x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ მოვამზადოთ ფილტვების გამწმენდი სიროფი
წელიწადის ცივ დროს სასუნთქ გზებზე ზეწოლა იზრდება. ინფექციური დაავადებები თუ გაციება ნამდვილ გამოცდას უწყობს ჩვენს ორგანიზმს გამძლეობაზე.

ხველისა და გაციების დროს, ბევრს არც ახსოვს, რომ არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ და არც სტრესს აყენებენ ორგანიზმს.

გთავაზობთ სიროფის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ფილტვების გასაწმენდად და ორგანიზმიდან ტოქსინებიც გამოაქვს.

imageამ სიროფში მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა. ეს ბოსტნეული არამხოლოდ ვიტამინების წყარო, არამედ მძლავრი ანტიოქსიდანტია. ამ სიროფის საშუალებით სტაჟიანი მწეველებიც კი გაიწმენდენ ფილტვებს და ხველისგან გათავისუფლდებიან.


image

ინგრედიენტები:

500 გრამი გასუფთავებული სტაფილო

4 ს.კ. თაფლი

3 ჭიქა წყალი


მომზადება:

1. გაასუფთავეთ სტაფილო.დაჭერით კუბიკებად. ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, სანამ არ მოიხარშება.image

2. თავის ნახარშშივე გათქვიფეთ სტაფილო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეურიეთ თაფლი.კარგად აურიეთ.image

3.მიიღეთ დღში 4 ს.კ. სიროფი და მალე უკეთესობას იგრძნობთ.სუნთქვა გაგიიოლდებათ. შესაძლო უკუჩვენების თაობაზე ექიმთან შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ.image

სტაფილოს სიროფს სხვა სარგებელიც მოაქვს:დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს გულს და სიმსივნის განვითარების რისკსაც ამცირებს.imageვიტამინების შემცველობის ხარჯზე კი ხდება ძვლებისა და კბილების გამაგრება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა, მხედველობა, ამიტომ, რაციონში ამ სიროფის ჩართვა ნამდვილად კარგ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.


2
549
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
549
  
2018, 24 ნოემბერი, 13:22
ზუსტად ვერ გეტყვით. ზოგადად, პატარა ბავშვებში არაა რეკომენდებული ისეთი საშუალებების მიცემა, რომელიც ნახველის გამოყოფას უწყობს ხელს, რადგან პატარას არ შეუძლია ეს ნახველი ამოიღოს და შედეგად ლორწო სასუნთქ გზებში გროვდება და სუნთქვას ართულებს. თანაც, თაფლიც ალერგიულ პროდუქტად ითვლება და პატარა ასაკში არაა რეკომენდებული მისი მიღება. სანამ მისცემთ, სჯობია პედიატრთან გაიაროთ კონსულტაცია.
2018, 24 ნოემბერი, 1:09
გამარჯობათ ეს სიროფი 1,9თვის ბავშვისთვის შეიძლება რომ დავალევინოო
0 1 2