x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე ცბიერი ობობა
image


ობობა Cyclosa


ამაზონის ჯუნგლებში ახალი სახეობის ობობა აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია საკუთარი ასლის შექმნა - როგორც ჩანს, ის მას იყენებს როგორც სატყუარას.


მეცნიერები თვლიან, რომ ობობის ახალი სახეობა მიეკუთვნება Cyclosa_ს ოჯახს. ეს ობობები დიდი ხანია ცნობილნი არიან "მოქანდაკის ნიჭით". აღმოჩნდა, რომ ამ ობობებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი თავის თითქმის იდენტური ასლი, თავისი უამრავი კიდურით და ა.შ.



მეცნიერები ყვებიან, რომ მათ აღმოაჩინეს ობობის ქსელი, რომელზეც, როგორც ჩანდა, იჯდა დაახლოებით 2, 5 სანტიმეტრი ზომის მკვდარი ობობა. უეცრად მკვდარი ობობა ამოძრავდა. ახლო დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო უბრალოდ ობობის ფიტული, მისი ზუსტი ასლი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანურად იყო გაკეთებული. მაგრამ ესეც კი არ იყო ყველაზე გასაკვირი.


მეცნიერები შოკირებულნი იყვნენ იმით, რომ "ყალბ" ობობას ამოძრავებდა გაცილებით პატარა ზომის ობობა, რომელიც მოშორებით იჯდა და როგორც მარიონეტს ამოძრავებდა მას. მანამდე ობობებზე დაკვირვების დროს მეცნიერებს არაფერი უნახავთ ამის მსგავსი.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0