x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს სარეზერვო სამსახურში 36 მსურველიდან 12 ჩაირიცხა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან რეზერვში 12 მოქალაქე ჩაირიცხა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „შირაქი“ ავრცელებს. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, მამუკა ალადაშვილი ამბობს, მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო.


„თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის მიერ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და დასრულდა 22 სექტემბერს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სარეზერვო სამსახურში ჩაირიცხა 12 მოქალაქე, მსურველთა რაოდენობა 36 ადამიანი იყო, რაც ბევრად აღემატებოდა ჩარიცხულთა რაოდენობას, მაგრამ ყველა მოხალისემ ვერ გადალახა შესაბამისი კონკურსი. სამხედრო სამედიცინო შემოწმების გარდა, მოხალისეებმა ვერ გაიარეს ფიზიკური მომზადების ნორმატივები და ფსიქოლოგიური ტესტირება. კახეთში, ქალაქ თელავში აქტიური რეზერვის ახალშექმნილმა ასეულმა უკვე გაიარა სამხედრო საწვრთნელი მომზადების პირველი ეტაპი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასეულის მეორე შეკრება. მომზადების ეტაპზე მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. ეს იყო დროული ცვლილება, შეიძლებოდა ადრეც მომხდარიყო და განხორციელებულიყო. საქართველოში გარკვეული პერიოდი არ ხდებოდა გაწვევა, შეჩერებული იყო. თავდაცვისა და სიძლიერის კუთხით ეს ქვეყნისთვის აუციელებელია. ვფიქრობ, რომ სარეზერვო სამსახურის შექმნა საზოგადოებაში პატრიოტულ გრძნობებს აღძრავს და ოპტიმისტური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, “ - აღნიშნავს მამუკა ალადაშვილი.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამაში პირველ ეტაპზე შეირჩა საქართველოს სამი რეგიონი: კახეთი, აჭარა და გურია. ამ სამ რეგიონში განხორციელდა 18-50 წლამდე მოქალაქეთა ჩარიცხვა, სტუდენტები - 18-22 წლამდე. საპილოტე პროექტის მიხედვით მთლიანი კონტიგენტის 30% სწორედ სტუდენტები იქნებიან. თუკი სტუდენტები აბარებდნენ უნივერსიტეტებში და შემდეგ 4 წლის განმავლობაში არ ხდებოდა მათი გაწვევა, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თან ისწავლონ და თან პარალელურად იმსახურონ. წლის განმავლობაში სულ 45 დღე უნდა იყვნენ რეზერვში, სადაც რიგითის საშუალო ანაზღაურება წლიური 2700 ლარი იქნება. შესაბამისად, შეუძლიათ, რომ სწავლის საფასურიც დაფარონ.



„თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ არ ვართ აგრესიულად განწყობილი ერი, მაგრამ აუცილებელია გვქონდეს მზაობა და რესურსების სწორი მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. მთავრობას გააჩნია კონკრეტული კონცეფცია და კახეთში გაიმართა ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ მოქალაქეს გაუღვივებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილს და ინტერესს“ - აღნიშნავს კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.


კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება ელექტრონული მართვის სისტემა, მამუკა ალადაშვილი პასუხობს: „ეს გააადვილებს სამხედრო სამსახურის მართვის, საბუთების გადაგზავნის პროცედურებს, გააუმჯობესებს და სრულყოფს მართვის პროცესს, რის შედეგადაც ვფიქრობ შეკრული სისტემა ჩამოყალიბდება. ამჟამადაც, ყველა სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ინფორმაცია კომპიუტერშია ჩატვირთული, რაც გვიადვილებს საბუთებთან ურთიერთობას. დოკუმენტაციის წარმოებისთვის ნამდვილად ხელსაყრელი და ეფექტური საშუალება იქნება“. აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად თელავში, 19 ოქტომბერს, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე დაიწყო, სადაც პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. 22 ოქტომბერს კახეთის შემდეგ, რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი, ამჯერად ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე დადეს.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0