x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთვარეულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასტუმროს ნომერში მეორე საწოლზე ჩაძინებულ მამაკაცს "მიასხურა"

image ეს სასაცილო და არაორდინალური ისტორია ნაცნობმა, სოხუმიდან დევნილმა ასაკოვანმა მამაკაცმა მოგვითხრო ანაკლიაში.
ბატონი გრიშა სოხუმში სასტუმრო "თბილისის" ადმინისტრატორი ყოფილა დევნილობამდე და სასტუმროში მომხდარი "კურიოზების" მთელი "ბუკეტი გადმოგვილაგა", საიდანაც ამ ისტორიას გაგაცნობთ.
საბჭოთა კავშირის დროს სასტუმროებში როგორც ბატონმა გრიშამ ბრძანა იყო ერთსაწოლიანი, ორსაწოლიანი და რამდენიმე საწოლიანი ოთახები.
ხშირად ერთ ოთახში ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ხვდებოდნენ, ბუნებრივია ქალები ერთად და მამაკაცები ერთად.
მოკლედ ერთ მშვენიერ საღამოს კარგად ჩაცმული, სომხური კილოთი რუსულად მოსაუბრე მამაკაცი მიადგა სასტუმროს და ორსაწოლიანი ნომერი მოითხოვა, მისი თქმით მეორე დღეს მასთან მეუღლე უნდა ჩამოფრენილიყო ერევნიდან.
ადმინისტრატორმა აუხსნა, რომ ჯერჯერობით არ შეეძლო შეეთავაზებინა ცარიელი ორსაწოლიანი ოთახი რადგან აგვისტოს თვეში იმდენი ტურისტი იმყოფებოდა სოხუმში, რომ თავისუფალი ნომრის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და დამსვენებლები კერძო სახლის მფლობელებს მიყავდათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მდგმურებად.
ადმინისტრატორმა ასევე უთხრა მამაკაცს, რომ ჰქონდა ორსაწოლიან ნომერში ერთი ადგილი, ნომერში რუსი ეროვნების ახალგაზრდა ტურისტი იმყოფებოდა, რომელიც მეორე დილით გადიოდა ნომრიდან და ნომერი თავისუფლდებოდა.
ერთი სიტყვით სომეხი მამაკაცი დათანხმდა და ვინაიდან ნამგზავრი და დაღლილი იყო გაიხადა, დაწვა და დაიძინა.
ორიოდე საათში კი ნომრის მეორე ბინადარი რუსი ახალგაზრდა შევიდა, ისიც დაწვა და დაიძინა.
ცოტა ხანში კი მეორე სართულზე ისეთი ხმაური ატყდა ლამის მთელი სასტუმროს ბინადრები ფეხზე წამოყარა, ვიღაც მამაკაცი ხან სომხურად და ხან რუსულად საშინელი სიტყვებით იგინებოდა.
სასტუმროს ადმინისტრაცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სწრაფად ავიდნენ მეორე სართულზე და როგორც იქნა მოჩხუბარი სომეხი მამაკაცი რუს ახალგაზრდას მოაშორეს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა და გამოლენჩებული სახით იყურებოდა.
თურმე რა მოხდა, ეს ახალგაზრდა რუსი ტურისტი "მთვარეული" ყოფილა, წამოდგა საწოლიდან და ოთახის მეორე მხარეს მდგარ საწოლში მძინარე სომეხ მამაკაცს ზედ "მიასხურა", მერე მშვიდად მიბრუნდა საწოლში და ძილი გააგრძელა, მაგრამ ვინ აცალა!
სომეხი მამაკაცი "შესხურებულმა" სითხემ უცბად არა, მაგრამ მაინც გამოაღვიძა და ჩაბნელებულ ოთახში ვერაფრით მიხვდა რაც მოხდა.
აანთო შუქი და დაინახა, რომ შარდის სუნად ყარდა და არც საწოლის თეთრეული იყო უკეთეს მდგომარეობაში.
პირველად ეტყობა იფიქრა, რომ თავად "გაეპარა" ძილში, მაგრამ როცა ლამის კისრამდე დასველებული მაისური გაიხადა მიხვდა ეს ვისი ნამოქმედარიც იყო და ყვირილით და გინებით წამოაგდო ზეზე რუსი ახალგაზრდა, რომელიც საწოლიდან წამოყენების მიუხედავად ჯერ კიდევ მძინარეს ჰგავდა, თუმცა "ნათავაზებმა" მუშტებმა თავისი გაიტანა და ახალგაზრდამ როგორც იქნა გაიღვიძა, თუმცა ვერ მიხვდა რატომ ურტყამდა უცნობი მამაკაცი.
ბატონი გრიშას თქმით სომეხმა მამაკაცმა იმავე ღამით გაბრაზებულმა დატოვა სასტუმრო, ხოლო მის მიერ ნაცემ ახალგაზრდას კი გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია დახმარება, მოგვიანებით კი მილიციამ დაჰკითხა მომხდარზე და აღმოჩნდა, რომ ბიჭს მოსკოველი მედიკოსების მიერ დადასტურებული ოფიციალური საბუთი ედო პასპორტთან ერთად, სადაც ეწერა, რომ ბიჭი "მთვარეული" იყო.

0
130
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0