x
image
Yoona
Mediator image
სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები
image

ჩვენ მივეჩვიეთ რომ ცნობილი მომღერლები და მსახიობები ისე დავინახოთ, როგორც მათ რეჟისორები ან მენეჯერები გვანახებენ - იმიჯის შექმნაც ხომ ბევრ შრომას, დროს და ფულს მოითხოვს. მამაკაცები მათზე გიჟდებიან, აღმერთებენ, ხოლო ქალები ცდილობენ მათ დაემსგავსონ.

სინამდვილეში კი ამ ლამაზმანების ხასიათი არც თუ ისე მშვენიერია, როგორც მათი ხასიათი. ისინი აწყობენ სკანდალებს, უხეშობენ და ჩხუბობენ კიდეც!

აი, დღეს ამ ჭირვეულებზე გიამბობთ.



1.სანდრა ბულოკი

image

ეს მსახიობი თავისი საძაგელი ხასიათით ცნობილი არის - ის მუდმივად ყველას აკრიტიკებს და ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი, რაც შესაძლებელი და შეუძლებელი არის.


2. შერონ სტოუნი

image

მსახიობი ბუნებით საერთოდ სკანდალების მოყვარულია და ეს ყველასთვის ცნობილი არის. თავისი საშინელი ხასიათით ყველას თავს აბეზრებს, მათ შორის კოლეგებს. რა უნდა ვთქვათ ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორებიც არიან მისი თანაშემწეები - შეწყალებას არ ელოდოთ!


3.ანჯელინა ჯოლი

image

ჰოლივუდის მთავარ ლამაზმანს ყველაფრის გაკონტროლების ჩვევა აქვს. ბუნებრივია, ეს გარშემომყოფებზე ზეწოლას ახდენს. ამასთან, ის ზედმეტად კატეგორიული არის. თუ რაღაც არ მოსწონს - პირდაპირ „თავით ასკდება“. სწორედ ასე საკუთარ მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა. როგორც ჩანს, ბრედ პიტთან განქორწინება ამ სცენარით მოხდა.


4.მადონა

image

აქ მთელი რიგი სასიკვდილო ცოდვების „თაიგული“ გვხვდება. მადონას ბრალს სდებენ სიხარბეში, რისხვაში, სიამაყეში და ბევრ სხვაში. ის სკანდალისტი და პრეტენზიულია. სიტყვებს არ უფიქრდება, უხეშობს და სხვებს შეურაცხყოფას აყენებს და ამას ნორმალურად მიიჩნევს. ასე რომ, თუ მადონას ქუჩაში შეხვდებით, მეორე მხარეს გადადით. ამ ქალის დამარცხება შეუძლებელია!


5.შანენ დოეტრი

image

შანენ დოეტრი ცნობილია სერიალიდან "ბევერლი ჰილზი 90210", სადაც შესანიშნავი ბრენდი უოლშის როლს თამაშობდა, რომელზეც ყველას ჭკუა ეკეტებოდა! მაგრამ ცხოვრებასა და ეკრანზე ეს ორი სხვადასხვა ადამიანი არის და გოგონას სერიალის მიტოვება სწორედ აუტანელი ხასიათის გამო მოუწია. მან გადამღებ ჯგუფთან, მათ შორის რეჟისორთან კამათი მოახერხა.


6. ჯენიფერ ლოპესი

image

აი, ეს ლამაზმანი კი თავისი სიხარბით არის ცნობილი! ის მსახურის ყველა ხარჯს აკონტროლებს და თუ რამე არ მოსწონს - ყოველგვარი სინდისის გარეშე ჯარიმას უწერს!


7.ჯულია რობერტსი

image

ჯულია რობერტსი - ქალი რთული ხასიათით. მას ოჯახთან და მეუღლესთან რთული ურთიერთობა აქვს. ამბობენ, რომ ის ნათესავის ღრმა დეპრესიის მიზეზი გახდა, რომელმაც შემდგომ თავი მოიკლა.


8.ნაომი კემპბელი

image

ლამაზმანი ხშირად სკანდალებში ეხვევა, გზაზე ყველაფერს ანადგურებს, საერთოდ საშინელი ხასიათი აქვს. ნაომი აგრესიულია და ამას უკვე ყველა მიეჩვია.


9.ტეილორ სვიფტი

image

ერთი შეხედვით საყვარელი ტეილორ სვიფტი, აქ შემთხვევით აღმოჩნდა. მომღერალმა თავისი მკაცრი ხასიათი კეტი პერისთან სკანდალის დროს გამოავლინა. კეტიმ ტეილორის გუნდიდან მოცეკვავე გადმოიბირა, რასაც შემდგომ ჩხუბი მოყვა.

0
2839
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0