x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მაიას ხალხის მეგაპოლისი გვატემალაში, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა
მაიას ხალხის მეგაპოლისი გვატემალაში,  სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა


2018 წელი არქეოლოგიაში უდიდესი აღმოჩენით დაიწყო. სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ გვატემალაში აღმოაჩინეს მაიას ცივილიზაციის დღემდე უცნობი დასახლება, რომელიც მაშინ განადგურდა, როდესაც კონტინენტზე ევროპელები ჩავიდნენ და თავისდა უნებლიედ გაავრცელეს ვირუსებისა და ბაქტერიების ევროპული შტამები, რომლებსაც შეუჩვეველი იყო ადგილობრივი ამერიკელი მოსახლეობა და მთელს ორივე ამერიკის კონტინენტზე ამის გამო 10-დან 9 "ინდიელი" დაიღუპა. სწორედ ამ პროცესმა შეიწირა ეს 15 მილიონი ადგილობრივი ამერიკელით, კერძოდ მაიას ხალხით დასახლებული ერთ-ერთი დიდი ქალაქური დასახლებების სისტემა უძველეს ამერიკაში. ევროპელებთან კონტაქტამდე, 1492 წლისთვის ამერიკის ორივე კონტინენტის მოსახლეობა შეადგენდა მინიმუმ 112 მილიონ ადამიანს. ამ რიცხვს სკეპტიკოსი მეცნიერები უარჰყოფდნენ და ამბობდნენ არსაიდან მოტანილ რიცხვს, რომ ამერიკის ორივე კონტინენტზე თითქოს მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ეს სკეპტიციზმი ამ ახალმა, გვატემალაში აღმოჩენილმა 15-მილიონიანმა მეგაპოლისმა სრულად გააცამტვერა.


მაიას ხალხის მეგაპოლისი გვატემალაში,  სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა


ეს ქალაქური დასახლებების სისტემა, სრულად ურბანიზებული იყო, აგლომერაცია გახლდათ. ჯერჯერობით გამოკვლეულია მხოლოდ 2, 100 კვადრატული კილომეტრი და უკვე აღმოჩენილია 60 ათასზე მეტი აქამდე უცნობი გამაოგნებელი დასახლებები, ფორტიფიკაციები, ურთიერთდაკავშირებული ქალაქების და ფერმების აგლომერაციული ქსელი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ 15 მილიონ ადამიანს ერთდროულად ასახლებდა ამდენად მცირე არეალზე, როგორიც იყო მაიას განსახლების არეალი გვატემალას ტერიტორიაზე. LIDAR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უახლესი და ძალიან კარგი ტექნოლოგიაა, 2018 წელს დაიწყო ამ მიწების კვლევა, რომელიც აქამდე მთლიანად ჯუნგლით იყო დაფარული და არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა იქ ასეთი გრანდიოზული დასახლების არსებობისა, ახლა ამ ტექნოლოგიის წყალობით უკვე აღმოჩენილია 60 ათასი მაიური სტრუქტურა, 46 მეტრიანი ფორტიფიკაციები, ქალაქის დამცავი 9-მეტრიანი კედელი და ა.შ. პროექტი 3-წლიანია, დასრულდება 2021 წლის ბოლოსთვის და საბოლოოდ იგეგმება სრულად იქნას გამოკვლეული 14, 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. მკვლევარები აცხადებენ რომ იმდენად დიდი მასალაა დაგროვებული, რომ 100 წელი მაინც დასჭირდება რომ საბოლოოდ იქნას გაანალიზებული თუ რაოდენ დიდი მასშტაბის რაიმესთან გვაქვს საქმე და სანამ ყველაფერს აღვადგენთ და დავალაგებთო. ეს აგლომერაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ყალიბდებოდა. მაიას ცივილიზაციის აყვავების ხანა ხომ ძვ.წ. 550 წლიდან ახ.წ. 900 წლამდე გრძელდებოდა...



მაიას ხალხის მეგაპოლისი გვატემალაში,  სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა


თავად LIDAR -ის ტექნოლოგია კი, რომლითაც ეს უდიდესი აღმოჩენა იქნა გაკეთებული არის ლაზერული სკანირების ტექნოლოგია. თვითმფრინავი გადაუფრენს ტერიტორიას, რომელზეც დამაგრებულია ლაზერული დასხივების მოწყობილობა და ეკრანზე აისახება ჯუნგლით დაფარული ან წყლისქვეშეთის რელიეფი სრულად. ეს ახალი მიგნება სრულიად ახალ ერას გვპირდება არქეოლოგიაში. ეს მაიას და საერთოდ მთელი ამერიკის უძველესი აბორიგენული დასახლებების შესწავლის და აღმოჩენის საქმეში უდიდეს წვლილს შეიტანს და ვინ იცის მომავალში კიდევ რა აღმოჩენები გველოდება. მარტო სამხრეთ ამერიკა რუსეთზე ოდნავ დიდი ტერიტორიის მქონეა, რუსეთი კი დაახლოებით 246-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე საქართველო. ასეთ პატარა ტერიტორიაზე, როგორიც გვატემალას ჯუნგლის ერთი მონაკვეთია, თუ 15-მილიონიანი აგლომერაცია აღმოჩნდა, ვინ იცის კიდევ რას მალავს თვალუწვდენელი სამხრეთ ამერიკული ტროპიკული ტყეები?! წარმოიდგინეთ რას აღმოაჩენს ლიდარის ტექნოლოგია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამით ხომ შესაძლებელია უძველესი ჩაძირული ქალაქების აღმოჩენა ოკეანეების და ზღვების სანაპიროებზე, აფრიკის და აზიის ტროპიკების უაღრესი სიზუსტით და სისწრაფით გამოკვლევა. ეს ნამდვილად გადატრიალებაა არქეოლოგიაში და ამ დარგის უსწრაფესად განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ჩვენ ჩვენი დავიწყებული და დიადი წარსულის ბოლოს და ბოლოს საუკეთესოდ აღდგენის საშუალებას მოგვცემს.


