x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
კაცობრიობა - დედამიწის კიბო? (გაფრთხილება: სუსტი გულის მქონე ადამიანებმა არ უყუროთ თანდართულ ვიდეოებს)
კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


ადამიანები დედამიწის ბიომასის (ცოცხალი სამყაროს) მხოლოდ 0.001%-ს შეადგენენ, მაგრამ უკვე მოსპეს გარეულ ცხოველთა 85%. კაცობრიობა უბრალოდ არაფერია დედამიწის სხვა ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერტო ბიომასასთან შედარებით, თუმცა მოიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოდგმა ამგვარად ციცქნაა, ამავეს ვერ ვიტყვით იმ კვალზე, რასაც პლანეტას ვამჩნევთ. 2018 წელს დასრულდა მასშტაბური კვლევა, რომლის მიზანიც დედამიწის მთლიანი ბიომასის განსაზღვრა გახლდათ. აღმოჩნდა, რომ დღეს მცხოვრები 7.6 მილიარდი ადამიანის მასა, დედამიწის ბიომასის მხოლოდ 0.01%-ს შეადგენს, თუმცა ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელობისა, ისტორია ნამდვილად ნათლად აჩვენებს, თუ ვინ დომინირებს პლანეტაზე.


ისრაელის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის ბიოლოგმა - რონ მილომ და მისმა კოლეგებმა 3 წელი მოანდომეს პლანეტის ბიომასის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის სრულ კომბინირებას. მათი მიზანი იყო მიეღოთ უზუსტესი და ყველაზე თანამედროვე შეფასება სიცოცხლის ყველანაირი ფორმის წონის შესახებ.


ჯგუფმა მხედველობაში მიიღო მხოლოდ ნახშირბადის შემცველობა და გამორიცხა წყალი, ვინაიდან სხვადასხვა სახეობის სიცოცხლის ფორმებში მისი შემცველობა განსხვავებულია და ხშირად იცვლება. შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პლანეტის ბიომასის სრული წონა არის 550 გიგატონა ნახშირბადი. აქედან 450 გიგატონას, ანუ მთელი ბიომასის 80%-ს მცენარეები შეადგენენ. მეორე ადგილზე არის ბაქტერიები, რომელთა ბიომასაც 70 გიგატონაა. შემდეგია სოკოები - მათი მასა 12 გიგატონაა და 6-ჯერ აღემატებიან პლანეტის ერთად აღებულ ყველანაირ ცხოველურ ფორმას (ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ამფიბიებს, თევზებს და ა.შ.). შემდეგ მოდის არქეები - 7 გიგატონა, და პროტისტები - 4 გიგატონა. საოცარია, მაგრამ ცხოველების მთელი წონა მხოლოდ 2 გიგატონაა. ადამიანები კი ამ მასის წარმოუდგენლად ციცქნა წილს შეადგენენ.



მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ბიომასის წონა მხოლოდ 0.06 გიგატონაა, მაინც 10-ჯერ აღვემატებით გარეულ ძუძუმწოვრებს, რომელთა წონაც 0.007 გიგატონაა. მაგრამ არსებობს ძუძუმწოვართა განსაკუთრებული ტიპი, რომელნიც უნიკალურად ემსახურებიან ადამიანთა საჭიროებებს, ესაა შინაური საქონელი, რომელიც ასევე დომინირებს გარეულ ცხოველთა საერთო მასაზე. შინაური საქონელი ძირითადად შედგება მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ღორებისგან - ისინი კი ერთად შეადგენენ დედამიწის ძუძუმწოვართა საერთო ბიომასის 60%-ს.


რაც შეეხება ფრინველებს, სურათი დაახლოებით იგივეა, სულ ფრინველთა რაოდენობა დედამიწაზე არის 200 მილიარდ ერთეულზე ბევრად მეტი, აქედან შინაურ ფრინველთა საერთო ბიომასა 3-ჯერ აღემატება გარეული ფრინველებისას.


