x
image
Yoona
კანის დაჭიმვა და ნაოჭების შემცირება ბოტოქსის გარეშე - ეს რეცეპტი დაგეხმარებათ
image

მარტივი მეთოდი ნაოჭებს ასწორებს და ლაქებს აქრობს! შედეგი უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თვალში საცემია!

ქალებისთვის კანის ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიბერის ნიშნები, როგორიცაა ნაოჭები, სიწითლე და ლაქები, შეიძლება ნაადრევად გამოჩნდეს და გარეგნული მხარე გააფუჭოს!

სიბერის ნიშნები ადრეულ ასაკში რამდენიმე ფაქტორის გამო ჩნდება, მაგ: არასწორი კვება, ჰიგიენა, კანის მოვლა, ასევე კანის გამოკვება.


კანის სრულყოფილი მოვლა მისი სილამაზის და ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ! სწორედ ამიტომ ბევრი პრეპარატი არსებობს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობა სასურველ ეფექტს არ იძლევა, ასევე შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რის გამოც შეიძლება გვერდით მოვლენებს ჰქონდეს ადგილი.

ახლა ძალიან გავრცელებულია ბოტოქსი. ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ყველა ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს.

დღეს ბუნებრივი ბოტოქსის ალტერნატივის შესახებ გიამბობთ. რეცეპტი აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, მას ჭიმავს, ნაოჭებს ამცირებს, ასევე ასაკობრივ ლაქებს აქრობს.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

1 ს/კ სიმინდის სახამებელი

100 მლ წყალი

5 ს/კ ახალ დაწურული სტაფილოს წვენი

1 ს/კ ნაღები (უცხიმო)

პროცედურა:

წყალი და სახამებელი ერთმანეთს აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. ხარშვის დროს მუდმივად აურიეთ, სანამ ნარევი სქელი არ გახდება.

ცეცხლიდან გადმოდგით და ნარევს გაგრილება აცადეთ. ამის შემდეგ სტაფილოს წვენი და ნაღები დაუმატეთ, კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით გაგრილება აცადეთ.

გამოყენება:

პირველ რიგში, სახე წინასწარ კარგად დაიბანეთ. შეგიძლიათ სკრაბი გამოიყენოთ.

შემდეგ სახეზე ნარევი წაისვით, 30 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა კვირაში 3-5-ჯერ გაიმეორეთ.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!

0
833
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0