x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
,,ღმერთი ყველაფერს ხედავს"-ისტორია, რომელიც ცხოვრების სამართლიანობაში დაგარწმუნებთ
ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია უსიამოვნო და ბოროტ ადამიანთან შეხება, რომლებიც კარგად მორგებულ კრავის ნიღაბს ატარებენ. ასეთი ადამიანები განზრახ აყენებენ ტკივილს სხვას და თანაც ამას ალერსიანი ღიმილით აკეთებენ. მაგრამ, ბოროტება ადრე თუ გვიან ყველას უკან დაუბრუნდება და ამის მტკიცებულება სწორედ ეს ისტორიაა.

ფსიქოლოგი ანა კირიანოვა თავის წიგნში“პატარა ბედნიერება" ასეთ ისტორიას იხსენებს:

“თეთრ, ფაფუკ პალტოში გამოწყობილი ქალბატონი მეორე ქალბატონს აწვალებდა. ქალბატონს კი არა, უფრო სწორად, ღარიბულად ჩაცმულ, საბავშვო ეტლიან ქალს, რომელსაც სათვალიანი პატარა გოგონაც ახლდა. თეთრ პალტოში გამოწყობილი ქალბატონი ძალიან ალერსიანად ლაპარაკობდა, ალერსიანად იძლეოდა შეკითხვებს და პასუხების მოსმენისას თავს აქნევდა, როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ან ფსიქიატრი ექსპერტიზაზე:

“რატომ უკეთია გოგონას სათვალე?აჰ, ცუდად ხედავს? რა საშინელებაა!დიახ, ჩანს კიდეც, რომ ცალ თვალს აელმებს.ოპერაციის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა, შესაძლოა ვერ უშველოს. და რატომაა ჩუმად?აა, მორცხვობს?იქნებ აუტიზმიც აქვს? მშობლებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ბავშვი მორიდებულია, მერე კი აღმოჩნდება, რომ ფსიქიურადაა ავად. და თქვენი ქმარი სად მუშაობს? ორი ბავშვის რჩენა ახლა რთულია. ჯერ მარტო სათვალე რა ღირს! და პატარა რა ხნისაა, რომელიც ეტლშია?"


imageსაბრალო ქალი მორჩილად პასუხობდა შეკითხვებზე.ასეთი ქალბატონები თითქოს ჰიპნოზს უკეთებენ. ძნელია მათ მოსწყდე და წახვიდე, არის მათში რაღაც მბრძანებლური, მომნუსხველი, დამატყვევებელი. ეს კარგად ვიცი, ამიტომ მათ შორის ჩავდექი და უხილავი მაკავშირებელი ძაფი გავწყვიტე. კარტოფილის გადარჩევა დავიწყე. ბავშვებიანი ქალი წავიდა, თეთრპალტოიანმა კი დარწმუნებით განაცხადა:“ეტლიც, რატომღაც, დახურული აქვს. ალბათ, იქ საერთოდ მონსტრი უზის. ამრავლებენ თავისნაირ ღარიბებს!" პასუხი არ გამიცია. გული დამძიმებული მქონდა და ნაყინების შერჩევა დავიწყე.

და სანამ მე ნაყინებში ვიქექებოდი, აი, რა მოხდა: თეთრპალტოიანმა ქალბატონმა მაიონეზის ქილა აიღო. უბრალოდ, აიღო. და მოხდა რაღაც დაუჯერებელი:ქილა თითქოს მის ხელებში აფეთქდა. ფაფუკი პალტოც, ქუდიც და ქალბატონის მაკიაჟიც-ყველაფერი ცხიმიანი მაიონეზით იყო დაფარული. ყველას ოხვრა აღმოხდა. მოირბინეს ქალბატონის, იატაკის და კედლების გასაწმენდად. სხვა პროდუქტებისაც.

imageმე სამი ნაყინი ვიყიდე და ბავშვებიან ქალს მივეცი. მე თავადაც სათვალეს ვატარებ, მერე რა. “სათვალიანი ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ"-ასე ვუთხარი და სამივემ გავიცინეთ.პატარა გოგონამ თავისი სახელი მითხრა, მისმა დედიკომ კი ეტლს გადახადა. არავითარი მონსტრი, მასში მსუქან და ლოყაწითელ ბიჭუნას ეძინა. ალბათ, მასაც შეხვდება ცოტა ნაყინი. ვის ნაყინი და ვის-მაიონეზი. ღმერთი ყველაფერს ხედავს."

0
448
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0