x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანტისემიტიზმის 3 ძირითადი მიზეზი

რატომ არის, რომ ყველა დროში და თითქმის ყველა ერში არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ებრაელები? «რატომ? რისთვის? რა მიზეზით გაჩნდა ანტისემიტიზმი?» – ბევრი სვამს ამ კითხვებს.


image


მარკ ტვენი მოთხრობების კრებულში – «წერილები დედამიწიდან», წერდა: «ყველა ერი ვერ იტანს ერთმანეთს და ყველა ერთად – ებრაელებს». სამწუხაროდ, ის მართალი იყო. კაცობრიობის ისტორია – ომების ისტორიაა. ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ ინგლისელები და ფრანგები, გერმანელები და ფრანგები, რუსები და პოლონელები, რუსები და გერმანელები, სომხები და აზერბაიჯანელები, სომხები და თურქები, ალბანელები და სერბები... ქსენოფობია (ბერძ. xenos უცხო, უცხოელი და phobos შიში – უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი) მსოფლიოში საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენაა. და ვის ვერ იტანენ ყველაზე ხშირად? რა თქმა უნდა, იმ უცხოელებს, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ. მერე და ვინ ცხოვრობდა, უკანასკნელი 2000 წლის მანძილზე, თითქმის, ყველა ერთან ახლოს? პასუხი მხოლოდ ერთია – ებრაელები. ისინი ყოველთვის განტევების ვაცის როლში იყვნენ, რადგან მათ არც სამშობლო ჰქონდათ, არც არმია და არც პოლიცია, ანუ არ ჰქონდათ დაცვის არანაირი საშუალება. ძლიერებისთვის კი, დამნაშავე ყოველთვის დაუცველია.


ტერმინი «ანტისემიტიზმი» სწორედ ამ ფონზე გაჩნდა და ის კონკრეტულად ებრაელებისადმი მტრულ, არასანდო დამოკიდებულებას ნიშნავს. რაც შეეხება მიზეზებს, ერთ-ერთი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არის, რომ ებრაელებს არ ჰქონდათ სახელმწიფო და ისინი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, სხვა ერებთან ერთად ცხოვრობდნენ.


მეორე მიზეზი: ებრაელებმა მსოფლიოს გააცნეს სამყაროს შემოქმედი – ერთი ღმერთი. მისცეს ბიბლია, მორალის კანონები ყველა დროისთვის. მათ მსოფლიოს მისცეს ქრისტე და შემდეგ უარყვეს ის. თუ რატომ გააკეთეს ეს, არავინ იცის. ოცი საუკუნის მანძილზე ბევრი ცდილობდა ამ საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ პასუხს, ჯერ-ჯერობით, ვერავინ მიაგნო. ქრისტიანობის უარყოფის გამო, მათ მთელი ქრისტიანული სამყარო დაუპირისპირდა. ვინ არ სთავაზობდა ებრაელებს იუდაიზმის უარყოფას. მაგ., მუჰამედმა მათ ისლამის მიღება და ახალი სარწმუნოების სათავეებთან, მასთან ერთად დადგომა შესთავაზა. მაგრამ, ებრაელებმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს და შედეგად, შეურიგებელი მტერი გაიჩინეს, ისლამური სამყაროს სახით.


მესამე მიზეზი: ებრაელი ხალხი წიგნიერი ერია. მათ ძალიან უყვართ კითხვა. ან. ჩეხოვი, როდესაც რუსეთის პროვინციებზე საუბრობდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქალაქებში შეიძლებოდა ყველა ბიბლიოთეკის დაკეტვა, რომ არა გოგონები და ებრაელები. კითხვისადმი სიყვარულის გამო, ყველა ებრაელი ეზიარებოდა იმ ხალხის კულტურას, ვის გვერდითაც ცხოვრობდა. ამიტომ არის, რომ ევროპაში, ის საუკეთესო ევროპელია, ამერიკაში – საუკეთესო ამერიკელი, აზიაში – საუკეთესო აზიელი... დღეს, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ თვისების გამო საყვედურობენ ებრაელებს. «რუსული ერი დამცირებულია – ყვირიან ანტისემიტები რუსეთში – ებრაელებმა მას კულტურა წაართვეს». ამ საკითხთან დაკავშირებით ფილოსოფოსი ნ. ბერდიაევი წერდა: «არის რაღაც დამამცირებელი იმაში, რომ ებრაელებს შორის ძალიან ბევრი გენიოსია. რაზეც მე, ანტისემიტებს შემიძლია უპასუხო – ბატონებო, თქვენ თვითონ გააკეთეთ დიდი აღმოჩენები».


ებრაელების ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათ მიდრეკილება აქვთ, შეისისხლხორცონ სხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. აქტიური მონაწილეობა მიიღონ იმ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასში, რომლის მოქალაქეებიც არიან. დიდი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ისინი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და წარმატებული ადამიანები ხდებიან. სწორედ ეს აღიზიანებთ ყველაზე მეტად ამა თუ იმ ქვეყნის ანტისემიტებს.


საბედნიეროდ, ებრაელ ერს დღე უკვე აქვს საკუთარი სახელმწიფო და ებრაელებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ღირსების და სიცოცხლის უფლების დაცვა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageებრაული სიბრძნე
სურვილი, რომლითაც ებრაელმა ღმერთი გააოცა

დიდი მოგება, მინიმალური დანახარჯებით


0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0