საზოგადოება პეპლის ეფექტი :როგორი იქნებოდა ბავშვობა საბჭოთა კავშირს რომ ეარსება? 2018, 22 ნოემბერი, 18:00 livejournal-ზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით "რით იქნებოდა საბჭოთა ბავშვობა უკეთესი?", სადაც განხილულია "პეპლის ეფექტი", ანუ როგორი ცხოვრება ექნებოდათ თანამედროვე ბავშვებს საბჭოთა კავშირს რომ ეარსება?
"პირველი ის რომ, თანამედროვე ბავშვებს ძნელად თუ მოწყვიტავ სმატრფონებს და ინტერნეტს, თანამედროვე საბჭოთა კავშირშიც ასეთივე პრობლემა იქნებოდა, თუმცა ინტერნეტში არ იქნებოდა გარყვნილება და აგრესიული თამაშები. საბჭოთა კავშირის არსებობის შემთხვევაში თანამედროვე ბავშვები უფრო ბედნიერი იქნებოდნენ იმიტომ, რომ: 1)ბავშვები უფრო მეტნი იქნებოდნენ, შობადობა უფრო მეტი იქნებოდა, მოსახლეობა არ შემცირდებოდა. 2)ბავშვთა სათამაშო მოედნები იზოლირებული იქნებოდა ავტომობილებისგან. 3)ყველა ბავშვთა დაავადებების მკურნალობა უფასო იქნებოდა და არ მოგიწევდა ფულის შეგროვებაზე სირბილი. 4) ბავშვებზე ნაკლებად აისახებოდა სოციალური დაყოფა და მშობლების გარკვეული ნაწილის სიღარიბე. 5)ბავშვთა კვება უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა. 6) სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებდა ბავშვებისთვის სახიფათო სათამაშოებს და ტანსაცმელს. 7)პრაქტიკა, -უფასო საგზურები ბავშვთა საანატრიუმებში და ბანაკებში ისევ იქნებოდა. 8)განათლების სისტემა და ბავშვთა გადასვლა ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო ეფექტური და უმტკივნეულო იქნებოდა, სხვათა შორის როგორც სხვა ყველაფერი საბჭოთა ბურჟუაზიულზე უფრო ეფექტური, გადასვლა ზრდასრულ ცხოვრებაში იქნებოდა უფრო მსუბუქი." ასევე დაგაინტერესებთ:აგერ უკვე 25 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გარშემო მუდამ ისმის რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირი, რა ცუდად ცხოვრობდა ხალხი, მაღაზიებში არაფერი არ იყო, რა ბოროტი ხელმძღვანელობა ჰყავდა ქვეყანას და ა.შ. ეს ყველაფერი ისმის ტელევიზიიდან, რადიოდან თუ პრესიდან და საერთოდ ამ სულისკვეთებით მთლიანად გაჟღენთილია საზოგადოება.თუმცა შინაგანად მთელი ცნობიერება ეწინაა... ოფიციალურად საბჭოთა კავშირში 1 აშშ$= 0, 557 კაპიკს უდრიდა, თუმცა ეს უფრო ფორმალური იყო, რადგან შავ ბაზარზე საბჭოთა პერიოდში 1 აშშ$-ს 3 მანეთზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, მიუხედავად ამისა, საბჭოთა მანეთი წლების განმავლობაში საკმაოდ მყარი ვალუტა იყო და ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა სავალუტო ბირჟაზე. მაინც რისი შეძენა შეიძლებოდა 1 მანეთად საბჭოთა კავში...166 3-ს მოსწონს
|