x
image
პროფესორი
გურული მხედრები ამერიკაში

image

ქართველი ცხენოსნები Wild West -ის შოუებში 1892 წლიდან გამოჩნდნენ. რუსი კაზაკების სახელით ისინი საცირკო სანახაობებში მონაწილეობდნენ და მაყურებელს საოცარ ჯირითსა და ფოლკლორულ ცეკვა-სიმღერას აჩვენებდნენ. ეს სანახაობები ძალზედ პოპულარული იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკელ კავბოებზე. შთაბეჭდილებას ახდენდა მათ მიერ ჯირითისას შესრულებული სასიკვდილო ილეთები.

კაზაკების სახელით მოღვაწე ქართველები ძალიან პოპულარულები იყვნენ იმ პერიოდის ამერიკაში, მათ შესახებ წერდა მედია, ჰყავდათ თაყვანისმცემლები და ჰქონდათ კარგი ფინანსური შემოსავალი.

ყველაფერი კი ბათუმში ინგლისელი იმპრესარიო თომას ოლივერის ჩამოსვლით დაიწყო. ოლივერს სურდა კაზაკი ცხენოსნები წაეყვანა ამერიკაში საცხენოსნო შოუში მონაწილეობის მისაღებად. ინგლისის საკონსულოში მან ლანჩხუთელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო და მისგან შეიტყო, რომ კაზაკების ცხენოსნობა არაფერი იყო გურულების ჯირითთან შედარებით.


შეიკრიბა ჯგუფი 18-25 წლამდე ასაკის 10 კაცისგან, რომელსაც ბახველი ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა. ეს იყო ქართველთა პირველი ჯგუფი აშშ-ში და მასში შედიოდა ამერიკაში სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი (აშშ-ში პრინცის სახელით ცნობილი).

30 წლის განმავლობაში, აშშ-ში გურული მოჯირითეები ქართული ტრადიციული სამოსით, ჩოხით გამოდიოდნენ, თუმცა მათი ქართველობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა. “ველური დასავლეთის” შოუს ორგანიზატორები თავიდანვე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გურულ მხედართა ნამდვილ ვინაობას და გურულ მოჯირითეებს ხან რუს კაზაკებად, ხან რუსეთის კავკასიის კაზაკებად, ხან კი კავკასიელ ებრაელებად მიიჩნევდნენ.


image

0
1668
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0