x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
რატომ არ უნდა გადაყაროთ ბანანის ქერქი?

ყველა კარგად იცნობს ბანანის სასარგებლო თვისებებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ქერქი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, რადგან დიდი რაოდენობის კალიუმს შეიცავს, რომელიც საკამოდ ეფექტურად ებრძვის ნაოჭებსა და გამონაყარს. გარდა ამისა, ბანანის ქერქი შეიცავს B, C და K ვიტამინებს.


image



გსურთ უფრო თეთრი კბილები? - ბანანის ქერქი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც ეფექტური საშუალებაა კბილების გათეთრებისთვის. თქვენ ძალიან მარტივი პროცედურა გელით წინ: აიღეთ ბანანის ქერქი და რბილი მხარე წაისვით კბილებზე, შემდეგ კი ჩვეულებრივად გაიხეხეთ. ამ პროცედურის შესრულება დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად მიიღებთ.


image




აკნეს მკურნალობა - ბანანის ქერქს გააჩნია ანტიოქსიდანტის თვისება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. აკნეს მკურნალობა ბანანის ქერქით ძალიან მარტივია, უბრალოდ შესასრულეთ ჩვენი მითითებები სწორად: ძილის წინ კარგად დაიბანეთ პირი, მერე კი, გაიწმინდეთ ბანანის ქერქის შიდა ნაწილით, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე ორი კვირის მანძილზე და რეზულტატი აუცილებლად გაგაოცებთ.


image




ნაოჭებისგან დაცვა - გაიწმინდეთ სახე და ყელი ბანანის ქერქით, რადგან სწორედ ამგვარი მსუბუქი და აბსოლუტურად ნატურალური პილინგით დაიცავთ კანს ნაადრევი სიბერისგან. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ და სწრაფად იგრძნობთ, რომ თქვენი კანი სასიამოვნოდ ხავერდოვანი და ბევრად რბილი გახდა.


image




გაწუხებთ მწერების ნაკბენის ქავილი? - ბანანის ქერქი შეიცავს პოლისაქარიდებს, რომელსაც შეუძლია მწერების ნაკბენიდან გამომდინარე ქავილების შეჩერება, რამოდენიმე წუთში. ამისთვის საჭიროა, ბანანის ქერქის შიდა მხარე 5 წუთით ნაკბენზე დაიზილოთ და 15 წუთის შემდეგ დაიბანოთ წყლით, შედეგი გარდაუვალია!


image




თუ ხიჭვი შეგერჭოთ ხელზე - მაშინ აქაც მთავარი როლი ბანანის ქერქმა უნდა შეასრულოს. სახვევის საშუალებით ბანანის ქერქის ნაწილი დაიმაგრეთ იმ ადგილზე, სადაც ხიჭვი შეგერჭოთ. დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ, მოიხსენით სახვევი, შემაწუხებელი ტკივილების მქონე ხიჭვს ბანანის ქერქი ამოიღებს.

image





აპრიალებს ფეხსაცმელებს - და ბოლოს... ბანანის ქერქი ჯანმრთელობის გარდა, დღის პრაქტიკულ განრიგშიც სასარგებლოა. განსაკუთრებით კარგად აპრიალებს ტყავის ფეხსაცმელებს, რადგან ბანანის ქერქი შეიცავს კალიუმს. ასევე რეკომენდებულია, ტყავის სავარძლების და კურტკების გაწმენდაც!


image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}



9 წესი, რომლის დაცვაც სამეფო ოჯახის ორსულ რძალს მოუწევს!

8 ცნობილი ვეგეტარიანელი და მათი აზრი ხორცის მოხმარების შესახებ...

➽ "ქალიშვილი სარძლო" - სუდანში, მშობლებმა საკუთარი 17 წლის ქალიშვილი გაყიდეს!

გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე ჩაუმწარეს!

სიყვარულის დიდება!

ახალი თაობის ყველაზე პოპულარული 14 პორნოვარსკვლავი (+13)

22 გიჟური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც გაგაოგნებთ!

"აი რას ნიშნავს მეორედ დაბადება" - მსოფლიოს ყველაზე იღბლიანი 19 ადამიანი (gif ვიდეობით)

1
977
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
977
  
4 დეკემბერი, 1:08
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1