x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა დროს უფრო მაღალი ხელფასი იყო, თუ დღევანდელ დროს? (ფორმულა)
imageხშირად გაგვიგია მოსაზრება და კამათიც, რომ საბჭოთა ეპოქაში ყველაფერი იაფი იყო, ახლა ყველაფერი გაძვირებულია. ხელფასიც ნორმალური იყო.


ქვემოთ შევეცდებით მარტივი კალკულაციის მეშვეობით გავარკვიოთ(ფასების და მსყიდველუნარიანობით) საბჭოთა ეპოქის და დღევანდელი ხელფასების შედარება.



ვიკიპედიის მონაცემებით 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში საშუალო თვიური ხელფასი იყო 180 მანეთი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 2017 წლისთვის საშუალო თვიური ხელფასი 989 ლარი შეადგინა.



ვალუტის გაცვლის კურსი:1980-იან წლებში 1 აშშ $ =0, 64 კაპიკს.


დღევანდელ პერიოდში 1 აშშ$=2, 65 ლარს.


ახლა ეს ყველაფერი გადავიყვანოთ დოლარებში, იგივე ვიკიპედიის მონაცემებით, აშშ დოლარის ინფლაციის დონე 1980-იანი წლებიდან 2016 წლამდე 2, 15-ჯერ გაიზარდა(უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, თუ 1980-იან წლებში ვთქვათ 1 კგ ვაშლი 1 დოლარი ღირდა, დღეს 2, 15 დოლარი ღირს)

180 გავყოთ 0, 64 კაპიკზე და გავამრავლოთ 2, 15-ზე, მივიღებთ 604 აშშ-დოლარს.



გამოდის დღევანდელი მსყიდველუნარიანობით საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი 604 დოლარი ყოფილა.



რაც შეეხება დღევანდელ ხელფასს: 989- ს თუ გავყოფთ 2, 65 -ზე, მივიღებთ 373 აშშ დოლარს.


ხშირად გაგვიგია, რომ საბჭოთა პერიოდში პროდუქტი იაფი ღირდა, მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკა საკმაოდ ძვირი, მოდით კიდევ ერთ მარტივი კალკულაცია გავაკეთოთ.80-იან წლებში ფერადი ტელევიზორი საშუალოდ 700 მანეთი ღირდა, 700-ს თუ გავამრავლებთ 2, 15-ზე მივიღებთ 1505-ს.ასე რომ, ტელევიზორი დღევანდელთან შედარებით უფრო ძვირი გამოდის დაახლოებით 50% -ით, ასე, რომ ეს მოსაზრება სწორია, მაგრამ არც ის უნდა დაგავივიწყდეს, რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ტელევიზორი ფუფუნების საგნად ითვლებოდა(არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ყველგან)



აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა პერიოდში შავ ბაზარზე დოლარი 3 მანეთად იყიდებოდა.



მეორე მხრივ კი საბჭოთა პერიოდში უმუშევრობის დონე ფაქტობრივად 0-მდე იყო დაცემული, ესეც გასათვალიწინებელია.


ასევე დაგაინტერესებთ

თბილისში 2019 წლის ბოლოს სამგორის მეტროდან დაგეგმილია 6 ახალი მიწისზედა მეტროს სადგურის მშენებლობა ლილოს მიმართულებით, საბოლოოდ კი მეტრო ქალაქ რუსთავამდე იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწვანე ეკონომიკა-ეკოტრანსპორტიპრეზენტაციის დროს განაცხადეს. "ცენტრალური ...

22 ოქტომბერი, 13:51
სააგენტო Bloombergმა გამოქვეყნა ტოპ-10 ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე იაფია ბენზინი. საწვავი A-95 ყველაზე იაფი ღირს ვენესუელაში. იქ ერთი ლიტრის ფასი 0, 01 დოლარია. მეორე ადგილზეა ირანი, სადაც ლიტრის ფასი 0, 28 $-ია. ლიდერთა სამეულს ასრულებს ქუვეითი-0, 35$/1ლ. ათეულის შემდეგი ქვეყნები ასე გადანაწილდა:ნიგერია - 0.41 დოლარი/1ლ, ეგვიპტე - 0.43$, საუდ...
30 ივლისი, 11:52
"ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობის საშუალო ხელფასი 500 ლარის ფარგლებშია, ამ კატეგორიის მუშახელი 34.7%-ია, მთლიანად 286, 859 ადამიანი. 1000 ლარამდე ხელფასს იღებს 28, 9%, ანუ გამოდის მთლიანად მოსახლეობის ნახევარზე მეტს(63, 6%)ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე აქვს. რაც შეეხება უფრო მაღალ ხელფასებს: ხელ...
25 ივლისი, 10:35
1959-1964 წლებში ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჰარისონ ფორმანმა სსრკ-ს შესახებ ძალიან შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი წარმოადგინა, რომელშიც ასახულია მოსკოვი, საქართველო, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფოტოების ცალკე ნაწილი მოიცავს საბჭოთა მაღაზიის ვიტრინებს, მაღაზიებსა და ქუჩის ვაჭრობის ფოტომასალას, რომელსაც 1950-იანი წ...
1
1223
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1223
  
2018, 28 ნოემბერი, 1:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1