x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83814
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441937
საპატრიარქოს განცხადება: ეკლესია თავშესაფარი არ არის

image

საქართველოს საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც თითქოსდა პატრიარქმა სამებაში ქადაგების დროს ასეთი რამ განაცხადა:



"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია, ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, წინ გველის მკაცრი და ცივი ზამთარი. მინდა, გაჭირვებული და უსახლკარო ხალხის მდგომარეობას შევეხო, რომლებიც შუა ზამთარში გარეთ რჩებიან. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მრავალი უსახლკაროა ქუჩაში. გეძლევათ კურთხევა, [ეკლესიების წინამძღოლებს] რომ ჩვენმა ეკლესიებმა, ღვთის სახლებმა, კარი გაუღოს უსახლკარო ადამინებს ღამით, რომ მათ ჰქონდეთ ღამის გათევის საშუალება, რათა ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მე მაქვს სურვილი, რომ ეკლესიები ყოველ ღამით მოვაწყოთ თავშესაფრებად."



საპატრიარქოს განცხადებით ეს ინფორმაცია სიცრუეა, პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა", - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.


შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქის ილია მეორეს სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამ თვის დასაწყისში ორგანიზაცია "ძლევაი საკვირველმა" პატრიარქის სახელით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია-მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“

0
338
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0