x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა რუსეთის ავადსახსენებელი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი

image 63 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი-იუწყება რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით «РИА Новости».
კორობოვი ბოლო თვეების მანძილზე ავადმყოფობდა, ის დაიბადა 1956 წლის 3 აგვისტოს სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმაში.
დაამთავრა სტავროპოლის უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი, რომელიც მფრინავებს და შტურმანებს ამზადებდა. ასევე დაამთავრა საბჭოთა არმიის სამხედრო აკადემია, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა 1985 წლიდან, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა 2016 წლის იანვარში, სამმართველოს უფროსის იგორ სერგუნის გარდაცვალების მერე. თავად სერგუნი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში კორობოვს ეკავა სერგუნის პირველი მოადგილის პოსტი და კურირებდა სტრატეგიულ დაზვერვას.
2016 წლის ბოლოდან კორობოვზე გაიცა სანქცია, არ მიეღოთ არცერთ მოლაპარაკებებზე აშშ-რუსეთს შორის, რომელიც მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ.
კორობოვს ბრალი დასდეს მისი უწყების ჰაკერების მიერ განხორციელებულ შეტევაზე ამერიკულ ძალოვან სტრუქტურების სერვერებზე.
წელს სექტემბრის თვეში კორობოვი და მისი უწყება ისევ დაადანაშაულეს ანალოგიურ ქმედებაში.
პ.ს
ფაქტი ერთია რუსეთმა დაკარგა ზე კლასის პროფესიონალი მზვერავი.

0
387
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0