x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნაპოლეონი და ქართველები - ზოგადად

image


ნაპოლეონის დამოკიდებულება ქართველებისადმი არც თუ ისე ადვილი მისახვედრია, რადგან ფაქტიურად არ მოიძებნება ცნობები ამის შესახებ. მიუხედავად ამისა მაინც არსებობს მწირი ინფორმაცია საიდანაც შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ზოგადი სურათი თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა მას საქართველოსა და ქართველებზე.
ერთ-ერთი მაგალითა მისი პროკლამაცია ეგვიპტელი მოსახლეობისადმი, რომელიც ნაპოლეონმა მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც ფრანგული ჯარი ალექსანდრიაში გადასხა. „არაბებო, მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ქართველთა უღელისაგან გაგათავისუფლოთ! “- ასე იწყებოდა პროკლამაცია. ეს სიტყვები პირდაპირ მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ნაპოლეონმა მშვენივრად იცოდა, რომ მამლუქთა უმეტესობა წარმოშობით ქართველი იყო და ისინი თავისებურ გაბატონებულ სამხედრო კასტას წარმოადგენდნენ, რომლებიც ექსპლოატაციას უწევდნენ ადგილობრივ არაბ ფელაჰებს (გლეხებს).
1812 წლის აპრილში, რუსეთში გალაშქრებამდე, იგი ეუბნებოდა თავის სამხედრო მინისტრს, გრაფ ნარბონს: „წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი დამარცხებულია, მეფე ალექსანდრე თავს იკლავს ან შეთქმულების მსხვერპლი ხდება. გეგულებათ განა ძალა, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს თბილისიდან გასულ დიდ ფრანგულ არმიას, რომელიც განგის ნაპირებისკენ დაიძვრება. საკმარისი იქნება ძლევამოსილი ფრანგული დაშნის ერთი შეხება, რათა დაიმსხვრეს ჩარჩების (ინგლისელების) მიერ შექმნილი ყალბი სიდიადე“. ეს უკანასკნელი ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველო და თბილისი მუდამ წარმოადგენდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს.


image

1
500
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
500
  
2018, 29 ნოემბერი, 0:41
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1