x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თოვლის გუნდას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა - ის, რაც ერთნაირად უყვართ დიდებსაც და პატარებსაც
image


თით­ქმის 35 წელი გა­ვი­და გუნ­დას პირ­ვე­ლი მულ­ტფილ­მის შექ­მნი­დან და ის დღემ­დე დი­დე­ბი­სა თუ პა­ტა­რე­ბის საყ­ვა­რელ გმი­რად რჩე­ბა. ფუმ­ფუ­ლა და საყ­ვა­რე­ლი გუნ­და ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს რო­გორც უფ­როს თა­ო­ბას, რო­მე­ლიც ამ მულ­ტფილმთან ერ­თად გა­ი­ზარ­და, ისე ბავ­შვებს. გა­და­წყვი­ტა „პა­ლიტ­რა L - მა” ანი­მა­ცი­ის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა, რომლის პრემიერაც 24 ნოემბერს, შაბათს 12:00 საათზე კინო-თეატრ ამირანში გაიმართება.


როგორც „პა­ლიტ­რა L -ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე განმარტავს, გუნდას გმირზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყეს.


„გუნდაზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი იყო. ჩვენი მიზანი იყო წინა თაობების საყვარელი ქართველი პერსონაჟი, თოვლის გუნდა თანამედროვე ბავშვებისთვისაც ასეთივე ახლობელი ყოფილიყო. თავიდან მუშაობა ილუსტრაციაზე დავიწყეთ, თოვლის გუნდა მხატვარ ლელა ცინაძის მიერ დაიხატა. შემდეგი საფეხური კი პერსონაჟის ახალი ისტორიებისა და თავგადასავლების მოფიქრება იყო. ზღაპრები თანამედროვე საბავშვო მწერლების, ვასო გულეურისა და ნათია ჯანაშიას მიერ დაიწერა. ამ დროისთვის 20-ზე მეტი წიგნია გამოცემული, რომლის მთავარი გმირიც სწორედ გუნდაა. ისეთ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ ბავშვებიც, რომ პროექტი კიდევ უფრო განვავითარეთ და მალე გუნდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების მთავარ გმირად ვაქციეთ. შევქმენით უნიკალური სამაგიდო და მეხსიერების თამაშები თოვლის გუნდას ილუსტრაციებით. დავამზადეთ რამდენიმე სახეობის ფუმფულა თოჯინა, სასკოლო, საკანცელარიო ნივთები, საშობაო თოვლის ბურთები, ე.წ. Snowball-ები და სხვა.



წინასაახალწლოდ კი საზოგადოებას განსაკუთრებული საჩუქარი, ჩვენთვის, ყველასთვის ნოსტალგიური თოვლის გუნდას განახლებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ელის. - განმარტავს ნათია ზაქრაძე.


მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ელოდებათ: გასართობი ღონიძიება, გათამაშება, თოვლის გუნდას წიგნებისა და ფუმფულა სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით.


ფილმის ნახვა უკვე ინტერნეტშიც შესაძლებელია:

https://www.youtube.com/watch?v=niUM0Hw_m_0

1
89
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
89
  
2018, 23 ნოემბერი, 17:31
ჩემი 6 წლის შვილმა ძალიან "დებილობა" იყოვო :( მომიტევეთ, მაგრამ საერთოდ არ იყო ემოციური და მეგობრობაც ვერსად დავინახე.
0 1 1