გვატემალა



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ამერიკის კონტინენტების მოსახლეობა მინიმუმ 112 მილიონი ადამიანი იყო კოლუმბის აღმოჩენამდე.

2) შუმერები ამერიკაში

3) როგორ ყალიბდებოდა ჩრდილოეთ ამერიკა ბოლო 550 მილიონი წლის განმავლობაში

4) ჩრდილოეთ ამერიკის ლანდშაფტი 1.2 მილიარდი წლის წინ

5) მსოფლიოს უგრძესი წყალქვეშა გამოქვაბულების სისტემა აღმოჩენილია - საქ-აქტუნი





განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
719
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
719
  
2019, 1 ივლისი, 14:18
გუათ ემალა! - ამერ იქა, მე აქ ის იქა, ყანადა კვებეკე-თურთ, კანი ონ, ქოლო რად ო? სური ნამ, ნეკ არ აგუა, აკონკ აგუა, ალთ იფლანო, ტიო ვან აქ ო, არა ვაკე, არა უკანა, ტეო თიო აკან, უ რუ გუაი, უ რუ ბამბა, პე რუ, ქსაქსა იუ ამან, ვერ აკოცა...
მაიას ტომები აქ მას შემდეგ მოვიდნენ, როდესაც წარღვნის შედეგად დანგრეული იყო იქაურობა. ვინც გადარჩნენ ეტყობა მათ ასწავლეს გადმოცემით მაიას ტომებს თუ რა ნაგებობები იყო იქ. მათ კი აღადგინეს იმდენად, რამდენადაც მათ ძალებს შეესაბამებოდა. ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანს წინა და მათ მიერ აგებულ ქვების წყობაზე. ეს ყველაფერი გამოიკვლიეს რუსმა მეცნიერებმა და დადეს დასკვნა, რომლის ნახვითაც გულგრილი ვერავინ რჩება. იხილეთ მტკიცებულება: https://www.youtube.com/watch?v=1U_nlvTGQOs&t=327s
მეც გაოცებული ვკითხულობ: ამხელა ცოდნა წყალს როგორ გაატანეს, რა დონეზე დაკნინდა მაშინდელი კაცთამოდგმა. მაშინაც ასეთი და უფრო მეტად განვითარებული ცხოვრება ყოფილა, მაგრამ ასეთივე დამახინჯებული წეს-წყობილება, როგორიც ახლაა. ამიტომ ღმერთმა დასაჯა ისინი და ცხოვრება ქვის ხანიდან დააწყებინა.
"წარღვნა, წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
მით აღადგინა შიშით რწმენა და უქონელობით თანასწორობა".
მე ამ ეპოქას ვუწოდებ: "მთის მწვერვალების ქვების ხანიდან ხევში ჩაყრილი ქვების ხანამდე".
"რადგან ყოველი აზენაური ერს მავნებლობდა ვითარცა ჩრჩილი,
დაკნინდა ერი, უკვე მშიერი, განცვიფრებისგან მხრებაჩეჩილი..."
როგორც გვამცნობენ მოარული ხმები, რაც მიწის ზემოთ არის, თურმე ორი იმდენი მიწის ქვემოთ ყოფილა. ეკვადორის მღვიმეში ხომ მეცნიერები შოკში ჩავარდნენ: ოქროს ფირფიტებია აღმოჩენილი იეროგლიფებით, სადაც მოხაზულობები ყველა განსხვავებულია და არცერთი არ მეორდება. მას ჯერჯერობით ვერ კითხულობენ.
ისიც დაამტკიცეს, რომ პირამიდები და ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილი ნაგებობები ერთნაირი ცოდნის ხელოსნებმა ააგეს და ის დაახლოებით 7 ათას წელს ითვლისო. სინამდვილეში წარღვნა 7527 წლის წინ მომხდარა. ეს წელთაღრიცხვა აქვთ შემონახული საქართველოს, რუსეთის და უკრაინის ეკკლკესიებს. აგრეთვე რუსეთში მცხოვრები რომელიღაც ტომს, ამ წელთაღრიცხვით ცხოვრობენ ახლაც.
იმასაც ამბობენ, რომ "კაპა დოქი ა"-ში არსებული მიწისქქვ
2019, 1 იანვარი, 1:04
გუად ემალა! :)
0 1 2