x
image
პროფესორი
ბენიტო მუსოლინის ტყვეობიდან დახსნა
image
დივერსიულ ჯგუფს, რომელსაც მუსოლინის გათავისუფლება დაევალა, SS-ის ობერშტურმბანფიურერი ოტო სკორცენი ედგა სათავეში.
სკორცენი (1909-1975) ვენაში, ინჟინერის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. ნაცისტურ მოძრაობაში სრულიად ახალგაზრდა ჩაება. მონაწილეობდა 1934 წლის ნაცისტურ პუტჩში. ანშლუზის დროს პირადად დააპატიმრა ავსტრიის კანცლერი შუშნიგი. 1938-1939 წლებში მუშაობდა ინჟინრად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში მოხალისედ წავიდა. როგორც ესესელი, იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე. გამოჩენილი სიმამაცის გამო რკინის ჯვრით დააჯილდოვეს.
ჰიტლერი სკორცენის დოსიეს ყურადღებით გაეცნო, მისი ფოტოც რამდენიმეჯერ აათვალიერ-ჩამოათვალიერა. მასზე ორმეტრიანი გოლიათი იყო გამოსახული. წმინდა სისხლის არიელი. თუმცა სკორცენის ბიოგრაფიაში იყო რიგი მომენტი, რომელიც ფიურერს ეხამუშებოდა. სკორცენის ბებია წარმოშობით პოლონელი იყო. თავად სკორცენს კი გესტაპო ბრალს სდებდა იმაში, რომ ტყვე რუს ჯარისკაცებს ექომაგებოდა.
ჰიტლერმა დოსიე გვერდზე გადადო, ჩაფიქრდა. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღო, რაც სკორცენს პირადად შეხვდა და გაესაუბრა.
დივერსანტების ჯგუფს, რომელსაც მუსოლინი უნდა გაენთავისუფლებინა ოტო სკორცენი ჩაუდგა სათავეში.
1943 წლის 12 სექტემბერს გერმანელი დივერსანტები, ოტო სკორცენის მეთაურობით პლანერებით იმ სასტუმროს მახლობლად გადმოსხდნენ, სადაც მუსოლინი იყო გამომწყვდეული. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „მუხა“.
სკორცენის ბიჭებმა დაცვა წამში განაიარაღეს. დივერსანტების მეთაური მუსოლინის წინაშე გამოცხადდა და მოახსენა:
- დუჩე, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით!
- ვინ ხართ? - ჩუმად შეეკითხა მუსოლინი.
- გერმანული არმიის ოფიცერი, SS -ის ობერშტურმბანფიურერი ოტო სკორცენი!
მუსოლინი გერმანიაში ჩაიყვანეს. იგი პირადად ჰიტლერმა მიიღო.
კადრები, რომლებზედაც ჰიტლერი და მუსოლინი იყვნენ აღბეჭდილი, ფართოდ გავრცელდა. დუჩე არაქათგამოცლილი ჩანდა, თუმცა ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა.
მუსოლინის მკვდრის ფერი ედო. დუჩე მძიმედ სუნთქავდა. სახე ასწითლებოდა, ყანყრატო აუდ-ჩაუდიოდა.
- შამპანური მიირთვით. - ჰიტლერმა გაიღიმა.
- გმადლობთ, წაიჩურჩულა მუსოლინიმ. წყალს კი სიამოვნებით გეახლებოდით, უბრალო ცივ წყალს.
ჰიტლერმა ტაში შემოჰკრა. კარი გაიღო და მოახლემ ჭიქით წყალი შემოიტანა. მუსოლინი ხარბად დაეწაფა.
- რას აპირებთ? - შეეკითხა ჰიტლერი.
- ალბათ, დროა დავისვენო, - მუსოლინიმ ჭიქა მაგიდაზე დადგა, - ასეა თუ ისე, მთელი ოცი წელი სახელმწიფოს სათავეში ვიდექი, საშნლად დავიღალე!
- დავისვენებთ მაშინ, როცა ჩვენს მტერს დავამარცხებთ! - შეაწყვეტინა ჰიტლერმა.
- თავს ცუდად ვგრძნობ, წაიჩურჩულა დუჩემ.
- მაშინ პრესაში გავრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიელი ხალხის ბელადი ბენიტო მუსოლინი ბრძოლაში გმირულად დაიღუპა! - ჰიტლერმა ავისმომასწავლებლად გაიღიმა.
- ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელ დროში ვცხოვრობთ! -აღმოხდა მუსოლინის.
დუჩეს ცრემლები მოადგა.
ჰიტლერის ბრძანებით მუსოლინი იტალიაში დააბრუნეს, თუმცა დუჩეს პოლიტიკური კარიერა ფაქტობრივად დამთავრდა. ახლა იტალიაში ყველაფერს ნაცისტები წყვეტდნენ. დუჩეც გერმანელთა ხელში მარიონეტად გადაიქცა.
image

2
408
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
408
  
2018, 29 ნოემბერი, 0:41
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 20 ნოემბერი, 11:44
ფაშიზმის "მამა" იტალიაა და ბევრჯერ ნახავდი გერმანია, რომ ჰგონიათ.
"დუჩე" ხალხის მამას ნიშნავს, თავიდან ძალზე პოპულარული იყო ბენიტო იტალიაში...
0 1 2