x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ეკონომიური შოპინგი ანუ- სად ვიყიდოთ იაფად


image


დღეს, ბაზარზე, სხვადასხვა ბრენდისა და კატეგორიის მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მრავალფეროვანი არჩევანი გვხვდება. ე.წ. კომერციული ბრენდების შემოსვლამ, დაბალი ფასების გათვალისწინებით გარემოვაჭრეებს, ანუ ეგრედწოდებულ ბაზრობას დიდი კონკურენცია გაუწია და მყიდველი დილემის წინაშე დააყენა - სად ვიყიდოთ ტანსაცმელი ანუ-სად უფრო იაფია.

გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება დაგეხმარებათ.

1. ბაზრობა არ ნიშნავს იაფს.

შეხედულება იმის შესახებ, რომ ბაზრობაზე ტანსაცმელი იაფია, აბსოლუტურად მცდარია. ბაზრობაზე ყველა ფასის პროდუქტს ნახავთ. გაბერილ ფასსაც. მთავარია იცოდეთ, სად რა ღირს. ჩვეულებრივ, მიწისქვეშა ბაზრობაზე შეგიძლიათ ტრენდული ტანსაცმელი გაცილებით იაფად ნახოთ, ე.წ. დახურულ ბაზრობასთან შედარებით. ვინაიდან, მაღაზიის ქირის თანხა დიდია, მაღაზიები პროდუქტს მაღალ ფასად ყიდიან. დახლზე განლაგებული ტანსაცმელი კი იაფია, რადგან, მეპატრონეს დიდი რაოდენობის ქირის თანხის გადახდა არ უწევს.

ამიტომ, გამორიცხეთ შოპინგისთვის დახურული ბაზრობა (პასაჟი), მიწისქვეშა ბაზრობებზე 30% -ით დაბალ ფასად შეიძენთ იგივე პროდუქტს.


მაგალითისთვის, 40 ლარად აღებულ ჩექმას, მიწისქვეშა ბაზრობაზე 70- ად ყიდიან. დახურულ ბაზრობაზე 90 -ად და მეტად. ბაზრობის 89 ლარიანი ფეხსაცმელი, ე.წ. "პასაჟში " 121 ლარი ღირს.
თუმცა, ბაზრობაზე ხარისხიან პროდუქტს ნაკლებად ნახავთ. ხარისხი ყველგან ძვირია.

2. ბრენდულ მაღაზიებში გაცილებით იაფი და ხარისხიანია პროდუქტი.

ეს ასეა. როცა, მაგალითად 200 ლარზე მეტი არ გაგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ წავიდეთ ბაზრობაზე. მაგრამ, ამ დროს არ ვიცით, რომ შეიძლება, გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი ბრენდულ მაღაზიაში იგივე ფასად შევიძინოთ.

რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული ბრენდის სამოსი?

პასუხი მარტივია: ბრენდი, თუნდაც კომერციული, ზრუნავს სახელზე. სახელის გაფუჭებას მათ ყველაფერი ურჩევნიათ. ორ ჩაცმაზე გაფუჭებულ და მუხლებგამობერილ შარვალს ბრენდული მაღაზია არ გაყიდის, ვინაიდან მომხმარებელი მეორედ იქ არ შევა.

ბაზრობა, ამ მხრივ, ვერ რეგულირდება. რომელიღაც თურქულ, ჩინურ, ან ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილ ტანსაცმელს გარანტიას არავინ აძლევს. მათ სახელი ვერ გაუფუჭდებათ, ვინაიდან არავინ იცის, ვისი დამზადებულია სამოსი.

ანუ-ბრენდული მაღაზია, ყველაზე იაფიანიც კი, უფრო სანდოა, ვიდრე ბაზრობა.


3. თუ დიდი ზომის არ ხართ, შეგიძლიათ ნახევარ ფასად იშოპინგოთ!

გამხდარი გოგონების საყვარელი ადგილი მოზარდების განყოფილებაა. მოზარდებში 30%- ით იაფია ტანსაცმელი. 13 წლის ასაკის ბავშვის ზომა კი ნებისმიერ სტანდარტულ გოგოს მოერგება.

3. Outlet უხარისხოს არ ნიშნავს!

აუთლეტის ხსენებაზე ყველას სიტყვა “ჩამოფასებული” გვახსენდება. მაგრამ ეს მხოლოდ სახელია. აუთლეტი ნიშნავს წინა წლის ან სეზონის მოდელებს, რომელიც დარჩა და მესამედ ფასად იყიდება.
ასე რომ, შესაძლოა 80 ლარად ღირებული საზაფხულო ფეხსაცმელი შემოდგომაზე 19 ლარად შეიძინოთ.
გადახედეთ მაღაზიების აუთლეტ- განყოფილებას !

