x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
21 წლის ელდარ ქობალიას გაუპატიურება და სიკვდილი

image

ვითარცა ძაღლი
(21 წლის ელდარ ქობალიას გაუპატიურება და სიკვდილი)
- გლდანის ციხის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში იატაკზე სამნი ეყარნენ - მერაბ ყოლბაია, იგივე "კოჭოია", ელდარ ქობალია და კობა მატკავა. სამივე საშინლად ნაწამები იყო. ელდარ ქობალიამ მერაბ ყოლბაიას უჩურჩულა - “მე ხელკეტით გამაუპატიურეს და თუ “აღიარებით ჩვენებას" არ მისცემ, შენც იმავეს გიზამენო!"
- ელდარ ქობალია 21 წლის ბიჭი იყო, რომელიც ნაადრევად დაობლდა და გალის რაიონის სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა.
2011 წლის 1 აპრილს ელდარი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ნათესავებს სტუმრობდა, მაგრამ მოულოდნელად გაუჩინარდა.
ატყდა განგაში. ბიჭის ძებნა დაიწყეს. აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ყველგან მოიკითხეს, მაგრამ სტუმარი ახალგაზრდა აღარსად ჩანდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ელდარ ქობალია ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციელებს დაუკავებიათ.
დაპატიმრებიდან მეორე დღესვე 21 წლის ელდარ ქობალია ზუგდიდში სასტიკად აწამეს. მეგის ქარდავა, რომელიც იმხანად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, ქობალიასგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას მოითხოვდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ელდარ ქობალიასთვის ბრალის შეცვლა, მისი ტერორიზმში დადანაშაულება და აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით წამება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ზუგდიდში, შსს-ს სამხარეო მთავარ სამმართველოში მინისტრი ვანო მერაბიშვილი, კუდ-ის უფროსი დათა ახალაია და მისი მოადგილე სოსო თოფურიძე ჩავიდნენ.
ელდარ ქობალიას სამხარეო სამმართველოს შენობაში და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს.
ამის შემდეგ ქობალია თბილისში, გლდანის მე-8 საპყრობილეში გაამწესეს, სადაც მისი წამება გაგრძელდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად:
“ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ქობალია მოთავსებული იქნა ე.წ. "ფუქსებში", სადაც გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში.
- 2011 წლის 11 აპრილს მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები - ქობალია, მატკავა და ყოლბაია.
ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ მითითებულ პირებს. აწამებდნენ ხელკეტის და ელექტროშოკერის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკერს, რომ მოწყობილობა ორჯერ გახდა დასატენი.
- გამოძიებით დადასტურებულია, რომ 21 წლის ელდარ ქობალიამ საშინელ ფიზიკურ ძალადობას ვერ გაუძლო და გონება დაკარგა. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ქობალია ოთახის კართან მიათრიეს და იქვე დატოვეს.
სასტიკად ნაწამებ ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმდა და სიცოცხლის ნიშანწყალი ძლივსღა ეტყობოდა. ციხის დირექტორმა მუხაძემ, იგივე "ქილერამ", ბრძანება გასცა, ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში მყოფი პატიმარი ე.წ. "ფუქსებიდან" საკანში გადაეყვანათ.
წესით, ექიმი უნდა გამოეძახებინათ, რომ ნაწამები ელდარ ქობალიასათვის ეშველა და საიმქვეყნოდ გადადებული 21 წლის ბიჭი სიცოცხლისკენ მოებრუნებინა, მაგრამ ქართული აბუ-გრეიბის ჯალათებმა ქობალიას საკანში ექიმის მაგივრად ერთ-ერთი პატიმარი შეასახლეს, რომელსაც ნაწამები ტუსაღის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიზუალურად უნდა გაეკონტროლებინა.
ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იგი იმავე დღეს ისე გარდაიცვალა, რომ სამედიცინო დახმარება არ აღირსეს.
ქართული აბუ-გრეიბის მწვალებლებმა წამებით ამოხადეს სული 21 წლის ობოლ ბიჭს, რომლისგანაც ტერორისტისა და საშიში დამნაშავის სახე უნდოდათ გამოეძერწათ.
თუმცა, ნაციონალური ფაშიზმის არაადამიანობა ამით არ დამთავრებულა. გლდანის ციხეში წამებით მოკლული ელდარ ქობალიას ცხედარი ჩუმად, ქურდულად დამარხეს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში და ადვოკატ ლექსო არქანიას სამი დღე დასჭირდა, რომ საწყალი ბიჭის სამარხისათვის მიეკვლია.
აი, რას ამბობს ადვოკატი არქანია ერთ-ერთ ინტერვიუში:
- ავედი ციხეში და ვუთხარი, რომ ვიცოდი პატიმრის გარდაცვალების შესახებ. მაინც არ ტყდებოდნენ, სიმართლეს არ მეუბნებოდნენ. როდესაც ცენტრალურ პროზექტურას დავუკავშირდი, მხოლოდ იმათ დამიდასტურეს... არც ამ ინფორმაციის შემდეგ გამომიჩინეს ცხედარი. საბოლოოდ დავუკავშირდი დამკრძალავ ბიურო "ჰერმესს", რომელსაც სასჯელაღსრულებასთან აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა. "ჰერმესში" დამიდასტურეს, რომ ეს პიროვნება სახელმწიფო ხარჯებით დაიკრძალა აფრიკის დასახლებასთან მდებარე ველის სასაფლაოზე. "ჰერმესის" წარმომადგენელთან ერთად ავედი ველის სასაფლაოზე და მან მიგვითითა, სად იყო დაკრძალული ელდარ ქობალია. არც სახელი ეწერა, არც გვარი, არც საიდენტიფიკაციო ნომერი ჰქონდა. ძაღლს არ მარხავენ ისე, როგორც ის დამარხეს.
- სააკაშვილის ძაღლთაპირი რეჟიმი ადამიანებს ძაღლებზე უარესად ექცეოდა!
ადამიანებს - ცოცხლებსაც და მოკლულებსაც!
ქართული აბუ-გრეიბის მომწყობი ხელისუფლება ელდარ ქობალიას ჭირისუფლებს ორი კვირის განმავლობაში ევაჭრებოდა - ცხედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოგცემთ, თუ ხმაურს არ ატეხთ და კრინტს არ დაძრავთო!
ხელკეტით გაუპატიურებული და წამებით მოკლული 21 წლის ბიჭის ცხედრით ვაჭრობდნენ!
ობოლი ბიჭის გამზრდელ ბებია-ბაბუას 21 წლის შვილიშვილი წამებით მოუკლეს და კიდევ იქით ემუქრებოდნენ, ჩუმად იყავითო.
2011 წლის 11 აპრილს გლდანის ციხეში წამებით მოკლული 21 წლის ელდარ ქობალიას ცხედარი მის ოჯახს ორი კვირის შემდეგ - 26 აპრილს გადასცეს.
ვიზუალური დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ ელდარ ქობალიას ცხედარს ორივე ფეხის ქუსლი მომტვრეული ჰქონდა, თითქმის ყველა ნეკნი - ჩამსხვრეული, ხელის თითები - გადამტვრეული, ნიკაპი გატეხილი.
ელდარ ქობალია გალის რაიონის სოფელ საბერიოშია დაკრძალული - იქ, სადაც ობლობაში გაიზარდა!
ხოლო ნაცფაშისტური პარტია, რომელმაც საქართველოში ქართული აბუ-გრეიბი მოაწყო, პოლიტიკურ სიცოცხლეს აგრძელებს!
(C) ხუბუა ჯაბაimage



2
457
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
457
  
2018, 23 ნოემბერი, 12:45
მეგის ქარდავა პათოლოგია, მისი ძმა კი უწესიერესი ბიჭი იყო და მასაც აურიეს ცხოვრება.
კოჭოია რუსების აგენტიაო, არა და კაცმა რუსული კი არა ქართული არ იცის ნორმალურად.
ახალაიებიც განათლებული და უფროს-უმცროსობის მცოდნე ბიჭები იყვნენ, სააკაშვილის რეჟიმმა გახადა ისინიც
დაუნდობლები...
2018, 23 ნოემბერი, 12:17
სად არიან ეხლა მწამებლები?
როგორც ვიცი, ადრე ქარდავა კომკავშირელი ყოფილა, მერე მოქკავშირელი და ოცნებაშიც აპირებდა შესვლას, მაგრამ ყოფაქცევაში ქულები დააკლდაო.
სად არიან მწამებლები, ან რატომ აწინაურებს ოცნება ჯალათებს, იცის ვინმემ?
0 1 2