x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინ იყო მანსა მუსა? - 10 საინტერესო ფაქტი მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ!

ვინ არის მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანი? Google-ის შემოსავლებით გამდიდრებული ლერი პეიჯი თუ Microsoft -ის მფლობელი ბილ გეიტსი? აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის მონაცემებით ამ ორეულს გაასწრო Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა(105 მილიარდი დოლარი). თუმცა მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანია, არც ჯეფ ბეზოსია.


მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა სიღარიბის კონტინენტია, ზუსტად ამ კონტინენტზე ცხოვრობდა მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი ადამიანი - მანსა მუსა


image


მანსა მუსა წარმოადგენდა მალის იმპერიის ყველაზე ცნობილ მანსას(უზენაესი მმართველი) კეიტას დინასტიიდან, რომელიც ქვეყანას განაგებდა 1312-1337 წლებში. მისი მმართველობის პერიოდი მალის იმპერიის ოქროს ხანადაა მიჩნეული. მანსა მუსამ არ იცოდა წერა-კითხვა, ამიტომ მას ყოველთვის თან ახლდა თარჯიმანი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მანსა მუსა როგორც ძალიან მდიდარი, ასევე ძალიან გულუხვი პიროვნება იყო. მან საუდის არაბეთში უამრავი მუსულმანური სალოცავი ააშენა, გაამდიდრა ქალაქები: მექა, მედინა და უამრავი ხალხი სიღარიბისგან იხსნა. 2012 წელს ამერკელმა ექსპერტებმა, მანსა მუსას ქონება, თანამედროვე გათვლებით 400 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობიდან 700 წელი გავიდა, ასეთი ქონების ნახევრის მფლობელიც კი არ გამოვლენილა დედამიწაზე.



10 საინტერესო ფაქტი, მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ!



1♚ მანსა მუსა ნიშნავს - "მეფეთა მეფე" მუსას.


image


მას სიცოცხლეში ძალიან ბევრ სახელს ეძახდნენ: მალეს ამირი, მაღაროების ლორდი, განანთის დამპყრობელი, ლიონის ლომი და კანკან მუსას. თუმცა საბოლოოდ მას "მეფეთა მეფეს" უწოდებდნენ მალის იმპერიაში.





2♚ მალის იმპერიის მეათე მმართველი


image


მანსა მუსას პაპა, სუნდიატა კეიტას ძმა იყო. სუნდიატა კეიტა მალის იმპერიის დამფუძნებელია.




3♚ მანსა მუსას ჰაჯზე მოგზაურობა, მუსულმანურ სამყაროს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა...



image


1324 წელს, მუსა მოგზაურობდა ჰაჯზე(მდებარეობს მექაში). მისმა სიმდიდრებს ადგილობრივები გააოცა, მუსამ ქალაქებს: მექას და მედინას უამრავი სიმდიდრე უბოძა. მან არაბეთში უამრავი მეჩეთი ააშენა.




4♚ უყვარდა სიმდიდრის გაფლანგვა, ის იყო კეთილშობილი ქველმოქმედი!


image


მუსას ქარავანში მინიმუმ 60 000 მებრძოლი და 12 000 მონა უნდა ყოფილიყო. მონებიდან 500 მძიმე წონის ოქროს ატარებდა, ზუსტად მათ უკან ცხენზე ამხედრებული მუსა მოჩანდა. გზად შემხვედრს უამრავ ოქროს ჩუქნიდა, ან კიდევ უბრალო საჩუქრებში უცვლიდა. აფრიკის კონტინენტზე მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე კეთილშობილ ქველმოქმედს.




5♚ მუსას ხარჯვის ჩვევებმა, ხმელთაშუა ზღვის ინფლაცია გამოიწვია.


image


მუსას სიკეთემ, ხმელთაშუა ზღვას მალევე უკუჩვენება მისცა. ოქროთი გამდიდრებულ კაიროში, მექასა და მედინაში, სხვა მეტალის ფასები გაუფასურდა. გარდა ამისა, პროდუქციაც ძალიან გაძვირდა. აღელვებულ მუსამ გაფლანგული ოქროს ნაწილი დიდი პროცენტით უკან დაიბრუნა, თუმცა ინფლაცია 12 წელი ისევ გრძელდებოდა.




6 ♚ ძალიან ბევრი ისტორიული ნაგებობა, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მანსა მუსას ბრძანებითაა აშენებული...


image


მექადან დაბრუნების შემდეგ, მუსამ დაიწყო სამშენებლო პროექტები. მან კაიროდან და ესპანეთიდან ათასობით არქიტექტორი ჩამოიყვანა, რათა აფრიკის კონტინენტზე აეშენებინა უამრავი სალოცავი და სკოლა.




7♚ მანსა მუსას პერიოდში ტიმბუქტუ, გახდა ვაჭრობის და განათლების ცენტრი


image


სანკორის უნივერსიტეტი, მსოფლიოდ ცნობილია. მდებარეობს ტიმბუქტუში. ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ ქალაქში ჩამოდიოდნენ, რათა ვაჭრობის სექტორში წარმატებისთვის მიეღწიათ. ეს ხომ მანსა მუსას ქალაქი იყო...




8♚ მალის იმპერია გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია!


image


ესეც მუსას დამსახურებაა... მანსას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, ისტორიკოსი ესტუმრა მალის იმპერიას. მას 4 თვე დასჭირდა აღმოსავლეთიდან დასავლეთში მისაღწევად!




9♚ სიმდიდრის მიხედვით - ბილ გეიტსის, უორენ ბაფეტის და ჯეფ ბეზოსი ერთობლივი სიმდიდრე, მანსა მუსას ქონებას მაინც ბევრად ჩამორჩება!


image


უკანასკნელი დაანგარიშებით ისტორიული მანსა მუსას ქონება 400 მილიარდი დოლარი იყო.




10♚ გარდა სიმდიდრისა, ის შესანიშნავი იმპერატორი იყო


image


მუსას არმიაში ძალიან ბევრი მებრძოლი ჰყავდა, რაც მას უფრო ძლიერს ხდიდა. მუსას არმია საზღვრებს მალევე სცდებოდა და უდიდესი არმიის ჩამოყალიბებაც მოახერხეს!







ბონუსი ♚♚♚♚♚♚ - როგორი იქნებოდა მანსა მუსა დღეს?


image


ალბათ აი ასეთი.....(:D)













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რატომ არ უნდა გადაყაროთ ბანანის ქერქი?

2. 9 წესი, რომლის დაცვაც სამეფო ოჯახის ორსულ რძალს მოუწევს!

3. 8 ცნობილი ვეგეტარიანელი და მათი აზრი ხორცის მოხმარების შესახებ...

4. რა მოხდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე?

5. ახალი თაობის ყველაზე პოპულარული 14 პორნოვარსკვლავი (+13)

6. 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი

7. ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება?

8. 300 გოლი და 19 თასი! ლეგენდის დასასრული - დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

9. აპოლონის სიყვარულის მსხვერპლი - როგორ წარმოიქმნა მზესუმზირა და ვინ იყო კლიტი?

10. გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ!




4
1403
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1403
  
2019, 2 იანვარი, 4:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 დეკემბერი, 19:55
გაიხარე ჩემო კარგო. კი ისე ძალიან გადაიმალა მუსას ამბავი და ვიფიქრე ცოტას შევახსენებთქო ხალხს
2018, 7 დეკემბერი, 12:16
ნეფერტარის რომანი გამახსენდა, "ბედუინი", იქ არის ნახსენები მანსა მუსა. გამეხარდა ეს სტატია.
2018, 5 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4