... და მსახიობმა მართლაც უკბინა თითზე მაკოლეის, – ვერ მოზომა და ბავშვს ნაკბენიდან სისხლი წამოუვიდა.


image



2. ტარანტული დენიელ სტერნის (მარვინი) სახეზე ნამდვილი იყო. იმისთვის, რომ ობობა არ დაეფრთხო, მსახიობი კადრის გადაღებისას მხოლოდ ყვირილის იმიტაციას აკეთებდა, ხოლო ხმა შემდეგ ჩაწერეს.


image



3. ბაზის შეყვარებული გოგონა, სინამდვილეში, ფილმის სამხატვრო დირექტორის ვაჟი იყო, რომელსაც გრიმი გაუკეთეს და გოგონად გაასაღეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ რეჟისორს არ უნდოდა რომელიმე გოგონა მსგავს სიტუაციაში გადაეღო და მისთვის გული ეტკინა.


image



4. ჯო პეშს ავიწყდებოდა, რომ საოჯახო კომედიაში თამაშობდა და გადაღების დროს დროდადრო იგინებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ფილმში არ შესულა.


image



5. ფილმი – «ანგელოზები ბინძური სულებით», რომელსაც კევინი უყურებდა, რეალურად არ არსებობს. განქსტერული ეპიზოდების რამდენიმე სცენა სპეციალურად გადაიღეს, რომ საჭირო მომენტებში გამოეყენებინათ.



image



6. ფილმი თითქმის მთლიანად, ჩიკაგოშია გადაღებული. ფილმში ნაჩვენები პარიზის აეროპორტი, სინამდვილეში O'Hare-ას საერთაშორისო აეროპორტია. ხოლო, აეროპორტის ბიზნეს-კლასის დეკორაციები ადგილობრივი სკოლის კალათბურთის მოედანზე იყო განთავსებული. რაც შეეხება მაკალისტერების სახლის დატბორილ სარდაფს, მის გადასაღებად, იგივე სკოლის აუზი გამოიყენეს.


image



7. სახლი, რომელშიც, ფილმის მიხედვით, კევინის ოჯახი ცხოვრობდა, რეალურად არსებობს და ის ჩიკაგოს ჩრდილოეთით, 26 კმ-ით დაშორებულ მდიდრების სოფ. უინეტკაში (Winnetka), ლინკოლნ ავენიუს 671-ზე მდებარეობს. კერძო მესაკუთრისგან ის 2012 წელს 1, 585 მლნ. დოლარად გამოისყიდეს და ამჟამად ილინოისის შტატის ტურისტული ღირშესანიშნაობების სიაში არის შეტანილი.


image



8. თავდაპირველად, გარის როლზე რობერტ დე ნირო და ჯონ ლოვიტცი მიიწვიეს, მაგრამ როლის შესრულებაზე ორივემ უარი თქვა.


image



9. «Talkboy»-ს მარკის დიქტოფონი, რომელიც ფილმის გმირს ჰქონდა, მხოლოდ ფილმისთვის დამზადებული რეკვიზიტი იყო და რეალურად არ არსებობდა. თუმცა, ფილმის გამოსვლის შემდეგ, მასზე მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, სათამაშო მაღაზიის დახლებზე მართლაც გამოჩნდა.


image



10. ნაძვის ხის «შუშის» სათამაშოები, რომელზეც მარვინმა გაიარა, სინამდვილეში კარამელის იყო. მაგრამ მსახიობს, სცენებში, სადაც ფეხშიშველი დადიოდა, რეზინის დამცავი პლასტირები ჰქონდა მიკრული ტერფებზე.


image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageForbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმი დაასახელა
მაიკლ ჯექსონი ცილისწამების მსხვერპლი იყო

ნაკლებად ცნობილი ფაქტები «რემბოს» შესახებ


1
580
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
580
  
2018, 28 ნოემბერი, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1