x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ყავა და სიყვარული
image


ესპრესო - ეს ცხოვრებაა. მწარე, მაგრამ ენერგიული. პირველი ყლუპი შეიძლება მოგეჩვენოს არც ისე გემრიელად, მაგრამ როდესაც ბოლომდე დალევ, ყოვეთვის მოგინდება კიდევ ერთი. კიდევ ერთი ჭიქისთვის კი ხშირად აღარ გრჩება დრო.


კაპუჩინო - ეს შეყვარებულობაა. თავიდან ცოტა მჟავეა, მერე კი ტკბილია და ადვილი, ფაქტობრივად კი - ისიც იგივე ცხოვრებაა. მაგრამ ის მომენტები, როდესაც მჟავეა და ტკბილი, - ყველაზე საუკეთესოა. სხვათა შორის, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეჭამოთ ქაფი და არ დალიოთ, მაგრამ ეს თითქმის არავის მოსდის თავში. ეტყობა, საქმე მაინც შეხამებაშია.


ლატე - ეს ოცნებებია, ესპრესო, გაზავებული იმედის რძით, და ქაფი, გახსოვთ ხო? სწორედ ის ქაფი, რომელიც აქვს ხოლმე კაპუჩინოს. მაგრამ არ არის დარიჩინი, არ არის სიმჟავე, რომელიც გაძლევს საშუალებას, იგრძნო მომენტი.



არის კიდევ მოკო - ყავა ცხელი შოკოლადით. მოკო - ეს მელანქოლიაა. სქელი და ბლანტი. მაგრამ მოკოშიც კი არის რძე. და ის სიტკბო, რომელსაც, მაგალითად ვერ ნახავ ესპრესოში. მას ეგრევე ვერ გრძნობ, და ყოველ ჯერზე არც ისე კარგად გესმის, თუ რატომ შეუკვეთე მაინცდამაინც ის. მხოლოდ მაშინ გახსენდება, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ხდება ტკბილი.


აირიში, ყავა ირლანდიურად - ვნება. სადღაც იქ, უკიდურეს ფსკერზე, არის ალკოჰოლი, რომელიც წვავს. შეგიძლიათ აურიოთ, მაშინ ალკოჰოლი საერთოდ არ იგრძნობა, თუ ყავა სწორად არის გაკეთებული, რა თქმა უნდა. მაგრამ იქ მაინც არის, და მაინც გარდაუვლად თვრები.. ხო სხვათა შორის, ცუდ ესპრესოზე უარესი შეიძლება მხოლოდ ცუდი აირიში იყოს.


და რისტრეტო. რისტრეტო - ეს სიკვდილია. ეს არის, როდესაც - მთელი ცხოვრება ერთ ყლუპშია. სვამ, ითხოვ ანგარიშის მოტანას და მიდიხარ. ჩვეულებრივ ასე ხდება.


- და სიყვარული? ჭეშმარიტი, ნამდვილი სიყვარული?


- ნამდვილი სიყვარული - ეს ყავაა, რომელსაც დილიდან ამზადებ სახლში. ახლად დამზადებული, სასურველია ხელით. დარიჩინით, მუსკატის კაკლით და კარდამონით. ყავა, რომლის გვერდითაც საჭიროა და უნდა იდგე, რომ არ გაგექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უიმედოდ გაფუჭდება გემო. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ის ადუღდეს სამჯერ, შემდეგ ერთი კოვზი ცივი წყალი უნდა ჩაასხა, რომ ნალექი ჩადგეს. ყავა, რომელსაც ასხამ ძველ და საყვარელ ჭიქაში, სვამ და დეტალურად გრძნობ ყოველ ყლუპს, ყოველდღე. იძირები ყოველი ყლუპის სიამოვნებაში..


მაქს ფრაი - "ყავის წიგნი".

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0