x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მთვარის პირამიდის ქვეშ მკვდრების სამეფოში შესასვლელი გვირაბი აღმოაჩინეს
image
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა გვირაბი მთვარის პირამიდის ქვეშ, რომელიც მდებარეობს უძველეს ქალაქ თეოტიუაკანში. მეცნიერთა აზრით, ეს მკვდრების სამეფოს სიმბოლოა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა "Mexico News Daily".
მთვარის პირამიდა მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში და აქვს ძეგლის ჩრდილოეთით მდებარე სერო-გორდოს მთის კონტურები. ზოგიერთი მას ტენანს უწოდებდა, რაც დამცავი ქვის დედას“ ნიშნავს. მთვარის პირამიდა ფარავს სტრუქტურას, რომელიც მზის პირამიდაზე ძველია და ახ. წ. 200 წლამდე არსებობდა. იგი მდებარეობს ქალაქ თეოტიუაკანში, რომელიც ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება და არსებობდა ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნემდე. აქ ცხოვრობდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ძირძველი წარმომადგენლები, მათ შორის ნაჰუა, ოტომი და ტოტონაკები.

მთვარის პირამიდა 200-450 წლებში აშენდა ჩვენს წელთაღრიცვამდე და გამოყენებული იყო რიტუალურ ცერემონიალებში წყლისა და მთვარის ქალღმერთის პატივსაცემად.

1980-იან წლებში მთვარის პირამიდის შესავლელში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ადამიანის დეფორმაცირებული ძვლების ნარჩენები, ასევე მწვანე ქვისგან დამზადებული ყელსაბამები და სხვადასხვა ფიგურები. პირამიდის ახალი კვლევის დროს, ექსპერტებმა გამოიყენეს სკანირება ელექტრომოგრაფიის საშუალებით.

მათ აღმოაჩინეს გვირაბი 8 მეტრის სიღრმეზე, რაც 15 მეტრიანი სიგრძის კამერაში შედის. შესასვლელი გვირაბი მდებარეობს ტაძრის მიმდებარე მთვარის პლაზას სამხრეთ ნაწილში, მაგრამ მიიჩნევა, რომ მის აღმოსავლეთ მხარეს კიდევ ერთი შესასვლელია.


არქეოლოგებმა არ იციან, რა არის იმ ოთახში. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შენობის მიწისქვეშა სისტემა სიმბოლურია მკვდრების სამეფოსი წყლის ღმერთის საპატივსაცემოდ.


1
338
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
338
  
2019, 1 ივლისი, 14:29
ტიო წიო აკან - მასშ ჩატევას, გაწევას და კანის შემოკვრას მიანიშნებს. ისევე, როგორც მთა კაილასი, რომლის ნამდვილი სახელია" კან გარენ ბოჭე", რომელიც კანის შებოჭვას გვამცნობს.
მის ქვეშ გასასვლელებია და იგი ყველა ქვეყანას უკავშირდება, მათ შორის "პეთ რა"-ს და "კაპა დოქია"-ს. რაღა თქმა უნდა საქრთველოში არსებულ მღვიმეებს და "ელ ბრუს"-ს, თუნდაც ხვამლის მთას.
0 1 1