სხვა საბჭოთა დროს უფრო მაღალი ხელფასი იყო, თუ დღევანდელ დროს? (ფორმულა) 2018, 25 ნოემბერი, 10:16 ხშირად გაგვიგია მოსაზრება და კამათიც, რომ საბჭოთა ეპოქაში ყველაფერი იაფი იყო, ახლა ყველაფერი გაძვირებულია. ხელფასიც ნორმალური იყო.
ქვემოთ შევეცდებით მარტივი კალკულაციის მეშვეობით გავარკვიოთ(ფასების და მსყიდველუნარიანობით) საბჭოთა ეპოქის და დღევანდელი ხელფასების შედარება. ვიკიპედიის მონაცემებით 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში საშუალო თვიური ხელფასი იყო 180 მანეთი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 2017 წლისთვის საშუალო თვიური ხელფასი 989 ლარი შეადგინა. ვალუტის გაცვლის კურსი:1980-იან წლებში 1 აშშ $ =0, 64 კაპიკს. დღევანდელ პერიოდში 1 აშშ$=2, 65 ლარს. ახლა ეს ყველაფერი გადავიყვანოთ დოლარებში, იგივე ვიკიპედიის მონაცემებით, აშშ დოლარის ინფლაციის დონე 1980-იანი წლებიდან 2016 წლამდე 2, 15-ჯერ გაიზარდა(უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, თუ 1980-იან წლებში ვთქვათ 1 კგ ვაშლი 1 დოლარი ღირდა, დღეს 2, 15 დოლარი ღირს) 180 გავყოთ 0, 64 კაპიკზე და გავამრავლოთ 2, 15-ზე, მივიღებთ 604 აშშ-დოლარს. გამოდის დღევანდელი მსყიდველუნარიანობით საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი 604 დოლარი ყოფილა. რაც შეეხება დღევანდელ ხელფასს: 989- ს თუ გავყოფთ 2, 65 -ზე, მივიღებთ 373 აშშ დოლარს. ხშირად გაგვიგია, რომ საბჭოთა პერიოდში პროდუქტი იაფი ღირდა, მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკა საკმაოდ ძვირი, მოდით კიდევ ერთ მარტივი კალკულაცია გავაკეთოთ.80-იან წლებში ფერადი ტელევიზორი საშუალოდ 700 მანეთი ღირდა, 700-ს თუ გავამრავლებთ 2, 15-ზე მივიღებთ 1505-ს.ასე რომ, ტელევიზორი დღევანდელთან შედარებით უფრო ძვირი გამოდის დაახლოებით 50% -ით, ასე, რომ ეს მოსაზრება სწორია, მაგრამ არც ის უნდა დაგავივიწყდეს, რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ტელევიზორი ფუფუნების საგნად ითვლებოდა(არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ყველგან) აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა პერიოდში შავ ბაზარზე დოლარი 3 მანეთად იყიდებოდა. მეორე მხრივ კი საბჭოთა პერიოდში უმუშევრობის დონე ფაქტობრივად 0-მდე იყო დაცემული, ესეც გასათვალიწინებელია. ასევე დაგაინტერესებთთბილისში 2019 წლის ბოლოს სამგორის მეტროდან დაგეგმილია 6 ახალი მიწისზედა მეტროს სადგურის მშენებლობა ლილოს მიმართულებით, საბოლოოდ კი მეტრო ქალაქ რუსთავამდე იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწვანე ეკონომიკა-ეკოტრანსპორტიპრეზენტაციის დროს განაცხადეს. "ცენტრალური ...1223 6-ს მოსწონს
|