x
image
_K_
ეს 10 შეკითხვა აუცილებლად დაუსვით პარტნიორს პირველ პაემანზე
image

განქორწინების ადვოკატებმა და ოჯახის ფსიქოლოგებმა ყველაზე კარგად იციან წყვილებში გავრცელებული პრობლემების შესახებ. გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი ცნობენ, ხასიათის რომელმა თვისებამ შეიძლება მომავალში კონფლიქტი გამოიწვიოს და რა შეიძლება გახდეს განქორწინების მიზეზი. ამიტომაც, როცა საქმე პირველ პაემანს ეხება, მათ მართლაც კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ.


სტატიაში გაგაცნობთ ექსპერტების აზრს, მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ რომელი 10 კითხვა უნდა დაუსვათ პარტნიორს პირველივე პაემანზე, რათა თავიდანვე მარტივად გაარკვიოთ მნიშვნელოვანი საკითხები.








1. დაქორწინებული ხარ?

ზოგს ჰგონია, რომ ეს უცნაური კითხვაა, ზოგს კი, უბრალოდ, ერიდება მისი დასმა. თუმცა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელსაც ზუსტი, ნათელი პასუხი სჭირდება. განქორწინების სპეციალისტ რანდალ კესლერის თქმით, ფრაზები, როგორიცაა "დაშორებას ვაპირებთ", "ყველაფერი რთულადაა", "ცალ-ცალკე ვცხოვრობთ", "მალე განვქორწინდებით" იგივე არაა, რაც "თავისუფალი ვარ". პირველივე პაემანზე დარწმუნდით, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით, მზადაა სერიოზული ურთიერთობისთვის.


image








2. დილით საწოლს ასწორებ?

ოჯახის ფსიქოლოგი დანიელ კეპლერი ამბობს, რომ ამ მარტივ კითხვას ადამიანის ხასიათის თვისებებზე ბევრი რამის გამოვლენა შეუძლია: რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - სისუფთავე თუ დრო, ცხოვრების ნელ ტემპს ამჯობინებს თუ სწრაფი ურჩევნია. ასევე, ეს კითხვა სასაუბრო თემას მოგცემთ და იმის გაგებასაც შეძლებთ, თქვენს პარტნიორს ადრე გაღვიძება უყვარს თუ არა და რას აკეთებს დილაობით.

image








3. მიმოხილვებს კითხულობ თუ შენს ინტუაციას ეყრდნობი?

ამ კითხვაზე პასუხით მიხვდებით, ჰგავხართ თუ განსხვავდებით ერთმანეთისგან, თქვენი პარტნიორი ფრთხილად მოქმედებს თუ ინტუიციას ეყრდნობა. ზოგ ადამიანს კბილის ჯაგრისის ყიდვაც არ შეუძლია ისე, თუ მის აღწერას კარგად არ წაიკითხავს, ზოგი კი შვებულებისთვის ისე ჯავშნის სასტუმროს, რომ მასზე კომენტარებსაც არ კითხულობს. თუ განსხვავებული ტიპის ადამიანები აღმოჩნდებით და პარტნიორის ქცევები გაღიზიანებთ, მაშინ აჯობებს, კარგად დაფიქრდეთ, სანამ მასთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ.

image








4. ყველაზე უფრო რომელი თვისება გაღიზიანებს?

პირველ პაემანზე ადამიანები ცდილობენ, საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილი წარმოაჩინონ, მაგრამ შეიძლება მათში ისეთი თვისებები იმალებოდეს, რაც მომავალში აუცილებლად გახდება კონფლიქტის მიზეზი. ფსიქოლოგი რაიან ჰოუისი ამბობს: "თუ თქვენს პარტნიორს სისუფთავე უყვარს, თქვენ კი ხშირად გაქვთ სახლში არეულობა, მაშინ დიდ პრობლემას წააწყდებით". ასევე შეიძლება, თქვენ სიმშვიდე მოგწონდეთ, თქვენი პარტნიორი კი ხმაურიან წვეულებებს ამჯობინებდეს. კარგი იქნება, ამ ყველაფერს პირველივე პაემანზე თუ გაარკვევთ.

image








5. რამდენად ხშირად გაქვს ურთიერთობა მშობლებთან და ნათესავებთან?

მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობის სიხშირე და მათზე დამოკიდებულებამ შეიძლება წყვილის ურთიერთობაში დიდი როლი ითამაშოს. განქორწინების ადვოკატი კარლა დონელი ამბობს, რომ ისეთი დაქორწინებული წყვილებიც არსებობენ, რომლებიც პრიორიტეტს ისევ ნათესავების აზრს ანიჭებენ და მეუღლისაზე წინ აყენებენ. მეორე მხრივ, მშობლებთან ურთიერთობის არქონა შესაძლოა მენტალური არასტაბილურობის ნიშანი იყოს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება დიდხნიანი ურთიერთობა ვერ შეძლოს და არ იცოდეს კომპრომისზე წასვლა.

image








6. რას ფიქრობ აბორტზე?

დიახ, სწორად წაიკითხეთ. ფსიქოლოგმა დენ არილიმ ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ახალგაზრდებს ონლაინ მიმოწერა ჰქონდათ, ოღონდ ერთმანეთისთვის მხოლოდ უცნაური კითხვების დასმა შეეძლოთ. კითხვა არ უნდა ყოფილიყო ამინდზე, სამსახურზე და სხვა ბანალურ თემებზე. აღმოჩნდა, რომ წყვილები უფრო თავისუფლად, დამშვიდებულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, საშუალება ჰქონდათ, გამოეხატათ თავიანთი ფიქრები და სიამოვნებას იღებდნენ ამგვარი საუბრით. ასე რომ, ერთი შეხედვით უცნაური და ღრმააზროვანი კითხვები დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ პარტნიორი და ეს უხერხული სულაც არაა.

image








7. მომიყევი შენი ყველაზე ცუდი პაემნის შესახებ.

თუ გრძნობთ, რომ პაემანი შედგა, მაშინ ყველაზე ცუდ პაემანზეც ჰკითხეთ პარტნიორს. ფსიქოლოგ სპენსერ სკოტის თქმით, ეს შესაძლოა ერთგვარი ტესტიც იყოს იმის დასადგენად, რამდენად გახსნილია თქვენთან პარტნიორი და გაგანდობთ თუ არა პირადულ ამბავს. გარდა ამისა, ამ კითხვის წყალობით გაიგებთ, როგორ პაემანს მიიჩნევს ის ცუდად და გაითვალისწინებთ.

image








8. როგორ დამთავრდა შენი ბოლო ურთიერთობა?

კარლა დონელი გირჩევთ, პირველივე პაემანზე გაარკვიოთ მიზეზი, თუ რატომ დაშორდა თქვენი პარტნიორი წინა შეყვარებულს ან რატომ გაეყარა მეუღლეს. პასუხით გაიგებთ, შეუძლია თუ არა ადამიანს სწორი დასკვნების გაკეთება, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს სიტუაციას და ადანაშაულებს თუ არა სხვას საკუთარი შეცდომებისთვის.

image








9. 20 მილიონი ლარი რომ მოგეგო, რას გააკეთებდი ამ ფულით?

ოჯახის ფსიქოლოგი ჯენი ინგრემი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხით ბევრი რამის დადგენა შეიძლება ადამიანის ღირებულებებზე, ჭკუაზე და პიროვნულ თვისებებზე. ასევე გაიგებთ, როგორ განკარგავს ის ფინანსებს, შესაძლებელია თუ არა მასთან საერთო ბიუჯეტის ქონა თუ, უბრალოდ, ფულის მხარჯველია.

image








10. როცა დაბერდები და წარსულ ცხოვრებას გადახედავ, რა გინდა რომ გახსენდებოდეს?

ამაზე საუბარი ერთგვარი გამოწვევაა, პარტნიორს აძლევთ საშუალებას, გამოიყენოს თავისი ფანტაზია. გარდა ამისა, გაეცნობით მისი ცხოვრების პრიორიტეტებს. იმაზე საუბარი, რასაც ახლა ვაკეთებთ (მაგალითად, "სკოლას ვამთავრებ", ან "ოფისში ვმუშაობ"), არ აჩვენებს, რითი ვართ დაინტერესებულები სინამდვილეში ან რაზე ვოცნებობთ. ოჯახის ფსიქოლოგ აარონ ანდერსონის თქმით, ამ კითხვის წყალობით, პარნტიორის გონებაში ზედმეტი შეკითხვების გარეშე ღრმად ჩაიხედავთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ

image


2. ქალების 10 კატეგორია, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

image


3. ბიჭების 13 კატეგორია, რომლებსაც შეიძლება პირველ პაემანზე შეხვდეთ

image

0
959
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0