x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვინ ააშენა თბილისში ათი მისტიკური სახლი - ლეგენდა სატანურ პენტაგრამაზე

ველაფერი ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქის დადგომამდე, მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო.

1885 წელს, თბილისში ახალგაზრდა პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი ჩამოვიდა და მუშაობასაც მალევე შეუდგა.
მას ეკუთვნის ქალაქის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობები - ისლამური სახლი (1885 ), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 ), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 ), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან თანამშრომლობით 1901 ), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), კონსერვატორია (1904 ), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან თანამშრომლობით (1905 წ.) და თამამშევის საცხოვრებელი სახლი იალბუზის 18-ში (1900-1905 წწ.) და სხვ.
ალექსანდრე შიმკევიჩი

სიცოცხლის ბოლო წლებში შიმკევიჩი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ის 1907 წელს გარდაიცვალა და აკადემიასთან ახლოს დაკრძალეს.

იმ პერიოდში შიმკევიჩი წარმატებულ არქიტექტორად ითვლებოდა და სატანურ პენტაგრამაზეც იმ დროს არავინ საუბროდა. მით უმეტეს, შემდგომ, საბჭოთა ეპოქის დროს მსგავსი საკითხები მივიწყებული იყო და საფუძვლიანი კვლევაც, შესაბამისად, არ ჩატარებულა.

ბოლო რამდენიმე წელიწადია ე.წ. ეშმაკის სახლებზე უამრავი ვერსია დადის. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა, ზოგი ამ დამთხვევას არქიტექტორის ოინს და ხუმრობას მიაწერს. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც ნამდვილად სჯერა, რომ შიმკევიჩის აშენებული სახლები ნამდვილად სატანურია და კონკრეტული ათი სახლი ზედხედით ეშმაკისეულ (ამობრუნებულ) პენტაგრამას ქმნის.
პენტაგრამა ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომლის ქიმებიც აღნიშნავენ - მიწას, ცეცხლს, წყალს, ჰაერს და სულს. ამობრუნებული პენტაგრამას კი (წვერით ქვემოთ) ხშირად სატანურ სიმბოლოებში ვხვდებით და მასონური დაჯგუფებებიც იყენებენ.
ეს კი ის ათი სახლია, რომლებიც ზედხედიდან პენტაგრამას ქმნიან და თითოეული პენტაგრამის წვერის ან გადაკვეთის წერტილებში მდებარეობს -
1.ინგოროყვას ქუჩა, 16.
ამბობენ, რომ კომუნისტების დროს ამ შენობაში, კერძოდ კი, დიდ, გვირაბის მსგავს დერეფანში ადამიანებს თავის მოკვეთით სჯიდნენ. დღეს დერეფანში პატარა ოთახებია გაკეთებული და იქ ადამიანები ცხოვრობენ. მცხოვრებლები დაინტერესებულ პირებს შესვლას უკრძალავენ და გადაღების უფლებას არ აძლევენ.
ინგოროყვას 16
2. ინგოროყვას 6.
ამ სახლს"ეშმაკის სახლსაც"უწოდებენ და მას ძალიან საინტერესო და ამავე დროს, შემზარავი ლეგენდაც უკავშირდება.
შეხედვისთანავე თვალში სახლის გარეფასადზე გამოსახული, იდაყვებზე დაყრდნობილი რქნიანი არსება გვხვდება. ის მითოლოგიური პერსონაჟი პანია, მაგრამ ძალიან ჰგავს ეშმაკს და შემზარავად გამოიყურება.
სახლის მისტიკურობა კი კომუნისტების დროს მომხდარ ამბავს უკავშირდება: სომეხი ვაჭრის შვილს, ახალგაზრდა გოგონას, ამ სახლის სხვენში თავი ჩამოუხრჩვია.
ერთი ვერსიით, გოგონა ვაჭრის შვილი, მეორე ვერსიით კი, ცოლი იყო. ვაჭარი სატანიზმის მიმდევარი ყოფილა და თვითმკვლელობაც მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო. სახლს საიდუმლო გვირაბი აქვს, რომელსაც ლეგენდის თანახმად, სარიტუალო დარბაზში მივყავართ. სახლში არსებობს უცნაური ფორმის ბუხარი, ანგელოზის გამოსახულებით.
imageimage


3. პეროვსკაიას N6
ამ ქუჩაზე ყველაზე უცნაური ის არის, რომ სახლების ნუმერაცია 7-დან იწყება. იმ სახლს, კი რომლის ნომერი 6 უნდა იყოს, ნომერი საერთოდ არ გააჩნია. ამ ფაქტზე მეტად, სახლს ოკულტურ და მისტიკურ დატვირთვას მისი ყოფილი მობინადრის ვინაობა სძენს. პეროვსკაიას 6 ნომერში საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. არ არის გამორიცხული, ათეისტ ბერიას რაიმე კავშირი ჰქონოდა ოკულტურ რიტუალებთან.
პეროვსკაიას ქუჩა

