x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პარალელური სამყაროები
პარალელური სამყაროების თეორია


მე-20 საუკუნის დასასრულს შეიქმნა თეორია პარალელური სამყაროების შესახებ, რომელიც დღემდე ზოგიერთ სკეპტიკოს მეცნიერს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნია. თეორიის მთავარი არსი ისაა, რომ სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არ არის ერთადერთი. ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ადამიანების წარმოდგენა სამყაროს შეახებ იმდენად მწირი იყო, რომ მაშინდელი აღმით დედამიწა გახლდათ სამყაროს ცენტრი. შემდეგ კი ასტროფიზიკის განვითარებასთან ერთად შეიქმნა თეორია დიდი აფეთქების შესახებ და ჰაბლის თეორიად ცნობილი, აწ უკვე დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ სამყარო ფართოვდება. გარდა ამისა განვითარდა კვანტური მექანიკა, რომელიც სწორედ პარალელური სამყაროების კვლევის სფეროა. პარალელური სამყაროების შესახებ არსებობს ძალიან ბევრი ჰიპოთეზა, მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკისგან ყველაზე შორს მათგან, დგას "მულტივერსის თეორია" (მრავალსამყაროს თეორია), რომელიც შემოთავაზებულია შვედი კოსმოლოგის - მაქს ტეგმარკის მიერ.


მაქს ტეგმარკის თეორიაში გამოყოფილია პარალელური სამყაროების 4 დონე.


პარალელური სამყაროების თეორია - მაქს ტეგმარკი



1) პირველი დონის მიხედვით დიდი აფეთქების შემდგომ წარმოიქმნა ე.წ. ჰაბლის მოცულობები. თითოეული მათგანი კი შეგვიძოლია წარმოვიდგინოთ, როგორც ცალკეული სამყარო, რომლებიც ერთმანეთიგან განცალკევებულნი არიან. პირველ დონეზე არსებული სამყაროები, ფიზიკურად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მაგრამ განსხვავდებიან იმ მასალით, რომლითაც ისინი თავიდან ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე თითოეულს თავიანთი ევოლუციის საკუთარი სცენარი აქვთ. ტედ მარკი ამბობს, რომ ამ სამყაროების რაოდენობა უსასრულოდ დიდია. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ანალოგიური ანუ ისეთი სამყაროებიც არსებობს, რომელნიც ზედმიწევნით ჰგავს ჩვენსას.


2) მეორე დონის მიხედვით მოცემულ სხვადასხვა სამყაროში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ფიზიკური კანონები. მაგალითად განსხვავებული იყოს გრავიტაცია ან სინათლის სიჩქარე. ეს ნიშნავს, რომ მეორე დონეზე არსებული სამყაროები უკვე მკვეთრად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.


3) მესამე დონე კიდევ უფრო საინტერესოა. ის უკვე უკავშირდება კვანტურ მექანიკას და მის აღსაქმელად საჭიროა წარმოვიდგინოთ კამათელი, რომლის ზედაპირზეც დატანილია 6 სხვადასხვა ციფრი. კამათლის გაგორების შემდგომ სამყარო ექვს სხვადასხვა ვარიანტად იხლიჩება და ასე გრძელდება უსასრულოდ.


4) ბოლოს, მეოთხე და შემაჯამებელი დონის მიხედვით, არსებობს პარალელურ სამყაროთა უსასრულო ერთობლიობა, რომელიც მოცემულ სამ ვარიანტს აჯამებს და უშვებს თითოეულის არსებობას.




ასევე დაგაინტერესებთ:

1) საუკეთესო ქართული სამეცნიერო საიტები

2) ჩვენი ადგილი ამ სამყაროში

3) ბავშვი სამყაროები - ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო

4) BBC Horizon - პარალელური სამყაროები

5) რატომ უნდა ვიცოდეთ არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები?



განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0