საქონლის მოშინაურებამდე და აგრარულ ინოვაციებამდე, ერთი სიტყვით - ინდუსტრიულ რევოლუციამდე, ბუნებრივი მდგომარეობა გაცილებით სხვაგვარი იყო. მკვლევარები აცნობიერებენ, რომ რთულია ადამიანებამდელი ბიომასის ზუსტი შეფასება, მაგრამ როგორც მათი ანალიზები გვამცნობს ადამიანთა ცივილიზაციამ გარეულ ცხოველთა ბიომასა 85%-თ შეამცირა, მცენარეების კი გაანახევრა მე-19 საუკუნის დასაწყისთან შედარებით. ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში კი ტყეების ფართობი ანთროპოგენური ფაქტორის გამო 80%-თ არის შემცირებული.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


მეცნიერთა თქმით სიტუაცია საგანგაშოა და ახლა ვიმყოფებით იმ პროცესის შუაგულში, რომელიც თითქმის უპრეცენდენტო მასობრივ გადაშენებამდე მიგვიყვანს დედამიწური სიცოცხლის 4.1 მილიარდი წლის ისტორიაში.


თუ არ მივიღებთ მკაცრ ზომებს, კაცობრიობის და მთელი პლანეტის უბედურება კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენი პლანეტა გამოუსწორებლად დასახიჩრდება. ადამიანები ბუნებრივ სამყაროსთან შეჯახების გზას ადგანან და დაუყოვნებელ და გადამჭრელ ზომებს, შეუძლებელი გახდება დედამიწას თავიდან ავაცილოთ გამოუსწორებელი და არსებითი ზიანი.


კაცობრიობამ კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს გარემოსთვის ზიანის მომტანი საქმიანობა ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სუპერსახელმწიფოებში, რათა აღადგინოს და დაიცვას ჩვენი 5 მილიარდი წლის უძვირფასესი დედაპლანეტა, რომლის გარეშეც უბრალოდ არსებობა არ შეგვიძლია და აქედან გამომდინარე არის შეუფასებლად ძვირფასი. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენად ძვირფასია დედამიწა, საკმარისია ამოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: მარსზე 9-ჯერ ადამიანთა უბრალოდ გაფრენა დაჯდება 1.5 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზედაპირზე ან მის ქვეშ ადამიანთა ხელოვნური დასახლებების შექმნაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაძლებს. ამ მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მუნიციპალიტეტი, მაგალითად საქართველოში თითოეული ქალაქი მისი გარშემომყოფი სოფლებით (მაგალითად ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) - ღირს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი. ახლა წარმოიდგინეთ დედამიწის მასშტაბები და ყველა ქვეყანა, ჩვენ კი ამ სიმდიდრეს ვანადგურებთ.


დასარეგულირებელი და გამოსასწორებელი საკითხებია: ოზონის შრის გამოფიტვა, ტყეების ჩეხვა, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კლიმატის ცვლილების, ტყეების ჩეხვის და სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით ხორცის მოხმარების ამჟამინდელი ტრაექტორია.


2017 წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტა ყოველ წუთში კარგავდა 40 საფეხბურთო მოედნის ზომის ტყის საფარს და ეს იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე 2016 წლის მონაცემები. ეს არის 16 მილიონი ჰექტარი, დაახლოებით 160 ათასი კვადრატული კილომეტრი წელიწადში. შედარებისთვის - საქართველო არის 69 ათასი კვ.კმ. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიომ მხოლოდ 2017 წელს ხანძრებით, ტყის ჩეხვით, დეფორესტიზაციის და გლობალური დათბობის - გაუდაბნოებით, დაკარგა საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ტერიტორიისხელა ტყის ფართობი. ამ ყველაფერმა უკვე გამოიწვია:


- მტკნარი წყლის 26%-ით შემცირება ერთ სულ მოსახლეზე.

- 120 მლნ. ჰექტარი ტყიანი ტერიტორიების დაკარგვა.

- ოკეანის მკვდარი ზონების 75%-იანი ზრდა.


არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს პლანეტაზე დღეს მცხოვრები სიცოცხლის ფორმების უფერული მომავალიც. დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიის 4.1 მილიარდი წლის განმავლობაში უკვე მოხდა (ჩვენთვის ცნობილი) 5 დიდი მასობრივი გადაშენება, რომელიც ყოველ 540 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ამ დროის განმავლობაში უკვე გადაშენებულია 190 მილიარდამდე ცოცხალი არსების სხვადასხვა სახეობა. ადამიანმა დღესდღეობით უკვე საფუძველი დაუდო მე-6 მასობრივ გადაშენებას. ამან უკვე განსაკუთრებული რისკის ქვეშ დააყენა პლანეტის ბიომრავალფეროვნება. დედამიწაზე უკვე 29%-ით არის შემცირებული ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ამფიბიების და თევზების რიცხვი. თუკი ამ ტენდენციას განვაგრძობთ, კაცობრიობა გახდება ბიომრავალფეროვნების გამოუსწორებელი და კატასტროფული დანაკარგების მიზეზი. მოვკვდებით ჩვენც.