4. ასათიანის 28. ყოფილი 66-ე სკოლა.
ამ სკოლას ჰარი პოტერის სკოლასაც უწოდებენ. ის გოთიკურ სტილშია აგებული და მართლაც მოგვაგონებს "ჰოგვარდს". შენობა მე19-ე საუკუნის ბოლოს აშენდა და ფუნქცია მრავალჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ის ქალთა გერმანულენოვანი სასწავლებელი იყო და ელიტურ დაწესებულებლად მიიჩნეოდა. როგორც ცნობილია, სასწავლებელი ლუთერანული იყო და სამლოცველოები დღემდე შემორჩენილია. შენობას პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს ლაზარეთადაც (ჯარისჯაცების სამკურნალოდ) იყენებდნენ.
საბჭოთა პერიოდში შენობა რუსულენოვან 66-ე სკოლად გადააკეთეს. დღეს კი, 2011 წლიდან მე-6 საავტორო სკოლად იწოდება.
შენობის მისტიკურობა მხოლოდ მის სიძველეში არ მდგომარეობს. გარეგნულად ის გოთიკურ, ოკულტურ შენობას მოგვაგონებს და ამბობენ, რომ მისი თაღები ფორმით 666 -ს ასახავს.
დღეს შენობა რესტავრირებულია და ის კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
imageimage

5.მეფისნაცვლის სასახლე
პენტაგრამის ერთ-ერთი წერტილი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეა. ამბობენ, რომ ამ შენობაშიც მოხდა თვითმკვლელობა.
image

6. ავლაბრის სომხური ტაძარი.
სხვა მისტიკური შენობების მსგავსად, ამ ტაძარსაც აქვს გვირაბი. ის ზუსტად ორად არის გაყოფილი და არავის აღუდგენია. ტაძარში ნაპოვნია ბუხრის ნამსხვრევები, რომელიც დანარჩენ მისტიკურ სახლებში არსებულ ბუხარს მოგვაგონებს.
image

7. სოლოლაკის ტაძარი .
ტაძარი ქრისტიანულია და ე.წ. ჰარი პოტერის სკოლასთან ახლოს მდებარეობს. აქვს ისეთივე უცნაური ბუხარი, იგივე ორნამენტებით, როგორიც სხვა სახლებს.

8. ეკლესია მთაწმინდაზე.
პენტაგრამის მერვე წერტილს კიდევ ერთი ტაძარი ემთხვევა. მთაწმინდაზე მდებარე, დანგრეული ეკლესია, რომელშიც, როგორც ამბობენ ერთი ადამიანი ცხოვრობს.
9. ასახვევი ნარიყალადან მთაწმინდაზე.
ნარიყალადან მთაწმინდაზე ასასვლელ ქუჩაზე რამდენიმე ძველი სახლი დგას. ამ სახლებს ანგელოზის ორნამენტიანი უცნაური ბუხარი და გვირაბები აერთიანებს.
10. რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილი.
მეათე, ანუ მთავარი წერტილი, რომელიც ვარსკვლავის შუა ნაწილს ემთხვევა, არის რუსთაველის ცენტრალური ნაწილი: პარლამენტი, კანცელარია, პირველი სკოლა. ამბობენ, რომ ადრე ამ ადგილას სომხური სასაფლაო იყო, პარლამენტის შენობის ადგილას კი - ეკლესია, რომელიც დაანგრიეს.

image
საინტერესოა, რომ ყველა ეს სახლი, თითქმის დროის თანაბარი შუალედებით არის აშენებული და ყველა მათგანი - მაისის თვეში. მაისი, კი ასტროლოგიურად ვენერას თვეა. ვენერას კი მითოლოგიაში ლუციფერსაც უწოდებენ.
დამთხვევაა ისიც, რომ სახლების ნუმერაციაში, ყველგან ურევია ციფრი 6.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა დამაფიქრებელია, რას უკავშირდება ამდენი დამთხვევა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი, არქიტექტორის უბრალო ოინს, თუ სატანური რიტუალებისა და მასონური დაჯგუფებების კვალს.. ეს არავინ იცის.
imageimage





3
968
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
968
  
2018, 21 ნოემბერი, 18:52
მადლობა დიდი. მჯერა ამ ყველაფრის და იმედია ოდესმე პასუხიც გაეცემა.
2018, 21 ნოემბერი, 18:07
მშვენიერია :)
2018, 21 ნოემბერი, 16:48
და ყველაზე მთავარი. ამბობენ რომ ამ სახლებიდან გამომავალი ყველა გვირაბი მიდის პარლამენტის შენობის ქვეშ. მთავარ სარიტუალო დარბაზში.
0 1 3