x
დამატებითი შემოსავალი ინტერნეტში
ინტერნეტი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ინფორმაციის მიღება, სოციალური აქტივობა და მრავალი სხვა შესაძლებელია დღეს ინტერნეტის საშუალებით. ერთ-ერთი იმ მრავალ სხვათაგან არის დამატებითი შემოსავლის მიღება ინტერნეტის მეშვეობით.

ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნის მოქალაქესთვის თემა ძალიან აქტუალურია. აქტუალურია ის ჩემთვისაც და მე გადავწყვიტე თავად გამერკვია, რამდენად არის ეს შესაძლებელი. გარკვეული დროის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგად შემიძლია გავაკეთო გარკვეული დასკვნები.

ინტერნეტში მართლაც არსებობს მრავალი საშუალება გაიჩინო დამატებითი შემოსავალი ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, თუმცა ხშირად ეს შემოსავალი ძალიან მწირეა. თუმცა არის გამონაკლისებიც და სათანადო შეუპოვრობით და მიზანმისწრაფულობით შეიძლება მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ინტერნეტის გამოყენებას ცდილობს მრავალი, რბილად რომ ვთქვათ არაკეთილსინდისიერი ადამიანი, სხვების მოსატყუებლად. აქ თქვენ მრავლად შეხვდებით ე.წ. ეკონომიკურ თამაშებს და სტიმულიატორებს, თქვენ შემოგთავაზებენ ბონუსებს კაზონოებში დარეგისტრირებისთვის ან კაზინოს მოტყუების ხერხებს და ა.შ. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილო და დავიჯეროთ, რომ ვიღაცა მონდომებულია დაგვეხმაროს გამდიდრებაში პირადი სარგებლის გარეშე. ჩემი რჩევაა სრული და სასწრაფო უარყოფა ყოველგვარი მსგავსი წინადადების. არც შეეცადოთ შეხვიდეთ მათთან კონტაქტში.


მეორე რიგი წინადადებებისა, რომლებსაც უნდა ვერიდოთ, არის შემოთავაზება სხვადასხვა ბუკმეკერული, ბროკერული კომპანიებისგან. საუბარია სხვადასხვა ბეთებზე, ვაჭრობაზე ფორექსზე ან ბინარული ოპციონებით. აქ შემოთავაზება შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კომპანიებისგან, მაგრამ რამდენად გამართლებულია მსგავსი სარისკო საქმიანობის არჩევა დამატებითი შემოსავლის წყაროდ? თანაც ეს საქმიანობა დაკავშირებულია თავდაპირველ და პირდაპირ დანახარჯებთან.

მოდით შევჩერდეთ მხოლოდ ისეთ საქმიანობაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული დიდ რისკებთან ან პირდაპირ დანახარჯებთან.

1. გამოკითხვებში მონაწილეობა

სოციოლოგიური გამოკითხვება ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ. ასეთი გამოკითხვებით დაინტერესებულა ბიზნესიც საკუთარი სამარკეტინგო სტრატეგიის შესამუშავებლად. განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამერიკელებს, ასეთ საიტზე დარეგისტრირების და გამოკითხვებში მონაწილეობის შედეგად შეუძლიათ თავისუფლად იშოვონ რამდენიმე ასეული დოლარი თვეში. სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან საინტერესო მსგავსი გამოკითხვების ორგანიზატორებისათვის.

2.პუბლიკაციები

თუ თქვენ კარგად წერთ რუსულად ან ინგლისურად, ან რომელიმე სხვა ფართოდ გავრცელებულ ენაზე, შეიძლება შეეცადოთ იშოვოთ ფული, როგორც ავტორმა. არსებობს დიდი რაოდენობა საიტებისა, რომლებიც დაინტერესებული არიან ასეთი ავტორებით. სამწუხაროდ თითქმის ყველგან საჭიროა გარკვეული დანახარჯების გაწევა.

3.ფრილანსერები

პუბლიკაციები არის ერთ-ერთი სფერო, სადაც მოღვაწეობენ ფრილანცერები. ამ ტერმინით შუასაუკუნეებში აღნიშნავდნენ დაქირავებულ მეომრებს, რომლებსაც არ ჰყავდათ ერთი რომელიმე სიუზერენი და ემსახურებოდნენ ყველას, ვინც იხდიდა ფულს.

დღევანდელი ფრილანსერები მოქმედებენ უამრავ სფეროში. სპეციალიზირებულ საიტებზე თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ეს სფეროები და შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები.

4. მაინინგი

კრიპტოვალუტა უაღრესად პოპულარული თემაა დღეს. შესაბამისად მაინიგიც სარგებლობს გარკვეული პოპულარობით. თუმცა მე გარკვეული პესიმიზმით ვუყურებ ამ საქმეს იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს მიიღოს შემოსავალი დანახარჯების გარეშე. იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა ასეთი ტიპის მაინინგში თქვენ გჭირდებათ მძლავრი კომპიუტერი და დიდი ენერგოდანახარჯების გაწევა

5.რეკლამა ინტერნეტში და ბუქსები

ეს არის სფერო, სადაც შეიძლება მიიღო შემოსავალი ყოველგვარი სპეციალური ცოდნის და დანახარჯების გარეშე. თუ გამოიჩენთ სათანადო შეუპოვრობას, შეარჩევთ კარგ ბუქსს და შეიმუშავებთ სწორ სტრატეგიას თქვენმა შემოსავალმა რამდენიმე თვეში შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე ასეულ დოლარს თვეში.

შემოსავლის ამ წყაროზე უფრო დაწვრილებით შემდეგ სტატიაში.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:გრიგოლ ნიკოლეიშვილი
გრიგოლ ნიკოლეიშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0