x
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მხარს უჭერს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას
image


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მხარს უჭერს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივას. როგორც მეცნიერებათა აკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, აკადემია თვალს ადევნებს ახალგაზრდული მიმართულებით განვითარებულ პროცესებს, ხოლო იდეამ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შესახებ, მათი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებას.


"საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მუდამ გვერდში ედგა ახალგაზრდა თაობას, რომელსაც მიზნად სიახლეების დანერგვა და ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვა აქვს. ამ მიზეზით, ჩვენს წიაღშივე არსებობს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო და არაერთი ისეთი პროექტი, რომელიც შემდგომი თაობის განვითარებას ემსახურება. მსგავსი ინტერესებიდან გამომდინარე, ვცდილობთ თვალი ვადევნოთ, თუ რა სიახლეები არსებობს ახალგაზრდული მიმართულებით და რამდენად კმაყოფილდება ის საჭიროებები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.


რამდენიმე თვის წინ, გავეცანით 8 უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას, რომელიც საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას ეხებოდა. გაჟღერებულმა იდეამ გამოიწვია ჩვენი დაინტერესება, მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა ინიციატივის ავტორებთან.



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემია მიესალმება და მხარს უჭერს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივას. მივიჩნევთ, რომ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდას სახელმწიფოს მართვის პროცესში, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარების საწინდარია. იმედს გამოვთქვამთ, ეს საჭირო და დროული ინიციატივა უახლოეს მომავალში განხორციელდება."-ნათქვამია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0