ყოველწლიურად ჩვენ ვკლავთ იმაზე ბევრად მეტ თევზს, ვიდრე ოდესმე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების საერთო რაოდენობაა (ისტორიის განმავლობაში უკვე გარდაცვლილია 200 მილიარდ ადამიანზე მეტი). ოკეანეში დაჭერილი ბინადრების უმეტესობას ადამიანები უსარგებლო ნარჩენებად ყრიან. შესაძლოა ეს იყოს არასათანადო ზომის თევზი, საკვებად გამოუსადეგარი სახეობა ან კვოტის გადაჭარბება. ჩვენ მიდმივად არ უნდა ავიღოთ იმდენი რამდენიც გვინდა, რადგან ამ მოქმედებით ოკეანის სიცოცხლეს ვანადგურებთ. ყოველ წელს ჩვენ ვანადგურებთ 3 ტრილიონამდე ოკეანის, ზღვის და მდინარის ცხოველს.



1965 წელს ბრიტანეთში შეიქმნა ფერმებში ცხოველების კეთილდღეობის და ადამიანთა მიერ მათდამი ქცევის საყოველთაო კოდექსი, რომელიც დღემდე ცხოველთა უფლებების კანონებზე ახდენს გავლენას გლობალური მასშტაბით. ეს კოდექსი შეიცავს ამგვარ მოწოდებას, რომ ცხოველები ფერმებში უნდა იქნან თავისუფალნი შიმშილისგან, წყურვილისგან, არაკომფორტული გარემოსგან, ტკივილისგან, დაზიანებისგან და თუკი აქვთ ავადმყოფობა უნდა იქნან ნამკურნალებნი. ასევე ცხოველები არ უნდა იყვნენ შიშში, ტერორში და სტრესის ქვეშ. ისინი უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ისეთი გარემოთი, სადაც შეძლებენ ნორმალური, მატთვის დამახასიათებელი ცხოველქმედების და ქცევათა განხორციელებას. ქვემდებარე ვიდეო არის გადაღებული მექსიკის ხორცის მწარმოებელ ფერმებში 2015 წლიდან 2017 წლის გამოძიების ფარგლებში.


ქათამი საშულოდ 8 წელიწადი ცოცხლობს ბუნებრივ პირობებში. ფერმაში კი ისინი 42 დღისანი არიან როდესაც სასიკვდილოდ იგზავნებიან. მსოფლიოში წლიურად 62 მილიარდ ქათამს კლავენ საკვებად მოხმარებისთვის და მოკვდინება ხდება ცხოველთა უფლებების დარღვვევით. წესით მათ უნდა კლავდნენ გაზით და შემდეგ უნდა ხდებოდეს სისხლისგან დაცლა, მაგრამ უხშირესად მათ ავტომატური სისტემის მეშვეობით ჭრიან ყელს და ბევრი მათგანი ფართხალის პერიოდში ამჟღავნებს სრულად გონზე მყოფობის ნიშნებს.


რაც შეეხება ღორს. ეს ცხოველი ბუნებრივად 15 წელი ცოცხლობს საშუალოდ. ფერმებში კი დასაკლავად იგზავნებიან 21 დღის გოჭები ან 8 თვისანი. ყოველწლიურად მსოფლიოში საკვებად მოხმარებისთვის მინიმუმ 1.4 მილიარდი ღორი იკვლება. მთელი 21-ე საუკუნის განმავლობაში. მათ შემთხვევაშიც ძალიან ხშირად უხეშად ირღვევა ცხოველთა ელემენტარული უფლებები და მათი მოკვდინება სრულიად ბარბაროსულად ხდება. ისინი ყელის გამოჭრიდან დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან გონს.




