x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა აკავშირებდა ერთმანეთთან სტალინს, ჰიტლერს და ფროიდს?

იოსებ სტალინი, ადოლფ ჰიტლერი, ლევ ტრიცკი, ზიგმუნდ ფროიდი – რა შეიძლება ჰქონოდათ მათ საერთო? როგორც აღმოჩნდა, ყველა მათგანი, 1913 წელს ვენაში ცხოვრობდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს.


image


1913 წლის იანვარში ვენის ჩრდ. ვაგზალზე მატარებლიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც საბუთების მიხედვით, სტავროს პაპადოპულოსი იყო და ბილეთი კრაკოვში ჰქონდა აღებული. შავგბრემანი, თვალშისაცემი დიდი ულვაშებით და იაფასიანი ხის ჩემოდნით, – ერთი შეხედვით, გლეხის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

«მე მაგიდასთან ვიჯექი, როდესაც კარები ხმაურით გაიღო და ოთახში უცნობი შემოვიდა», – წლების შემდეგ იხსენებდა ადამიანი, რომელიც ვაგზალზე «კრაკოველ სტუმარს» დახვდა. «ის დაბალი და გამხდარი იყო... ჰქონდა ნაყვავილარი სახე... მზერა კი ცივი, არაკეთილგანწყობილი».

ამ სიტყვების ავტორი ტროცკი იყო – რუსი რევოლუციონერი, გაზეთ «პრავდას» («Правда») რედაქტორი, მომავალში საბჭოთა სახელმწიფოს გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც, მოგვიანებით, ოპოზიციაში ჩაუდგა ხელისუფლებას და მეამბოხე პოლიტიკოსი ჯერ ქვეყნიდან განდევნეს (1929), შემდეგ მოქალაქეობა ჩამოართვეს (1932) და იმის გამო, რომ დევნილობაშიც არ წყვეტდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, მოკელეს (1940).

ადამიანს, რომელსაც ტროცკი ვენის ვაგზალზე დახვდა და აღწერდა, სინამდვილეში, იოსებ ჯუღაშვილი იყო – მეგობრების წრეში მას კობას ეძახდნენ, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ, – ის სტალინის სახით გაიცნო.

იმ დროს, როდესაც ეს ორი ადამიანი რუსეთის სამეფო ჟანდარმერიას საზღვარგარეთ ემალებოდა, ზიგმუნდ ფროიდი უკვე ცნობილი ფსიქოლოგი იყო. მას უამრავი მიმდევარი ჰყავდა, ცხოვრობდა ვენაში და ბერგასის 19 ნომერში, სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა. დღეს იქ მისი სახელობის მუზეუმი მდებარეობს.

ვენაში, იმავე პერიოდში, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც წარმოშობით ჩრდ-დას. ავსტრიიდან იყო – თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ორჯერ სცადა ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ორჯერვე უშედეგოდ. ის მელდერმანის ქუჩაზე, დუნაის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობდა და მას ადოლფ ჰიტლერი ერქვა.

ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში – ავსტრიელი ჰაბსბურგების ზამთრის რეზიდენციაში, ავსტრია-უნგრეთის მოხუცი იმპერატორი ფრანც იოზეფი ცხოვრობდა. ხოლო, იქვე, ახლოს, ბელვედერის სამეფო სასახლეში, მის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ცხოვრობდა, რომლის მკვლელობა, სარაევოში, I მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.


image


1913 წელს ვენა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქი იყო. იმპერია 15 ქვეყანას აერთიანებდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 50 მლნ. არ აღემატებოდა. მრავალეროვანი იმპერიის დედაქალაქი კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ამბიციურ ადამიანებს იზიდავდა. თითქმის 2 მილიონიან ქალაქში, ადგილობრივი მხოლოდ ნახევარი თუ იქნებოდა. დანარჩენის ნახევარი, ანუ ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი – ჩეხები იყვნენ და ამიტომ, ჩეხური ენა ვენაში ისევე ხშირად ისმოდა, როგორც გერმანული.

რაც შეეხება იმპერიაში შემავალ სუბიექტებს, – 10-ზე მეტ ენაზე საუბრობდნენ და გერმანული ჰიმნი 11 სხვადასხვა ენაზე იყო ნათარგმნი.

ხალხების ამ უნიკალურმა ნაზავმა ქვეყნის დედაქალაქში წარმოქმნა კულტურული ფენომენი, რომელიც ისტორიაში «ვენის ყავის სახლების» სახელით შევიდა და რომლებშიც, გამუდმებით, დებატების და დისკუსიის ატმოსფერო სუფევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენაში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ინტელექტუალური საზოგადოება, არც თუ ისე დიდი იყო და ყველა ერთმანეთს იცნობდა. ასეთი სიტუაცია პოლიტიკური დისიდენტების და ლტოლვილებისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ცენტრალიზებურ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და თუ ვინმეს ევროპაში დამალა ან თანამოაზრეების პოვნა უნდოდა, ვენაზე უკეთესი ადგილის მოძებნა, ალბათ, გაუჭირდებოდა.


ახლა კი, ისევ სტატიის გმირებს და კაფეებს დავუბრუნდეთ: ფროიდი ხშირად სტუმრობდა კაფე Landtmann-ს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, დღესაც არსებობს. ხოლო, ტროცკი და ჰიტლერი ყოველთვის Cafe Central-ში დადიოდნე. ეს კაფე, ფროიდის საყვარელი ადგილიდან, სულ რამდენიმე წუთის სავალზე იყო.

ვენის კაფეებში, უგემრიელესი ტორტების და თურქული ყავის დაგემოვნების გარდა, შეიძლებოდა გაზეთების წაკითხვა, ჭადრაკის თამაში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, – საუბარი საინტერესო თემებზე და უპირველეს ყოვლისა – პოლიტიკაზე.

არავინ იცის, რა მოხდებოდა, ვთქვათ, სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ, ან მათ ფროიდი რომ გაეცნოთ...

I მსოფლიო ომმა, რომელიც ეთი წლის შემდეგ დაიწყო, ვენის ინტელექტუალური ცხოვრების დიდი ნაწილი გაანადგურა, ხოლო ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1918 წელს დაიშალა. თუმცა, მან უდიდესი როლი შეასრულა სტალინის, ჰიტლერის და ტროცკის ცხოვრებაში და კარიერაში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* გერმანიამ ომი ნარკოტიკების გამო წააგო. რატომ არ მოკლეს ჰიტლერი 1944 წელს
* სტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)

* «ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»


1
640
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
640
  
15 იანვარი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1