x
image
ლანა92
ყველაზე, ყველაზე უცნაური სასტუმროები

მსოფლიოში ყველაზე უცნაური კონსტრუქციების მქონე სასტუმროებს შორის აღსანიშნავია:

1."The Treetop Hotel" კენიის ეროვნულ ნაკრძალში, ხის კენწეროზეა განთავსებული.

The Treetop Hotel (კენია)

კენია2. შვედეთში, ლაპლანდიაში ფუნქციონირებს ზამთრობით ყინულის ბლოკებისაგან აშენებული სასტუმრო "ABSOLUTE ICEBAR", რომელიც 100-მდე სტუმარს მასპინძლობს და კინოსეანსებსაც კი სთავაზობს.

ABSOLUTE ICEBAR (შვედეთი)

image

3."Capsule Hotel" - აბრეშუმის ჭიის ფორმის სასტუმრო იაპონიაში, რომელიც მომხმარებელს, ტურისტს ნომრის ნაცვლად, მხოლოდ ტელევიზორითა და საწოლით უზრუნველყოფილ მცირე სივრცეს სთავაზობს.

Capsule Hotel (იაპონია)

image4."Morphotel"- წყალზე მოლივლივე სასტუმროსა და ნელი საკრუიზო ლაინერის კომბინირებული ვარიანტი. მისი კონსტრუქციის საფუძველია "ხერხემლის" მოქნილობა, რაც უზრუნველყოფს ფორმის ამინდის შესაბამისად შეცვლას, ამინდთან შემგუებლობას, ასევე, პორტების შეზღუდულ ნაწილებში შესვლას.

Morphotel

image

5."Bacu Flame Towers" - ციხესიმაგრეების ფორმის სასტუმრო ბაქოში;

Bacu Flame Towers (ბაქო)

image

6."Full Moon Bay - სამხრეთკორეული სასტუმროს პროექტი;

Full Moon Bay (სამხრეთ კორეა)

image

7.ნახევარმთვარის ფორმის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კატარში. მისი კონსტრუქცია შეადგენს ორ ხმალდახმალ შებმულ ნახევარმთვარეს. იგი 2022 წლისათვის ფეხბურთის ჩემპიონატზე ჩამოსულ ოფიციალურ პირებსა და გულშემატკივრებს უმასპინძლებს.

ნახევარმთვარის ფორმის სასტუმრო (კატარი)

image

ძირითადი წყარო: აბულაძე კ., "სასტუმრო საქმის საფუძვლები", თბილისი, 2015

1
240
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
240
  
2018, 28 ნოემბერი, 1:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1