x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყოფილი "მსუქანა" ექსტრემალური გახდომის უკუჩვენებებზე გვიყვება - ნახეთ რა დაემართა
ჭარბი წონა– ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით, ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად და სწორი კვებით იკვებება. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა "ფიგურას" ყურადღება, ე.წ "ტრენაჟორები" ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.


image


უმეტეს შემთხვევაში, ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა გაგაცნოთ გოგონა, რომელიც ბევრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.


სიმონა ანდერსონმა, რომელიც ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, 11 თვის განმავლობაში 86 კგ დაიკლო. 24 წლის გოგონა, თავდაპირველად 150 კგ-ს იწონიდა და ზედმეტი წონით გაბეზრებულმა მკაცრ დიეტებს მიმართა. შედეგმა არ დააყოვნა, თუმცა მისი კანი ჩამოიწელა და ახალგაზრდას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. დაღონდა სიმონა, რადგან ნორმალურ ცხოვრებას ვერ მიაღწია და ზედმეტი კანის დამალვა ტანსაცმელში ჩატანების გზით დიდხანს უწევდა.



imageimage



საბედნიეროდ, მან იპოვა არაჩვეულებრივი ექიმები და პლასტიკური ქირურგიის წყალობით მოიშორა ზედმეტი კანი. ახლა მის სხეულს არანაირი კვალი აღარ ატყვია.


imageimage



დღეს სიმონა მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესებს - დარბის, ვარჯიშობს და მის რაციონშიც მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებს ნახავთ, რისი წყალობითაც ის შესანიშნავ ფორმაშია და იმ გოგონების შთაგონების წყარო გახდა, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან ჭარბ წონას. არავითარი მკაცრი დიეტები, მათ სიმონა მოუწოდებს, რომ ფიზიკური აქტიურობა და სასარგებლო პროდუქტები, ნორმალური ცხოვრების საშვია.


imageimageimage



0
972
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0