x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„კომედი არხი“ დაიხურა - მის სიხშირეზე „ფორმულა კრეატივის“ ტელეკომპანია „მესამე“ იმაუწყებლებს
image


დღეიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჰოლდინგში შემავალი ერთერთი გასართობი ტელეკომპანია „კომედი არხი“ მუშაობას აჩერებს. მაუწყებლობა დღეს 20:30 საათზე შეწყდა. ამის შესახებ გასართობი გადაცემა „კვირაში ერთხელ“ ავტორმა და წამყვანმა მიშა მშვილდაძემ მაყურებელს გადაცემის მსვლელობისას აცნობა. მისი თქმით, არხს დღეიდან ახალი ლოგო და შეფუთვა ექნება.


რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა „კომედი არხის“ ადმინისტრაციამაც. მასში ნათქვამია, რომ ისინი სიხშირეს კომპანია „ფორმულა კრეატივს“ უთმობენ, რომელთანაც ისინი მანამდეც თანამშრომლობდნენ. თავის მხრივ ეს კომპანია არხის სახელწოდებასაც ცვლის და დღეიდან ის ტელეკომპანია „მესამეს“ სახელით, კვლავაც გასართობ ფორმატში იმუშავებს.


მესამე - შემეცნებით-გასართობი არხია, სადაც ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. მესამეს დილის და შუადღის ეთერი უამრავი საინტერესო რუბრიკისგან შედგება და მიზნად ისახავს, ეთერი დაუთმოს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ მოვლენებს, რომლებიც ხშირად რჩება მეინსტრიმ მედიის ყურადღების მიღმა.'


image

0
184
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0