x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალის როლი ვაინახებში
image

ქალის როლი ვაინახებში ძველად თვალსაჩინო იყო, ამაზე მეტყველებს დიასახლისის სახელწოდებაც - "წინ ნაან" (სახლის დედა). მთიელი ქალი მამაკაცთან ერთად ეწეოდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს. საოჯახო საქმეებში ქალი სარგებლობდა სრული დამოუკიდებლობით, ქმარი მის საქმეებში არ ერეოდა. მოხუცი ქალბატონები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ რჩევას ეკითხებოდნენ.


ქალისადმი დიდ პატივისცემას გამოხატავს მანდილის სიმბოლო: ორი ვაჟკაცი, ხანჯალშემართული რომ მიიწევს ერთმანეთის მოსაკლავად, მყისვე დაუშვებენ ხანჯლებს, თუ მათ შორის ქალი მანდილს გადაისვრის. ალბათ, მომდინარეობს ჩვეულება, რომ ვაინახებს ქალებს უმანდილოდ ვერ ნახავთ. სხვა ეროვნების ქალებში არამარტო სილამაზით და ტანკენარობით გამოირჩევიან, არამედ მანდილის ტარების მანერითაც.


ქალიშვილის თუ ქვრივის შეურაწმყოფისათვის დამნაშავე 7 ძროხას იხდიდა, ხოლო ქმრიანი ქალის შეურაწმყოფისათვის 10 ძროხას. ქალის მოკვლა უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა და ორი კაცის საზღაურს ახდევინებდნენ.



ბავშვების აღზრდას ვაინახებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ძირითადად აქცენტი გამახვილებული იყო მოზარდში მეომრული თვისების დანერგვაში, რადგან მკაცრი ცხოვრება მოითხოვდა ადამიანისაგან ფიზიკურ სიძლიერეს, სამხედრო საქმის ცოდნას, თავის დაცვის აუცილებლობას, სუსტი უნდილი განწირული იყო დასაღუპად.


საერთოდ, ვაინახებში ბავშვებს ასწავლიდნენ: მამების და წინაპრების პატივისცემას, მხედრობას, ჯირითს, ჯიგიტობას, ნადირობას, იარაღის ხმარებას, ზუსტ სროლას, იარაღის დაშლა_აწყობას, ცხენების, საქონლის და ცხვრის მოვლას, ხვნას, თესვას, ცეკვას, ფანდურზე და ჭიანურზე დაკვრას, ნათესავების მონახულებას, უფროსებთან თავდაჭერას და სხვა. ყოველივე ამის ათვისების შემდეგ ახალგაზრდა სრულფასოვანი მამაკაცი ხდებოდა.


0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0