4. არ გაეკაროთ ე.წ. კერძო “ბუტიკებს”!

ეს არის ყველაზე მთავარი წესი. არასოდეს, არასოდეს შეხვიდეთ ცენტრალურ პროსპექტებზე განლაგებულ პატარა, კერძო მაღაზიებში.

ისინი მუშაობენ ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობაზე, იმ სეგმენტზე, რომელიც ბაზრობაზე არ დადის და შესაბამისად, არ იცის რა იყიდება იქ.

ჩაატარეთ პატარა კვლევა, დაიარეთ ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ბუტიკები და გაოგნებული დარჩებით. ბათინკი რომელიც ვაგზლის მიწისქვეშა ბაზრობაზე 55 ლარი ღირს, ბუტიკში 150 ლარადაც ნახავთ. თანაც, კონსულტანტი აუღელვებლად იცრუებს, რომ ბათინკი იტალიურია და თუ იაფად ვნახავთ, ის ჩინური ან თურქული იქნება. გაერკვიეთ დაბალ ხარისხშიც და ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას.

5. შოპინგამდე გაიარეთ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე.

სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, ყველაფერი დაათვალიერეთ. რათა იცოდეთ სად რა იყიდება. გაიგეთ ფასები, შეადარეთ ბრენდული მაღაზიისა და ბაზრობის პროდუქტი, იფიქრეთ და შემდეგ იყიდეთ.

6. ტრენდული სამოსის ასარჩევად დაიხმარეთ ინსტაგრამი.

შესაძლოა ბაზრობაზე ან კერძო მაღაზიაში უბრალოდ იცრუონ და შარშანდელი პროდუქტი წლევანდელად გაასაღონ. თუ თქვენ გეცოდინებათ კონკრეტული ტრენდი როდის გამოვიდა, ვერავინ მოგატყუებთ. გამოიწერეთ "ინსტაგრამზე" მოდელები და მოდის ბლოგერები. ასევე ონლაინ-შოპინგის პოპულარული გვერდები, რაც ძალიან მრავლადაა. ამოარჩიეთ ბევრპოსტიანი და არანაკლებ მილიონლაიქიანი ექაუნთები და ხშირად ათვალიერეთ პოსტები.

7. შეადარეთ ფასები
თუ, მაგალითად H&M-ის ზედას ყიდულობთ, და ფასის ადეკვატურობაში დარწმუნებული არ ხართ, ნახეთ ბრენდის ოფიციალურ საიტზე კონკრეტული ან მსგავსი მოდელების ფასები და ბრენდის საბაზრო ფასებზეც წარმოდგენა შეგექმნებათ.

8. უფრთხილდით ონლაინ-შოპინგს
ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ონლაინ ყიდიან, უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელს აზარალებენ.
რასაკვირველია, არსებობს შანსი, რომ გაგიმართლოთ, თუმცა ეს ძალიან
იშვიათად ხდება. ონლაინ-გაყიდვებით დაზარალებული მომხმარებლები გვერდებს
პრეტენზიით მიმართავენ, მაგრამ გაყიდულ ნივთს უკან არავინ იბრუნებს.
მსგავსი გვერდები ნივთებს უმეტესად ჩინეთიდან, საიტ"ალიექსპრესიდან" იწერენ და სამმაგ ფასად ყიდიან.
თუ მაინცდამაინც გსურთ რაიმე ნივთის ონლაინ გამოწერა, სთხოვეთ გვერდს გაჩვენოთ ნივთის რეალური ფოტო, ანუ როგორ გამოიყურება ჩამოსული ნივთი.


რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ შედარებით იაფად და
მომგებიანად იყიდოთ.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ !
image

2
277
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
277
  
2018, 26 ნოემბერი, 15:47
კი ბატონო. მე აქ დაბალხარისხიანზე გავანამხვილე ყურადღება. პირადი გამოცდილებით რაც ვიცი. რასაკვირველია შეიძლება ქუთაისში მაღალი ხარისხიც შეიკეროს.
2018, 26 ნოემბერი, 1:25
ქუთაისში შეკერილს რომ იწუნებთ, რა გგონიათ? ბრენდები სად კერავენ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს?
უძვირფასეს ქიშმირის ტანსაცმელს სწორედ რომ აზიის ქვეყნებში კერავენ და ბოტასი თუ კედი ორასი ლარი და ზევით რომ ღირს, იგივე აზიის ქვეყნებშია შეკერილი. ვიეტნამში და ფილიპინებში.
0 1 2