x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა: ოპერის შემდეგ გამოვისეირნე და გავოგნდი, ცრემლები მომადგა თვალებზე და გული სიამაყით ამევსო
imageიუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:


"ოპერის შემდეგ გამოვისეირნე და გავოგნდი: ცრემლები მომადგა თვალებზე და გული სიამაყით ამევსო: შუაგულ ვენაში, ალბერტინას მუზეუმის ფასადზე მუნკის, მონეს, შაგალის და პიკასოს გვერდზე ჩვენი ნიკო ფიროსმანია! სასწაული რამ არის ბედისწერა, ხვალ დილაუთენია მოვალ, მოვეფერები, იქნებ იქ, სადღაც შორს, იგრძნოს "-წერს შაფათავა.


image



შეგახსენებთ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” 26 ოქტომბერს გაიხსნა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.


image

ამის გარდა მუზეუმში გამოფენილია ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“ და იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.


ალბერტინას მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 27 იანვრამდე გაგრძელდება.


პროექტი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

image

image


image

0
51
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0