ყოველ წუთში მარტო დიდ ბრიტანეთში კლავენ 15, 000 ცხოველს (წარმოიდგინეთ ჩინეთის, ინდოეთის და აშშ-ს მასშტაბები). სწორედ ამდენი გვამი გადაიგზავნება გადასამუშავებლად მას შემდეგ, რაც ბოლომდე წაიკითხავთ ამ წინადადებას. საჭიროა გაკეთდეს მეტად ბევრ თევზის ფერმა და მეტად ღია ოკეანეებში მცხოვრებ სახეობებს ნორმალურად გამრავლდნენ. უნდა ვეცადოთ ნაკლებად ჩავერიოთ მათს კვებით ჯაჭვებში და აწყობილ ეკოსისტემებში. საჭიროა მეტი საკალმახე მდინარეებთან და მეტი საზღვაო თევზის ფერმა.


2000 წლიდან 2018 წლამდე მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით ყოველ წელს კაცობრიობა საკვებად იყენებს 150 მილიარდზე მეტ ცხოველს. ამ ცხოველებში მოიაზრება შინაური და გარეული ძუძუმწოვრები და შინაური და გარეული ფრინველები. 58 მილიარდი ფერმის ცხოველი ნადგურდება ყოველ წელს ადამიანთა გამოკვებისთვის. 4000 მხოლოდ ძროხას კლავენ ყოველ საათში.

100 მილიონამდე ცხოველი კვდება ექსპერიმენტებში, მონადირეების მიერ იკვლება 200 მილიონი გარეული ცხოველი. მხოლოდ აშშ-ში წლიურად იკვლება 2 მილიარდი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ტყავის გამო კი წლიურად მსოფლიოში კვდება 40 მილიარდი ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი (აქედან 30 მილიონი ებმება მათთვის დაგებულ ხაფანგებში, ხოლო 10 მილიონი იზრდება ტყავის საწარმოებლად განკუთვნილ ფერმებში. თავშესაფრებში მყოფი ცხოველებიდან მხოლოდ აშშ-ში წლიურად აძინებენ 3-დან 4 მილიონამდე კატას და ძაღლს.


კატის ხორცის ბაზრობა


ჩინეთში 2018 წელსაც კი გრძელდება საშინელი ტრადიცია, როდესაც ძარლების ფერმებში კლავენ სასტიკი მეთოდით ძაღლებს, რომელსაც ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ, ისინი ყველაფერს ხვდებიან, ყველანაირ ტკივილს გრძნობენ და ამას აკეთებენ სხვა ძაღლების თანდასწრებით, პირდაპირ მათ თვალწინ. შემდეგ ხდება ამ ძაღლების გატყავება და სპეციალურად მოწყობილ კატებისა და ძაღლების ბაზრობებზე ხორცად გატანა, სადაც ხალხი უპრებლემოდ ყიდულობს ამ ხორცს და მიირთმევს. ძაღლების და კატების ხოცვას და ჭამას 1410 მილიონი ადამიანის სამშობლო - ჩინეთში, ძალიან დიდი მასშტაბები აქვს. მაგალითად გამოდგება თუნდაც ერთი პატარა ფესტივალი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, პროვინციაში სახელად იულინ ინ გუანგქსი, როდესაც მხოლოდ ძარლების ხორცს მიირთმევენ და ყოველ წელს ამ ფესტივალისთვის 10 ათას ძაღლზე მეტს კლავენ. თითო ძარლი აქ მხოლოდ 10 დოლარი ღირს, ასე რომ ფესტივალის მონაწილეებს ძვირი არ უჯდებათ ბუნიობაზე ქეიფი. მხოლოდ ორ ბაზრობაზე - მორანისა და სონნამეს ბაზრობებზე ყოველწლიურად იყიდება 80 ათასი ძაღლის ხორცი. ქვეყნის მთავრობა ლოიალურად უყურებს ქვეყნის მასთაბით მოქმედ ძაღლის ბაზრობებს და დახურვას არ ჩქარობს, ვინაიდან მოთხოვნა ძაღლის ხორცზე ძალიან დიდია.



ნეპალის მხოლოდ ერთ ტაძარში - დჰადინგში 2009 წელს შეწირეს 20, 000 თხა. ასევე ნეპალში, გჰადამის ფესტივალზე წირავენ ყოველ წელს 250, 000-მდე მსხვილფეხა საქონელს და გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ზემოთთქმული მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია.


