კულტურა "ფორბსმა" დაასახელა 2018 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალი 2018, 20 ნოემბერი, 8:45
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" დაასახელა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი. რეიტინგს სათავეში მოექცა ამერიკელი მომღერალი კეტი პერი, რომელმაც გასულ წელს 83 მილიონი$ გამოიმუშავა, რითაც შარშანდელ რეიტინგთან შედარებით ერთბაშად რვა საფეხურით აიწია.
მეორე ადგილზე გავიდა 2016 წლის გამარჯვებული ტეილორ სვიფტი - 80 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი 2016 წელთან ორჯერ ნაკლებია, მაშინ სვიფტმა 170 მლნ.დოლარი იშოვა, სხვაობა შთამბეჭდავია. მესამე ადგილზეა შარშანდელი "ჩემპიონი" ბიონსე, 60 მილიონი დოლარით, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი წელს შემოქმედების მხრივ საკმაოდ პასიური იყი, ძირითადად, ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული. რეიტინგის მთლიანი სია კი ასე გამოიყურება:
333 5-ს მოსწონს
|