x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვიეტნამში რუს ახალგაზრდა ქალს ნარკოტიკების გაყიდვის გამო 18 წელი მიუსაჯეს

image რუსეთის მოქალაქე გალინა ნიკოლაენკო იქნა დაკავებული ვიეტნამში, ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის გამო და მას სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა-იუწყებაThanh Nien.
26 წლის გალინა დააკავეს ჰოშიმინში წელს, მას შემდეგ რაც მან მიიღო ამანათი უცხოეთიდან, რომელშიც აღმოჩნდა 700 გრამი ნარკოტიკების შემცველი აბები.
როგორც გამოძიებით დადგინდა გალინას აღნიშნული ამანათი მიღების მერე უნდა დაეტოვებინა ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნაში. გალინას თქმით ასეთი თხოვნა მას გამოუგზავნა შეტყობინების სახით ერთერთი მოგზაურობისას გაცნობილმა მამაკაცმა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა მიმოწერა და ურთიერთობა ინტერნეტის დახმარებით.
გალინამ აღიარა დანაშაული და სასამართლოს თხოვა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ მისი თქმით ის მოატყუეს და მან არ იცოდა ამანათის შემცველობის შესახებ.
თუმცა გამოძიებამ საპირისპირო დაამტკიცა და სასამართლოს წარუდგინა ვიდეო ფაილი, სადაც აშკარად ჩანს თუ როგორ ათვალიერებდა ამანათის შიგთავსს გალინა დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.
მაისში ვიეტნამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ რუსეთის მოქალაქეს-მარია დაპირკას. მარია დაადანაშაულეს ვიეტნამში კონტრაბანდული კოკაინის შეტანაში. მარიას თქმით ვიეტნამში ჩემოდანი მან ჩაიტანა ნიგერიელი მეგობარი მამაკაცის თხოვნით, მან განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა იდო ჩემოდანში.
მიუხედავად ამისა კოკაინის დიდი რაოდენობით ვიეტნამში შეტანის გამო მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
პ.ს
თუ უცხოეთში ან თუნდაც საქართველოს რომელიმე რეგიონში მიმავალს გთხოვენ რაიმე ნივთის წაღებას, ჯერ თხოვეთ იმ ადამიანს გახსნას გადასაცემი ნივთი და განახოთ თუ რას აგზავნის, პრობლემები, რომ არ შეგექმნათ.



0
78
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0