x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ვინ უნდა იყოს ფრთხილად 2019 წელს? ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსათვის
image

არცთუ ისე დიდი დრო დარჩა ახალი, 2019 წლის დადგომამდე. ეს წელი ყვითელი ღორის წელიწადია. ვნახოთ, რას უმზადებს ყვითელი ღორი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ჯანმრთელობის კუთხით.


1. ვერძი

imageმარტი და ივლისი გამოცდა იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი დიეტებისათვის. აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი საშიშია ავარიების კუთხით, ამიტომ ფრთხილად იყავით, ერიდეთ სიჩქარეს და სარისკო ქმედებებს.



2. კურო

image3-7 მაისს დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მედიკამენტების და ალკოჰოლის მიღებისას. ასევე საფრთხე ემუქრებათ მათ იმუნურ სისტემას. ამ წელს კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ინფექციური დაავადებების მიმართ, ასევე ნაკლებად მიიღონ შაქარი და ტკბილი საკვები.


3. ტყუპები

imageტყუპებისთვის ამ წელში განსაკუთრებულად სუსტი წერტილია ყელი - ყელიდან წარმოქმნილმა პრობლემებმა მნიშვნელოვანი საფრთხეები შეიძლება შექმნას. ასევე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მათ, ვისაც აქვთ სუნთქვისა და ბრონქების პრობლემა; მათთვის 10 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდი საუკეთესოა მკურნალობისათვის.


4. კირჩხიბი

image2019 წელს სატურნი გამოცდის თქვენს ჯანმრთელობას. ამ წელს შესაძლოა თავი გაგახსენოთ ძველმა ჯანმრთელობის პრობლემებმა, მაგრამ საშიში არაფერია, მოთმინება და სწორი მკურნალობა ყველაფერს ადვილად მოაგვარებს. სექტემბერსა და ოქტომბერში შესაძლოა დიეტა დაგჭირდეთ.


5. ლომი

imageამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები 2019 წელს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ კუჭ-ნაწლავისა და ინფექციურ დაავადებებს. ასევე მოისუსტებს თქვენი ბრონქული სისტემაც. გაუფრთხილდით თავს და არ დაგავიწყდეთ, პრობლემის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს.


6. ქალწული

imageამ წელს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული გართულებები არ გელოდებათ. შესაძლოა ცოტა წონაში მოიმატოთ. დიეტებისათვის მაისი ძალიან კარგი პერიოდია.


7. სასწორი

imageმაისი და აგვისტო განსაკუთრებით საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის, რადგანაც ამ პერიოდში დაბალია თქვენი იმუნიტეტი.


8. მორიელი

imageმორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ამ წელს განსაკუთრებით მართებთ ყურადღება ბრონქული და გულ-მკერდის დაავადებების მხრივ. ეს წელიწადი არასასურველია წონის კლების მხრივაც.



9. მშვილდოსანი

imageფეხები და მენჯი - ეს სხეულის ინ ნაწილებია, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა გაუფრთხიდეთ ამ წელს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სპორტსმენებს. შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ შაქართან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.



10. თხის რქა

imageამ წელს თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხეები არ ემუქრება. თუკი შეიქმნა რაიმე პრობლემა, ეს დაკავშირებული იქნება კუჭის დაავადებებთან. ასევე მცირე შანსია, მაგრამ შესაძლოა თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებებმა.



11. მერწყული

imageამ წელს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის დახმარებაც.



12. თევზები

imageმთავარი საფრთხე ამ წელს თქვენთვისაც არის ბრონქული დაავადებები. აგრეთვე, შესაძლოა თავი იჩინოს ალერგიულმა რეაქციებმა.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0