x
image
_K_
რა საიდუმლო მნიშვნელობა აქვს ცნობილების ტატუებს
image

როგორც წესი, ადამიანები ტატუს გარკვეული მიზეზის გამო იკეთებენ. ზოგს ის მშობლებს, საუკეთესო მეგობრებს, ჰობის ან საკუთარ ხასიათს ახსენებს. გამონაკლისები არც ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან: მათაც აქვთ ტატუები, რომლებშიც ღრმა აზრი იმალება. სტატიაში რამდენიმე სელებრითის ცნობილი ტატუს მნიშვნელობას გაგაცნობთ.








1. კოორდინატები ანჯელინა ჯოლის მხარზე

ანჯელინა ჯოლის რამდენიმე ტატუ აქვს, რაც მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ადამიანებს უკავშირდება. მას მხარზე ჯერ ყოფილი ქმრის Billy Bob Thornton-ის სახელი ეწერა, მაგრამ 2003 წელს, დაშორების შემდეგ, მოიშორა. ამჟამად ანჯელინას იმავე ადგილას ძვირფასი ადამიანების დაბადების ადგილის კოორდინატები აქვს ამოტვიფრული:

▶ ადგილი კამბოდიაში: უფროსი ვაჟიშვილი მადოქსი.


▶ ადგილი ეთიოპიაში: ქალიშვილი ზაჰარა.

▶ ნამიბია: ქალიშვილი შილოჰი.

▶ ვიეტნამი: ვაჟიშვილი პექსი.

▶ კოორდინატები საფრანგეთში: ტყუპები კნოქსი და ვივიენი.

▶ და ბოლოს, ბრედ პიტის დაბადების ადგილი ოკლაჰომაში.

image








2. მაილი საირუსისთვის ძვირფასი არსებები

მაილი საირუსს არ ეშინია, ყველას აჩვენოს ის, რაც უყვარს. მისი ყველა ტატუ გამოხატავს მისი ჰობის, მეგობრების, ოჯახის წევრებისა თუ შინაური ცხოველებისადმი სიყვარულს. მაგალითად, მას იდაყვზე თავისი პიტ-ბულის სურათი აქვს ამოტვიფრული.

image

კიდევ ერთი საინტერესო ტატუ წარწერით "სიყვარული" მაილის ყურზე აქვს. წარწერა გამოხატავს მაილის სურვილის, გაიგოს მხოლოდ პოზიტიური სიტყვები და დაბლოკოს ნეგატიური აზრები.

image









3. თაგვი - ლეიდი გაგას უმცროსი და

ლეიდი გაგა ამბობს, რომ მისი თაგვის ტატუ უმცროს დას, ნატალის, ეძღვნება, რომელსაც მომღერალი პატარაობაში თაგვს ეძახდა. ტატუს დეტალებიც მნიშვნელოვანია. თაგვს ხელში ნემსი უჭირავს, რაც ნატალის ტანსაცმლის დიზაინისადმი სიყვარულს გამოხატავს, დავარდნილი ძაფი კი ქმნის წარწერას "ნატ".

image








4. ბრუკლინ ბექემის ოჯახის კოდი

დევიდ ბექემის ტატუ მის შვილებს ეძღვნება. მისმა უფროსმა ვაჟიშვილმაც გადაწყვიტა, იგივე გაეკეთებინა და ამოიტვიფრა მინიმალისტური წარწერა "020511". რიცხვები ბრუკლინის ძმებისა და დის წლებს აჩვენებს: 02 - რომეო, 05 - კრუიზი, 11 - ჰერპერი.

image








5. მეგან ფოქსის დევიზი

მსახიობს მხარზე ამოტვიფრული აქვს წარწერა “We will all laugh at gilded butterflies”. სიტყვები შექსპირის "მეფე ლირიდან" არის ამოღებული. მეგანის განმარტებით, ტატუ მას ახსენებს, რომ მაშინაც კი, როცა ჰოლივუდის ფილმებში ბრწყინავს, მაინც მიწაზე უნდა დარჩეს.

მას კიდევ ერთი ჩინური სიმბოლო აქვს ამოტვიფრული, რაც ახსენებს, რომ არ დათმოს საკუთარი ოცნებები.

image








6. კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო ემა სტოუნის ხელზე

ემა სტოუნს მაჯაზე მნიშვნელოვანი ტატუ აქვს. როცა მისმა დედამ ძუძუს კიბო დაამარცხა, დედა-შვილმა გადაწყვიტა, ერთნაირი ტატუები გაეკეთებინათ ამ მოვლენის აღსანიშნავად და მაჯაზე ჩიტის ფეხები დაიხატეს. ტატუ პოლ მაკარტნის მიერაა შექმნილი, შთაგონება მის მიერ დიდი ხნის წინ დაწერილი სიმღერიდან “Blackbird” მოვიდა, რომელიც ემას დედას ძალიან უყვარდა.

image








7. "დამზადებულია ინგლისში" კარა დელევინის ტერფზე

კარა დელევინს ტერფზე სიტყვები Made in England (შექმნილია ინგლისში) აქვს ამოტვიფრული. ამ გზით მოდელმა გამოხატა, თუ რას გრძნობს მოდის სამყაროში. მისი განმარტებით, პოდიუმზე მოდელებს თოჯინებივით ექცევიან, ამ დაღით კი, როგორსაც მანეკენებს უკეთებენ ხოლმე, მოდელმა ეს გააპროტესტა.

image








8. რჩევა კელი კლარქსონისგან

მსახიობსა და მომღერალს კელი კლარქსონს მაჯაზე პაწაწინა წარწერა აქვს “Love Them More", - "მეტად გიყვარდეს ისინი". როცა კელი პატარა იყო, მღვდელს ჰკითხა: "რატომ არის ზოგი ადამიანი ასეთი ბოროტი"? გოგონამ ასეთი პასუხი მიიღო: "იმიტომ რომ ისინი საკმარისად არ უყვარდათ". როცა გაიზარდა, კელიმ ეს სიტყვები ტატუდ აქცია. ის ამბობს, რომ როცა ბოროტ ადამიანს ხვდება, ახსენდება, რომ ის საკმარისად არ უყვარდათ და აღარ განიცდის ბრაზს.

image








9. პოლ უოლკერის ანგელოზი ყოველთვის ვინ დიზელთანაა

2013 წელს პოლ უოლკერი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. საუკეთესო მეგობრის ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინ დიზელმა ზურგზე უზარმაზარი ტატუ გაიკეთა თვალებითა და ფრთებით, რომელიც პოლ უოლკერის ყველა ფანისთვის ნაცნობი სიმბოლოა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 20 საუკეთესო თეთრი ტატუს იდეა გოგონებისთვის

image


2. საინტერესო მხატვრები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილით ხატავენ

image


3. კონკიობიდან პრინცესობამდე - 11 რეალური ამბავი

image


0
934
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0