x
image
დოზა26
"ფულზე და ძალაუფლების მოპოვებაზე არის გადასული საზოგადოების მოწინავე ფენა, სინამდვილეში არავის აწუხებს,ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ებრძვის შიმშილს"-პეტრე კოლხი

image
მამა პეტრე:

"ფულზე და ძალაუფლების მოპოვებაზე არის გადასული საზოგადოების მოწინავე ფენა.

სინამდვილეში არავის აწუხებს, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ებრძვის შიმშილს, სიცივეს, უსახლკარობას.....არავის აინტერესებს მოხუცების, მარტოხელების, მრავალშვილიანების მომავალი... სანამ ამ ტიპის პრობლემები არ მოგვარდება, სახელმწიფოებრივი წინსვლა არასდროს იქნება ძალაში.

მოქალაქე რა მდგომარეობამდე უნდა იყოს მისული, რომ ბანკის ვალს მხოლოდ იმიტომ იღებდეს, რაღაც პერიოდი მშიერი არ მოკვდეს....

აგრესიაც და ძალადობაც გაუსაძლისი სოციალური ფონიდან იღებს სათავეს....


ყველგან და ყველაფერში პრივილეგიებით მდიდრები სარგებლობენ..

უარესი პერიოდიც გამოგვივლია. მაგრამ სხვა მუხტი, სხვა შემართება არსებობდა. უშუქობის, უწყლობის, უმომავლობის პერიოდში ნაკლები იყო აგრესიაც, სიძულვულიც, მუქარაც...

ახლა სინათლით გაკაშკაშებულ გარემოში მეტი სიბნელეა. თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე აღმართული ტაძრების ფონზე ნაკლები რწმენა. სიყვარულის ქადაგების კვალდაკვალ დაუსრულებელი უსიყვარულობა. ამდენი მილიონერის გვერდით სრული სიღატაკე..... imageimage

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0