კაცობრიობა ყოველ წელს ფლორისა და ფაუნის ასამდე სახეობას ანადგურებს. ადამიანები კატასტროფული სიჩქარით უცვლიან სახეს დედამიწას: ატმოსფეროს და გარემოს დაბინძურება, ხეების გაჩეხვა და მსოფლიო ოკეანის გაჭუჭყიანება ეკოსისტემის ნგრევას იწვევს. რესურსების მსოფლიო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საშუალოდ ყოველწლიურად საშუალოდ 100-მდე ბიოლოგიური სახეობა ქრება ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედებით. საერთოდ კი თუ ანთროპოგენური და არაანთროპოგენური ფაქტორების მიერ გამოწვეული დიდი გადაშენების ტემპები ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის, ა მჟამად - 2018 წელს არსებული სახეობების ნახევარზე მეტი უკვე აღარ იარსებებს.


დაახლოებით 9 ათასი ხერხემლიანი სახეობის მათ შორის ძუძუმწოვრების (გეპარდების, ჟირაფების, ლომების) პოპულაცია შესამჩნევად შემცირდა 1900-იანი წლებიდან 2018 წლამდე. მათი თითქმის 200 სახეობა გადაშენდა უკანასკნელ 100 წელიწადში. კვლევა ამბობს, რომ ეს დანაკარგები მიანიშნებს პლანეტაზე მიმდინარე მეექვსე დიდ გადაშენებაზე და ამ ყველაფრის გამომწვევი - ადამიანის საქმიანობაა. მკვლევარებმა ჩიტების, ამფიბიების, ძუძუმწოვრების და ქვეწარმავლების 27, 600 სახეობის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ 8851 მათგანის (დაახლოებით გამოკვლეულთა 32%) პოპულაცია შესამჩნევად მცირდება და საბინადრო არეალი უვიწროვდებათ.

ძუძუმწოვართა 177 სახეობაზე ჩატარებულმა უფრო დეტალურმა ანალიზმა კი ცხადყო, რომ 40%-ზე მეტი სახეობის პოპულაცია საგრძნობლად დაეცა. კვლევის თქმით, ამ აღმოჩენების მნიშვნელობა ისაა, რომ მილიარდობით ცხოველის პოპულაცია, რომელიც ოდესღაც დედამიწაზე დააბიჯებდა, ახლა უკვე გადაშენებულია.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


2016 წელს გეპარდების რაოდენობა ოდნავ აღემატებოდა 7000-ს. National Geographic -ის ცნობით მათი რაოდენობა 2030 წლისთვის 53%-ით შემცირდება. უკანასკნელ 20 წელიწადში აფრიკული ლომების პოპულაცია 40%-ით შემცირდა. დასავლეთ აფრიკის ლომები კი ფაქტობრივად გადაშენებას უახლოვდებიან - სულ რაღაც 400 ინდივიდია დარჩენილი. ისტორიულად კი ლომები ბინადრობდნენ იმდენად დიდ ტერიტორიებზე, როგორიცაა სამხრეთ ევროპა, შუა აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთი და აფრიკა.


ამ გადაშენების მამოძრავებელი ძალა ადამიანთა დამანგრეველი საქმიანობაა. ჩვენ გამო სახეობათა გადაშენების პროცესი 1000-ჯერ არის აჩქარებული. დედამიწის სიცოცხლის 4.1 მილიარდწლიანი ისტორიის განმავლობაში გადაშენებულ 190 მილიარდზე მეტ სახეობის არსებას კიდევ ვამატებთ გადაშენებულ სახეობებს, რომელიც ძალიან დიდი დანაკარგია კაცობრიობისთვისაც, ვინაიდან შესაძლოა ისინი შეიცავენ განსაკუთრებულ გენებს, რომლის გამოყენებაც მომავლის ტექნოლოგიებით თავად ადამიანის გასაუმჯობესებლად შეგვეძლებოდა გამოგვეყენებინა. ეს არის დიდი, გლობალური, მასობრივი გადაშენება, რომელსაც ანთროპოგენური გადაშენება ჰქვია. ასევე ძალიან დიდი რაოდენობით კატის ხორცს მიირთმევენ ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში და აზიის სხვა ქვეყნებში.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


