x
image
Yoona
Mediator image
ქორწინება და სიყვარული დაბადების თარიღის მიხედვით
image

ვინ ვარ, როდის დავქორწინდები/გავთხოვდები? სიყვარულში ბედნიერი ვიქნები? ხართ თუ არა თქვენ ემოციური და მოსიყვარულე ადამიანი, თუ თქვენთვის სიყვარული და ქორწინება ბევრს არაფერს ნიშნავს?

ამ კითხვებზე პასუხს იპოვით, თუ თქვენს დაბადების თარიღს დააკვირდებით.

ნუმეროლოგიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, მთლიანობაში 9 ტიპად იყოფიან.


განსაზღვრული მახასიათებლების საფუძველზე ნუმეროლოგს შეუძლია პროგნოზირება, როდის ეხება საქმე სიყვარულს და ქორწინებაზე.

იპოვეთ ნომერი, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით და გაიგეთ სიყვარულის და ქორწინების ხაზის შესახებ.


ნომერი 1 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 1, 10, 19 ან 28 რიცხვებში)

თქვენ უფრო პრაქტიკული ადამიანი ხართ, ვიდრე ემოციური. სიყვარულში, უფრო მეტად, ერთგული ხართ. ხშირად ბავშვობის შეყვარებულთან წყვილს ქმნიან. საკმაოდ ერთგულები არიან, მაგრამ უჭირთ იმათთან ცხოვრება, ვინც მათ არ შეესაბამება. პირველ შემხვედრთან სიყვარული - ეს მათთვის ნამდვილად არ არის.


ნომერი 2 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 2, 11, 20 ან 29 რიცხვებში)

მგრძნობიარე და პრეტენზიული ხართ. საყვარელ ადამიანთან ძლიერი ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი გაქვთ. თუ ვინმეს ეკედლებით, როგორც წესი, ხანგრძლივად. ძირითადად, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გულის ხმას უსმენენ.


ნომერი 3 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 3. 12, 21 ან 30 რიცხვებში)

imageროგორც წესი, რომანტიული თვისება არ ახასიათებთ. პრაქტიკულები და ამბიციურები არიან. მათთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული და ქორწინება. თუ ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ყოველთვის უკანასკნელს აირჩევენ.


ნომერი 4 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 4, 13, 22 ან 31 რიცხვებში)

რომანტიული ბუნება საერთოდ არ გაქვთ. და ზოგჯერ, როცა ცოტათი მოსიყვარულე გეჩვენებათ, სინამდვილეში ასე არაა. ამ ადამიანებს, როგორც წესი, მოფლირტავეებს ვერ უწოდებთ. ისინი პარტნიორების მიმართ ძალიან ერთგულები და მომთმენები არიან.


ნომერი 5 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 5, 14 ან 23 რიცხვებში)

image

ეს ადამიანები მომთხოვნები არიან, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ქორწინებამდე ბევრი ურთიერთობა ჰქონდათ. სიყვარულში უნივერსალურები არიან. ურთიერთობა ხშირად ძალიან მალე ბეზრდებათ. მათ ყოველთვის ბიძგი და ახლის შეცნობა სჭირდებათ.


ნომერი 6 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 6, 15 ან 24 რიცხვებში)

6 ვენერას რიცხვია, ამიტომ ეს ადამიანები ბუნებით მომხიბვლელები არიან. გარშემო სამყაროს მაგნიტივით იზიდავენ. ბუნებით ემოციურები არიან და უფრო ფსიქიკური კავშირი ურჩევნიათ, ვიდრე ფიზიკური თავსებადობა.


ნომერი 7 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 7, 16 ან 25 რიცხვებში)

image

მეოცნებე და ჩაფიქრებული ადამიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ნომრის ქვეშ ადამიანი ცივი და მიუწვდომელია. როცა საქმე სიყვარულსა და ქორწინებას ეხება, ისინი რომანტიული და ერთგულ პარტნიორები ხდებიან. მათთვის კომუნიკაცია ურთიერთობის გაუმჯობესების გასაღებს წარმოადგენს.


ნომერი 8 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 8, 17 ან 26 რიცხვებში)

ამ ნომრის ადამიანები ყველაზე მომთმენი და ერთგული ადამიანები არიან. ისინი საერთოდ არ არიან პრაქტიკულები და უფრო გულის ხმას უსმენენ, თუ ვინმეს მთლიანად მიენდობა.


ნომერი 9 (თუ თქვენ დაბადებული ხართ 9, 18 ან 27 რიცხვებში)

თუმცა, ნომერი 9 ასევე სექსუალურ ქვეტექსტს მოიცავს. ამგვარად, სქესობრივი თავსებადობა ამ ადამიანებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორთან ფსიქოლოგიური კავშირი.

0
298
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0