x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სისხლის ფასი გერმანულ ტომებში

image


როდესაც ძველი გერმანული ტომები იპყრობდნენ მოწინააღმდეგეს, არსებობდა გარკვეული წესდებები. წესდების დაცვას უზრუნველყოფდნენ სპეციალური "ელიტური" ქვედანაყოფები. ერთ_ერთი წესდების თანახმად კატეგორიულად იკრძალებოდა მოწინააღმდეგის დაპყრობის შემდეგ ქალების გაუპატიურება, თუმცა ამის მოტივი რაინდული შეხედულებები და ქალის ნამუსის შერცხვენისგან თავის არიდება არ იყო. მიზეზი იყო ის, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სისხლის აღრევა, ისინი ამის შესაძლებლობას მხოლოდ მონათესავე გერმანულ ტომებთან უშვებდნენ.


ყველაზე მკაფიოდ ეს მოვლენა აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა სიქსტ ავრელიუს ვიქტორმა. მისი გადმოცემიდან ვიცით, რომ როდესაც გერმანული ტომები (საქსები, ანგლები, ფრიზები და იუტები) შეიჭრნენ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ისინი ფაქტობრივად არ აუპატიურებდნენ ქალებს. ყველაზე ცნობილი ამბავი ამ მოვლენის ირგვლივ გახლდათ ის, რომ საქსების ჰერცოგმა საკუთარი მეომარი მოკლა, როდესაც ეს უკანასკნელი ბრიტანელი ქალის გაუპატიურებას ცდილობდა, ეს საკმაოდ კარგი მაგალითი აღმოჩნდა სხვებისთვისაც.

ამ ამბავმა შემდგომში სხვადასხვა სახის გამოხმაურება ჰპოვა, ერთ_ერთი ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ეპიზოდი ფილმში "მეფე არტური", სადაც შეგვიძლია ვნახოთ ეს სცენა.

0
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0