მოსახლეობის დიდი რაოდენობით მატება კიდევ ერთი უდიდესი პრობლემაა როგორც კაცობრიობისთვის, ასევე მთელი დედამიწისთვის. კაცობრიობის გამრავლებას უდიდეს კრიზისამდე მივყავართ. 2018 წელსაც კი დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ სიღარიბის დასაძლევად, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უდიდეს გაჭირვებაშია. 3 მილიარდი ადამიანის შემოსავალი დღიურად 2.5 ამერიკულ დოლარსაც არ აჭარბებს. და ამ ადამიანების კიდევ ნახევარზე მეტი დღეში მხოლოდ 1 დოლარად ცხოვრობს, უფრო სწორად არსებობს. უარესი მდგომარეობა იყო მე-20 საუკუნესი, კიდევ უფრო უარესი - წინა საუკუნეებში და ასეა 21-ე საუკუნის პირველ ორ დეკადაშიც.

2018 წელსაც კი 700 მილიონზე მეტმა ადამიანმა ამ პლანეტაზე, არ იცის წერა-კითხვაც კი. სინამდვილეში ეს რიცხვი ზუსტად ასე გამოიყურება - 755 მილიონი ადამიანი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ დიდი პროგრესი მოხდა მე-20 საუკუნეში. მე-20 საუკუნემდე წერა-კითხვის ცოდნა მხოლოდ მდიდარი კლასის პრივილეგიად ითვლებოდა, ხოლოდ მათი რაოდენობა მთელი პოპულაციის მხოლოდ 3%-ს თუ შეადგენდა. საბედნიეროდ დღეს ყველა ქვეყანაში აქვთ ადამიანებს საშუალო, ზოგადი განათლების მიღების უფლება და საშუალება, თუმცა ტექნიკური თუ სხვა, მაგალითად რელიგიური (მაგალითად ქალებს ავღანეთში) საკითხების გამო კიდევ ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ეძლევათ შესაბამისი განათლების მიღების საშუალება.

1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ბიდონვილებში. არ აქვთ გაზუ, ელექტროენერგია და ნორმალური კედლების მქონე სახლები. სახლების კედლები შეკრული აქვთ კარდონის ყუთებისგან და ჟეშტისგან. ასეა დღეს და ასე იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. ხოლო იქამდე რაც ხდებოდა, იმის წარმოდგენა თქვენთვის მომინდია. ეს ყოველივე - გაუნატლებლობა და სიღარიბე იმიტომაა ძალიან მკვეთრად აღსანიშნავი, რომ ეს იწვევს ადამიანთა პოპულაციის რიცხოვნობის კიდევ უფრო ზრდას. ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბები 3-ჯერ, ზოგჯერ 4-ჯერ ან მეტჯერ ბევრ შვილს აჩენენ, ვიდრე განათლებული და მდიდარი ადამიანები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ომის პერიოდებში ხალხი ბევრად მეტ შვილს აჩენს, ვიდრე მშვიდობის პერიოდში და ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს კრიზისებს.


კაცობრიობა ყოველდღიურად ყრის კოლოსალური რაოდენობის ნაგავს. ქალაქში მცხოვრები თითოელული ადამიანი ყოველწლიურად 3 ცენტნერზე მეტ ნაგავს აგროვებს და ყრის. აბა წარმოიდგინეთ მისი სრული რაოდენობა, როდესაც მხოლოდ 2018 წელს უკვე 7.6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მეტ ნაგავს აგროვებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მოსახლეობა, თუმცა მათ ნამდვილად აღარ ჩამორჩება ჩინეთი და ინდოეთიც ეწევათ.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


1 საშუალო ადამიანი (70 კილოგრამის წონის), რომლის უჯრედების რაოდენობაც არის 68 ტრილიონი (აქედან 30 ტრილიონი ადამიანური, ხოლო 38 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი), რომელიც საშუალოდ 65 წელი ცოცხლობს - მთელი სიცოცხლის მანძილზე მიირთმევს 35 ტონა საკვებს. უკვე გარდაცვლილია 200 მილიარდზე მეტი ადამიანი, 2018 წელს კი ცოცხალია 7.6 მილიარდზე მეტი ადამიანი. წარმოიდგინეთ მოხმარებული საკვების რაოდენობა. ყოველ წამში იბადება 4 ადამიანი და კვდება 2 ადამიანი. ეს კატასტროფული მატებაა, რომელიც უნდა შეწყდეს სწრაფად გამრავლებადი ქვეყნების - აფრიკის, ინდოეთის, ჩინეთის ხალხის გამრავლების ხარჯზე, ვინაიდან ეს პრობლემა არ უდგას ევროპის ქვეყნებს და ევროპის ერებს ეს პრობლემა უკვე დარეგულირებული აქვთ.


ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში მოიხმარება 11 მილიონი ფუნტი საკვები. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით მესამედი მთელი წარმოებული საკვებისა - იყრება ნაგვად. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს ნაგავში იყრება 1.3 მილიარდი ტონა საკვები.


ჰომო საპიენსის 400 ათასწლიანი ისტორიის განმავლობაში ომებში და ბრძოლებში, რომლის სია ძალიან დიდია (იხ. ომების არასრული სია) დაიღუპა მილიარდზე ბევრად მეტი ადამიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო იმატებს მოსახლეობა და ამავე დროს სიღარიბის პრობლემა რჩება, იზრდება დაავადებების გავრცელების საშიშროება და ეპიდემიები და პანდემიები ანადგურებს ადამიანებს, მაგალითისთვის, ჩვენი ისტორიის მანძილზე დაახლოებით გამოთვლილია, რომ მხოლოდ კოღოების მიერ გადატანილ დაავადებებს შეეწირა 48 მილიარდამდე ადამიანი.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


იუნესკოს მონაცემების მიხედვით მსოფლიო ოკეანეებში ჩაძირულია 3 მილიონ გემზე მეტი. ბევრი მათგანი ათასობით წლისაა. პლასტმასის ნარჩენებს კი მთელი ოკეანეები მიაქვს. ჩვენს ატომურ ნაგავს კი ოკეანეთა სიღრმეში ვინახავთ და არავინ იცის როდის დაიწყებს გაჟონვას და გარემოს მოწამვლას. ამასობაში ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით ატომურ იარაღს. ეს ორივე შემთხვევაში ცუდია - თუ გამოვიყენებთ, ეს ჩვენი ბოლო მოქმედება იქნება, თუ არ გამოვიყენებთ გარემოს მოვწამლავთ რადიაციით, რომელიც დნმ-ს აზიანებს მთელი ბიოსამყაროსი.


ადამიანი უკვე არამხოლოდ მთელი ცოცხალი სამყაროსთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი კიბოს გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს უკვე კარგად გვესმის თუ რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს გაუთავებელ ბრძოლებს, ომებს, ადამიანები კვლავ და კვლავ იღუპებიან ომებში, მარტო მეოცე საუკუნეში ომებში დაიღუპა 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, ხოლო ერთი ამდენი რეპრესიებში. ამ ომებს კი მოჰყვება თანმდევი უბედურებები, შიმშილი, პანდემიები, სიღარიბე, ეპიდემიები, დასახიჩრებები, ჯარისკაცების თუ მათი ახლობლების ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებები, მოსახლეობის რაოდენობის უფრო მეტად მატება (ზოგს ჰგონია, რომ ომი მოსახლეობას ამცირებს, არადა სრულიად საპირისპირო ხდება რაც არ უნდა პარადქოსული იყოს, მშვიდობა და განვითარება ბევრად უფრო ამცირებს შობადობას, იმდენად რომ შობადობის წახალისებაც კი ხდება აუცილებელი რომ მთელი ერები არ გადაშენდეს). 1984 წლიდან 2018 წლამდე კი მსოფლიოში ოფიციალური მონაცემებით უკვე გაკეთებულია 1.5 მილიარდი აბორტი. ამის მაგივრად მოსახლეობის რეგულირება და ოჯახის დაგეგმვა უნდა მოხდეს დაორსულების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით და არა უკვე დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტით და ნაყოფის მოკვდინებით.


კაცობრიობა - დედამიწის კიბო?


მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით ყოველწლიურად დედამიწის და საკუთარი თავის კიბოდ ქცეული კაცობრიობის მილიონზე მეტი წარმომადგენელი იკლავს თავს. ცოტა ნაკლები იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. ასეა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ყოველ 40 წამში ვიღაც, სადღაც თავს იკლავს. დღე-ღამეში 3000 ადამიანი. თვითმკვლელობაზე მსოფლიო სიკვდილიანობის მაინც დაბალი პროცენტი მოდის. ყოველ 100 ათას დაღუპულზე მხოლოდ 16-ია სუიციდის შემთხვევა. მსოფლიო თვითმკვლელობათა 60% აზიაზე მოდის, ვინაიდან იქ ადამიანებს ძალიან დამღლელი სამუშაო გრაფიკი აქვთ, მაგალითად იაპონიაში და ჩინეთსი, განსაკუთრებით კი იაპონიაში, რაც ემოციურ და ფსიქიკურ აშლილობამდე და ღრმა, გაუსაძლის დეპრესიამდე მიდის. ამგვარი სამუშაო გრაფიკის ქონა ჩვენი ცივილიზაციის აბსოლუტურად არასწორ ღირებულებებზე და ორიენტირებზე მეტყველებს. იაპონიაზე ამ სამუშაო გრაფიკის გამო მსოფლიო თვითმკვლელობათა 40% მოდის. ამიტომაა საჭირო რობოტიზაციაზე რაც შეიძლება მალე გადასვლა, ამით ადამიანებისთვის სამუშაოს საგრძნობლად შემსუბუქება და მეტი თავისუფალი დროის გამონახვა, ხოლო დაკარგული სამუშაოებისთვის სოციალური ანაზღაურების დაწესება ყოველ სახელმწიფოში.




მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დედამიწის და საკუთარი თავის კიბოდ, სიმსივნედ ვიქეცით, მაინც უდიდესი გარდაქმნების წინარე პერიოდში ვართ. თუ თავს არ გავინადგურებთ ატომური მესამე მსოფლიო ომით, 21-ე საუკუნეშივე მოსალოდნელია ყველაფრის გამოსწორება ტექნოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის წყალობით.



განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
1762
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1762
  
2018, 24 ნოემბერი, 22:03
არა, რატომ? იყო ეგეთი საუკუნეები :) და თუ აქამდე მოვაღწიეთ, არა მგონია ეხლა ვინმემ ბოლომდე დაგვიპყროს. პირიქით, მგონია რომ უკვე აღდგენა დაიწყება ყველაფერი დაკარგულის. ვნახოთ რა იქნება :)
2018, 24 ნოემბერი, 19:12
საუკუნე არ გვქონია დაპყრობილები რომ არ ვყოფილიყავით, გამოჩნდება მავანი
2018, 24 ნოემბერი, 19:04
ვინ დაგვიპყრობს, რუსი? მაგ დროისთვის თვითონ დაიშლება რუსეთი :))
2018, 24 ნოემბერი, 18:56
საქმე ისე მიდის, შეიძლება 2070 წლისათვის საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა აღარ არსებობდეს, და "სადარდებელიც" აღარ გვექნება მაგ კუთხით :D :/
2018, 24 ნოემბერი, 16:02
ხო, უკვე შეუჩერებელია გლობალური დათბობის პროცესი და მაინც ბევრი ტერიტორია მოექცევა წყლის ქვეშო ასე ამბობენ სადღაც 2070 წლისთვის. მაგალითად რუსეთის დიდი ნაწილი და ბანგლადეში ნაღდად დაიტბორება. დიდ მიგრაციებს გამოიწვევს ეს და იმედია იმ დროისთვის ევროპაში ნაციონალისტები იქნებიან სათავეში თორემ ყველა აქეთ მოგვაწყდება.
2018, 23 ნოემბერი, 23:26
სანამ ამ საკითხს ბოლომდე გავიაზრებთ და მივხვდებით, რომ ამით ყველაზე მეტად ისევ საკუთარ თავებს ვაზიანებთ, იმ დროისთვის, შესაძლოა ჩვენც გადაშენების პირას ვიყოთ.
2018, 23 ნოემბერი, 23:14
დიდი მადლობა შეფასებისთვის ♥ მთავარია ისაა, რომ თუ გავიაზრებთ პრობლემას, გაიზრდება მასების მსოფლხედვა, ვიფიქრებთ გლობალურად და ვიმოქმედებთ ლოკალურად, მაშინ კიბოს მაგივრად, დედამიწის და საკუთარი თავის გამაჯანსაღებელ ძალად შეგვიძლია ვიქცეთ.
2018, 23 ნოემბერი, 23:07
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანად ყოფნა შეგზიზღდება, საოცარი სტატიაა.
0 1 8