x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვაშლის ძმარი-მეცნიერულად დამტკიცებული კვლევის შედეგები
image

ვაშლის ძმარი რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ადასტურებს თუ არა სამეცნიერო კვლევები ამ ჰიპოთეზას? ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება საოჯახო მედიცინის პროფესორი ტეხასიდან, გაბრიელ ნილი.


ვაშლის ძმრის რეკლამას სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით, ინტერნეტი სავსეა სტატიებით, სადაც გვაუწყებენ ამ სასწაულმოქმედი საკაზმის შესახებ.


"ბალახი მოთიბეთ სახლის წინ და ახლა წელში ვეღარ სწორდებით?ძმარი შენი საუკეთესო მეგობარია, ვერ შეძელი ზედმეტი 5 კილოგრამის დაკლება?ვაშლის ძმარი გააქრობს. სიფილისი გაქვს? იცი, რაც უნდა გააკეთო - ძმარი და ა.შ."



უძველესი დროიდან ძმრით უამრავ დაავადებას მკურნალობდნენ, მაგალითად, ჰიპოკრატე ავადმყოფებს ურჩევდა, მიეღოთ ძმარი ხველების და გაციების დროს, ხოლო იტალიელი ექიმი ტომაზო დელი 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიის დროს ძმრით იბანდა ხელებს, სახეს და პირს, რომ არ დაინფიცირებულიყო.


წყალში გაზავებული ძმარი საუკეთესო საშუალება იყო რომაელი ლეგიონერებისთვის ხანგრძლივად წყურვილის მოსაკლავად, დღეს უკვე მათ ჰბაძავენ თანამედროვე სპორტსმენები.


მოკლედ, ისტორიაში მრავალი მაგალითი მოიძებნება, სადაც დასტურდება ძმრის სასარგებლო თვისებები, მაგრამ ადასტურებს თუ არა თანამედროვე სამედიცინო კვლევები ამ მოსაზრებას?


ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება არის კვლევა, რის მიხედვითაც ვაშლის ძმარი აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის შემცველობას საკვების მიღების შემდეგ იმ ადამიანებში, რომლებიც რეზისტენტულები არიან ინსულინის მიმართ.


ექსპერიმენტის 11-ვე მონაწილეს, რომლებსაც დიაბეტი აღენიშნებოდათ, ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ შაქრის შემცველობა საკვების მიღებიდან 30-60 წუთში შეუმცირდათ.


იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა კი დაადასტურეს, ვაშლის ძმარი არის სიმსუქნესთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.


ექპერიმენტის მონაწილეები დაყვეს სამ ქვეჯგუფად. პირველი ჯგუფი ყოველდღიურად იღებდა 15 მილიგრამ ვაშლის ძმარს(ერთი სუფრის კოვზი), მეორე - 30 მილიგრამს, ხოლო მესამე - პლაცებოს.


შემდეგ მკვლევარებმა შეამოწმეს წონა, ცხიმის მასა და ტრიგლიცერიდის დონე. ორივე ჯგუფში, რომლებიც 15 და 30 მლ.გრ. ძმარს იღებდნენ, სამივე მაჩვენებელი შემცირდა.



ვირთაგვებზე კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ვაშლის ძმარი ამცირებს არტერიულ წნევას, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებზეც უნდა ჩატარდეს, რადგან მარტო ცხოველებზე ჩატარებული ცდები არასაკმარისად დამაჯერებელია.


ახლა სხვა მხრივ მივუდგეთ საკითხს: არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შესაძლოა ვაშლის ძმარმა ადამიანის ჯანმრთელობას ავნოს?


პასუხი ცალსახაა - არა, თუ არ დალევთ უზომო რაოდენობით ან მაღალი კონცეტრაციით, მაგალითად, დისტილირებულ თეთრ ძმარს, რომელსაც რაფინირებისთვის იყენებენ(სუფრის ძმრის მჟავის შემცველობა 4-იდან 8 %-მდე უნდა მერყეობდეს)


და რა თქმა უნდა, არ გაიწმინდოთ თვალები ძმრით(ან რისთვის?) და არ გააცხელოთ ტყვიის თასში, როგორც ამას ძველი რომაელები აკეთებდნენ იმისთვის, რომ ძმარი დამტკბარიყო, ეს ძალზე სახიფათოა.


ასევე დაგაინტერესებთ

ალკოჰოლის მიღება ზომიერ ფარგლებში, როგორც აქამდე რეკომენდაციებით ვიცოდით აღმოჩნდა, რომ მითია. "არამავნებელი ნორმატივი" ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც ჩაატარეს აქამდე არსებული ყველაზე მსხვილმაშტაბიანი კვლევა ალკოჰოლის გარშემო. მეცნიერებმა გააანალიზეს 600 000...

21 ივლისი, 11:49


1-საშუალოდ ქალის მკერდის წონა 400 გრამს შეადგენს(ერთი ერთეული). 2-ყოველ ზედმეტ მომატებულ კილოგრამზე ქალის მკერდის წონა 20 გრამით იმატებს და პირიქით. 3-ხელოვნური მკერდი პირველად საფრანგეთში გამოიყენეს XIX საუკუნეში, ქალები იჭრიდნენ მკერდს და შიგნით ცხოველის ქონს ან პარაფინს იდებდნენ, როგორც ხშირად ხდებოდა ინფექციის შეჭრის შედეგად ქალი იღუპებოდა. ...

14 ივლისი, 7:53
თეზისი იმის შესახებ, რომ ადამინის ინტლექტი კლებულობს, ახალი ამბავი არ არის. არსებობს მრავალი კვლევა, მაგალითად, 2013 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ადამიანის ინტელექტმა საგრძნობლად იკლო, როგორც ფსიქოლოგმა სტივ კონორმა აღნიშნა, მსოფლიო მასშტაბით IQ-ს ს კოეფიციენტმა ს...
22 ივნისი, 14:08
მეცნიერთა ჯგუფმა ერლანგენის უნივერსიტეტიდან(ნიუნბერგი) დაადგინა, რომ თითბრის და ჰიდროქინონის შერწყმა, რომელიც გვხდება ყავაში, ჩაიში, შოკოლადსა და ღვინოში სიბერის პროცესს ანელებს. კვლევის შედეგები Phys.org-ზე გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ თითბერი ააქტიურებს ჰიდროქინონის ჯგუფებს, თავის მხრივ, ისინი ბუნებრივად აფერხებენ ჟანგვი...
5 ნოემბერი, 8:51
მრავალი ქალი ოცნებობს, რომ უფრო დიდი მკერდი ჰქონდეს, მაგრამ პლასტიკურ პლასტიკურ ქირურგიის ეშინია და ერიდება, დღესდღეისობით ქალებს შესაძლებლობა აქვთ, პლასტიკური ქირურგიის გარეშე გაიდიდონ მკერდი, თუმცა დროებით - მხოლოდ 24 საათით. მკერდის გადიდების პროცედურა ერთი დღე-ღამით 2012 წლიდან პირველად იაპონიაში, კლინიკა Tokyo Isea Clinicс-ში დაიწყეს და ეწოდება "მკერდის გ...
0
427
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0