x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტელეკომპანია "იმედი" ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივის

image

ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივის მათი მისამართით გამოთქმული სიცრუის და ცილიწამების გამო. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.


როგორც ცნობილია, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა "რუსთავი"-2-ის ეთერში განაცხადა, რომ არსებობდა სუსის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას "ომეგას" პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, "იმედის" ეთერში უნდა წაეკითხა. სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში, " ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა. მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან" 8 მილიონიანი გადარიცხვა. ოქუაშვილს კი მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ "იმედის" ეთერში განცხადება არჩვენების წინ, 28 ოქტომბერს უნდა გაეკეთებიანა.


ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ბანკი "ქართუც" გამოეხმაურა და ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამასთან, ბანკი "ქართუ" ამბობს, რომ მზად არის, კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0