x
image
ანა ბეჟაშვილი
გამორჩეულად ლამაზი ქართველი ქალები, რომლებსაც პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავთ

წინა პოსტი იმ ქალბატონებს მივუძღვენით, რომლებმაც გარეგნობა პლასტიკური
ქირურგიის მეშვეობით გაიუმჯობესეს.
დღეს კი, იმ ცნობილ ქალებზე გიამბობთ, რომლებსაც არანაირი ქირურგიული
ჩარევა არ დასჭირვებიათ და ბუნებამ სრულყოფილი სილამაზით დააჯილდოვა.

1. ჯანეტ ქერდიყოშვილი
27 წლის ლამაზმანი, "მის საქართველო 2011", მოდელი და დიზაინერი აბსოლუტურად ბუნებრივია და პლასტიკური ქირურგიის
მეშვეობით საკუთარ გარეგნობაში არასოდეს არაფერი შეუცვლია.
გოგონას ბუნებრივად ღია წაბლისფერი თმა და მწვანე თვალები აქვს. რაც დედისგან ერგო.
ჯანეტმა თავად დაადასტურა, რომ სისხლში ოსური გენები ურევია.
მის გამორჩეულ სილამაზეს, ზოგჯერ ამ ფაქტსაც მიაწერენ.
ჯანეტი უპირატესობას ბუნებრივობას ანიჭებს და ხშირად, ფოტოებში ყოველგვარი მაკიაჟის გარეშეც გვევლინება.
imageimage


2. ნინო გაჩეჩილაძე
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე კლასიკური სტილითა და
ქალური იმიჯით გამოირჩევა. 38 წლის მსახიობს გარეგნობაში არაფერი შეუცვლია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
image
image


3. ია ფარულავა

55 წლის კინოლეგენდა დღემდე არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც ცნობილია, მსახიობს მხოლოდ ნაოჭები აქვს გასწორებული. ია ფარულავა ბუნებრივად პატარა ცხვირით და ეგზოტიკური, ლათინო-ამერიკული გარეგნობით გამოირჩევა.
imageimage


4. ნინი ნებიერიძე

21 წლის ქერა, ცისფერთვალება მოდელს არაქართული სილამაზე აქვს და მოდის სფეროშიც გამორჩეული გარეგნობის გოგონა შეუმჩეველი არ დარჩენიათ.
image
image


5. ქრისტინე ძიძიგური

მოდელი და პრინც ხუან ბაგრატიონის მეუღლე ქრისტინე ძიძიგური არაჩვეულებრივი გარეგნობის პატრონია. მისი ბუნებრივი სილამაზე საზღვრებსგარეთაც აღიარეს და მოდელი წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდის "დიორის" სახე იყო. მოდელს პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავს.
image

image



6. ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდელი და ბლოგერი ნანუკა გუდავაძე ფრანგ გოგონას მოგაგონებთ. დახვეწილი სახის ნაკვთებითა და ლურჯი თვალებით გოგონა ბუნებამ დააჯილდოვა.
imageimage


7. თაკო კორინთელი

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი მსახიობი, ბარბარეს როლის შემსრულებელი, 26 წლის ულამაზესი ჟურნალისტი თაკო კორინთელი ქერა, ხვეული თმით, ცისფერი თვალებით და ბუნებრივად დახვეწილი სახის ნაკვთებით გამოირჩევა. მსახიობს გარეგნობაში არაფერი შეუცვლია.
image
image

8. თინა დალაქიშვილი

"მძევლების" ვარსკვლავის, მსახიობ თინა დალაქიშვილის სავიზიტო ბარათი მისი ულამაზესი ლურჯი თვალებია. არაქართული გარეგნობის გოგონას ბუნებრივი სილამაზე კინორეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
imageimage


9. ანა ახვლედიანი

მოდელ ანა ახვლედიანს ქართველ ბიანკა ბალტისაც ეძახიან. გოგონა მართლაც ჰგავს იტალიელ ბომბშელს. ლურჯი თვალებითა და ეგზოტიკური გარეგნობით მოდელი ბუნებამ დააჯილდოვა.
imageimage



10. თამუნა ტაბატაძე

მუსიკოს გია ბაღაშვილის მეუღლეს, თამუნა ტაბატაძეს ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც უწოდებენ. გოგონა მართლად ჰგავს ოდრის. თამუნა არამხოლოდ ბუნებრივი სილამაზით, ბუნებრივი და კლასიკური სტილითაც გამორჩეულია.
image
image

2
4550
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
4550
  
2018, 2 დეკემბერი, 20:07
მესმის არაჩვეულებრივად. მიღებულია თქვენი შენიშვნა, თუმცა ამ კონკრეტული გოგონების გარეგნობას გავუსვი ხაზი და არსად არ მითქვამს რომ ქართული სიალამაზე ნაკლებია.
2018, 2 დეკემბერი, 18:56
ვერ ვხვდები რატომ წერთ არა ქართულ სილამაზეს. რაღაც ვერ გაგიგიათ მგონი, რომ, ქართველები ულამაზესი ერია და სილამაზეც ქართულია, მხოლოდ ქართული
0 1 2