x
image
ნათია ჩხობაძე
როგორ ეპყრობოდა ბავშვებს საბჭოთა რესპუბლიკა: დალუქული ინფორმაციის მცირე ნაწილი
არაა გასაკვირი, რომ ისტორიები ბავშვების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა რეპრესიებმა ცხოვრება დაუნგრია, დღესაც იწვევს სიბრაზესა და სიძულვილს.

როგორ და რატომ ურევდა ერთმანეთში სტალინი აღზრდასა და კეთილდღეობას, სისასტიკესა და სისხლის ღვრაში. არქივის ჩანაწერები, რომლებიც დღესაც დალუქულია, ინახავს ფაქტებს, რომლებიც მოწმობს, რომ კანონი არ ინდობდა ბავშვებსაც... გაზრდილი ბავშვთა დანაშაული და ობოლი ბავშვები სსრკ-ში იმდენად დიდ პრობლემად მიაჩნდათ, რომ დაიწყეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მსუბუქ დანაშაულებზეც კი.


image
დარია დურნევა: პრობლემა ბავშვთა დანაშაულის ზრდის, წარმოშვა რამდენიმე ფაქტორმა: გაიზარდა ობოლი ბავშვების რაოდენობა, იმატა მოშიმშილე ბავშვების რიცხვმმა და ა.შ. 1922 წელს, როცა დაიწყო სამოქალაქო ომი, რუსეთის ტერიტორიაზე 7 მილიონზე მეტი მიუსაფარი ბავშვი აღირიცხებოდა.

გასაგებია, რომ მათთვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ. 1918 წელს შეიქმნა "ბავშვთა გადარჩენის ლიგა", მაგრამ მალე მათი საქმიანობა შეზღუდეს ჩეკისტებმა და თავად ჩაუდგნენ ამ საქმეს სათავეში.



imageროგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას?
შეიქმნა კოდექსი 1922 წელს, რომლის მიხედვითაც გადაიხედებოდა არასრულწლოვანთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმის გამოყენების საკითხი, რაც არასრულწლოვნის 16 წლიდან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

image

შემდგომ მოხდა თითქოსდა ჩასწორება და კანონი 18 წლამდე პირის სიკვდილის დასჯას ითვალისწინებდა. 16 დან 18 წლამდე პირებისთვის სასჯელი მსუქი იყო, ხოლო 14 წლის მოზარდისთვის სასჯელის მაგივრად იყო მედიკამენტური მკურნალობა, ყოველგვარი ტანჯვის და წამების გარეშე.


imageმაგრამ იყო კი ასე?

1920-იან წლებში საბჭოური პოლიტიკა შეიცვალა.

მიუსაფარი ბავშვები სახელმწიფოსთვის უდანაშაულო მსხვერპლი არ ყოფილა.

ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მათზე "ნადირობდნენ", დევნიდნენ დედაქალაქის გარეთ. მათ იჭერდნენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავდათ. ამ სახლებში ცხოვრება მათთვის სასტიკ მოპყრობას და მძიმე სამუშაოების კეთებას ნიშნავდა.
1926 წლიდან შეიცვალა კანონი და დანაშაულისთვის (ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა) უკვე ისჯებოდა მოზარდი 14 წლიდან.

დახვრეტა?

1935 წლამდე დახვრეტა არ ფიქსირდება არქივის მონაცემებით. მაგრამ 1935 წლის 7 აპრილიდან, ასაკმა, რომლიდანაც შეიძლებოდა უმკაცრესი სასჯელის მიცემა, დაიწია 12 წლამდე. სასჯელის ფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო დახვრეტაც.

აღმოჩენილი მასალებიდან ირკვევა, რომ სულ დახვრიტეს 69 არასრულწლოვანი.


ყველაზე პატარა მათგან 13 წლის იყო.



imageეს იყო მიხეილ შამონინი, რომელიც დაიჭირეს ორი ცალი პურის მოპარვისთვის.

imageთუმცა არქივის მონაცემებში ეს ინფორმაცია არ დასტურდება. მთავარი კი ისაა, რომ რეალურად, დახვრეტის მიზეზი დღესაც გაურკვეველია. მხოლოდ რამდენიმე ფაქტია ცნობილი: ის იყო ობოლი, არ ჰყავდა ნათესავები, ცხოვრობდა ქუჩაში.

როგორც ჩანს, სტალინის პერიოდში ეს იყო სასიკვდილო დანაშაული.

ძნელადაღსაზრდელთა სახლები...
ეს იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. ბავშვებს აიძულებდნენ, გამოემუშავებინათ საცხოვრისისა და კვებისთვის, ქარხნებში მძიმე სამუშაოს შესრულებით.


imageბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი საბჭოთა პერიოდში ძალიან დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დღესაც ძნელი მოსაპოვებელია.


4
839
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
839
  
2019, 7 იანვარი, 20:44
აქ საქმე გვაქვს არქივის ჩანაწერებთან , რომლებიც ეხლა გახსნეს, მეორეც ეს ინფორმაცია ისევ შეისწავლება და მითუმეტეს სიკვდილ მისჯილი ბავშვთა რაოდენობა მცირე იყო, ნამდვილად ვერ აისახებოდა საერთო სტატისტიკაზე.
2019, 7 იანვარი, 7:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 21 ნოემბერი, 15:54
ეს ინფორმაციები არქივიდანაა , სადაც 69 ბავშვის საქმეზეა საუბარი იქ შეიძლება მეტიც ყოფილიყო. მსიერიბავშვები მართლაც ბევრი იყო, მე სხვა ცნობებით ადრე გამიგია, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მოაშორეს ქალაქებს, რომ ტურისტებს დააფრტხობსო.
2018, 21 ნოემბერი, 12:55
ნეტა როგორც საბჭოთა პერიოდში ბავშვებს დაჰფოფონებდნენ,ახლა იყოს იმის მესამედი,რაც შეეხება არასრულწლოვანის სიკვდილით დასჯას,ერთადერი ცნობილი ფაქტია 15 წლის ვლადიმერ ვინიჩევსკი -,გასული საუკუნის 30-იან წლებში სერიული მკვლელი,რომელმაც 8 ბავშვი მოკლა რომელთა ასაკი 2-იდან 5 წლამდე იყო
0 1 4