x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
პანკისის უხუცესთა საბჭო მაჩალიკაშვილს უპირისპირდება - „მაჩალიკაშვილის “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა არასწორია!“
image


“ნაციონალური მოძრაობის” დროს მოხდა ლოპოტას ოპერაცია, როდესაც 7 ადამიანი დაიღუპა 3 ქისტი და 4 ჩეჩნი, ასევე მათი ხელისუფლების დროს 2 ადამიანი ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.”, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილმა. უხუცესი, რომელიც ხეობაში დიდი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს, ამბობს, რომ თავად მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს.


პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილის თქმით, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არასწორია.


“მე მესმის მალხაზ მაჩილკაშვილის გულის ტკივილიც, მისი განცდაც, მაგრამ მე მაგალითად არ ვარ იმ აზრის, რომ პოლიტიკაში გადავიდეს ეს საკითხი. თუ ეს არის უბრალოდ სამართლებრივი მოწოდება, რომ გინდა თუ არა “ნაცმოძრაობას” დაუჭირე მხარი, არ მიმაჩნია სწორად.იმდენად რამდენადაც მაგალითად, ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მოხდა ლოპოტოს ოპერაცია, როდესაც 7 ადამიანი დაიღუპა 3 ქისტი და 4 ჩეჩნი, ასევე მათი ხელისუფლების დროს 2 ადამიანი ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.”, - განაცხადა ხანგოშვილმა.



ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს.

ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის.

როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება.

ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა.

ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ.

პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია.

მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან.

ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს.

მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა.

შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, – აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

1
590
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
590
  
2018, 21 ნოემბერი, 12:33
ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება, იდღეგრძელეთ უხუცესო!!!
0 1 1