x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"პლასტმასის ზღვა" - ახალი საფრთხე კაცობრიობისთვის
image

რამდენად ხშირად იყენებთ პლასტმასს? საშუალოდ, ადამიანი მას ყოველდღე იყენებს, რადგან პლასტმასის შემცველი ნივთები მოსახერხებელი და იაფია. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ის ძალიან მავნეა ჩვენი პლანეტისთვის. ჰონდურანის კუნძულზე კაროლინ ფაუერსის მიერ გადაღებული ფოტოები ამ ფაქტს ადასტურებს.


ადრე ამ კუნძულს სამოთხეს ადარებდნენ, ბოლო დროს კი ეს წარმოდგენა "პლასტმასის ზღვამ" გაანადგურა. ოდესღაც წყალი სუფთა იყო და მასში ლურჯი ცა ირეკლებოდა, დღეს კი ის დაგუბებული და დაბინძურებულია.


ფაუერსი და მყვინთავები პლასტმასის ზოლს რამდენიმე კილომეტრზე გაყვნენ და აღმოაჩინეს, რომ ნაგავი 8 კმ-მდე მანძილზე იყო გადაჭიმული. ზღვაში გადაყრილი იყო გაფუჭებული ფეხბურთის ბურთები, გაზიანი სასმლის ბოთლები, კბილის ჯაგრისები, ძველი ტელევიზორები, ფეხსაცმელები და სხვა.



ფაუერსი ამბობს, რომ მიდამოს დაბინძურებაში მხოლოდ ჰონდურანის კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა არ არის დამნაშავე; მისი თქმით, ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. ყველამ უნდა ისწავლოს, რომ ამა თუ იმ მასალის გადამუშავება, ხელახლა გამოყენება შესაძლებელია და მისი გადაგდება, თავიდან მოშორება გამოსავალი არ არის.


ფაუერსი თავისი ფოტოებით საზოგადოებას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ნარჩენების გადაგდებას გადაწყვეტენ.

image

image

სურათები ფაუერსმა სოციალურ მედიაშიც განათავსა შემდეგი წარწერით:

"ეს უნდა შევაჩეროთ! დააკვირდით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. გაიხსენეთ, ბოლოს როდის მიირთვით კერძი პლასტმასის ჩანგლით, რომელიც შემდეგ პლასტმასის პარკში ჩააგდეთ. ალბათ, არც ისე დიდი ხნის წინ. თქვენ ყოველდღე იყენებთ პლასტმასს, პლასტმასის ბოთლებს, ტუალეტის ქაღალდს, რომელიც პლასტმასის პარკშია შეფუთული და ა.შ".

image

image

image

image

აქტივისტების მთავარი მიზანია, საზოგადოებაში გაზარდონ ცნობიერება მსოფლიოში დაბინძურებული ოკეანეების შესახებ. ამიტომაც არის, რომ ფოტოგრაფმა სურათებისთვის ფულის აღებაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად, გამომქვეყნებლებს სთხოვა, თანხა Roatan Marine Park-ისთვის შეეწირათ.


"Roatan Marine Park ჩვენი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბევრ კამპანიას აწარმოებს, მათ შორის პლასტმასის წინააღმდეგ და გარემოს დაცვით პროგრამებს", - ამბობს ფაუერსი. კაროლინი სხვებსაც მოუწოდებს, დაეხმარონ ორგანიზაციას ზღვის ცხოვრების დაცვაში.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. მალაიზიელმა პრინცესამ საკუთარი დაბადების დღე სანაპიროს დასუფთავებით აღნიშნა

image


2. შაკირა სამხრეთ ამერიკელ ბავშვებს ჩუმად ეხმარება

image


3. როგორ გამოიყურება ბავშვების სათამაშოები სხვადასხვა ქვეყნებში - იტალიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები

image


0
477
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0